Click Here to Download Flash Player


კონსულტაციები პროფესიის შერჩევაში 

ცენტრი მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიის შერჩევაში. მათ მივაწოდებთ ინფორმაციას ცალკეული პროფესიების შესახებ, ასევე, თუ რა დისციპლინების სწავლა მოუწევთ უნივერსიტეტებში არჩეული პროფესიის დასაუფლებლად; რას უნდა ელოდნენ შერჩეული პროფესიისგან - რა დადებითი ემოციები შეიძლება მოუტანოთ არჩეულმა პროფესიამ და ამავდროულად, რა სიძნელეეების გადალახვა მოუწევთ.

 მოსწავლეები შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიების ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს.

მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში (მათთვის საინტერესო პროფესიების არსში ჩაწვდომის მიზნით) ცალკეული პროფესიების და წარმატებული პიროვნებების შესახებ გააკეთებენ პრეზენტაციებს.

ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან მშობლებიც, რომლებიც, სურვილისამებრ, თავიანთი პროფესიების შესახებ სასაუბროდ შეხვდებიან ახალგაზრდებს და გააკეთებენ პრეზენტაციებს.