Click Here to Download Flash Player

 

გია მურღულია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; ფილოლოგიის დოქტორი; თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი; ჟურნალების “ქართული სიტყვის” და “სკოლის მართვის” მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები: “ფიქრი განათლებაზე”, “დავითიანის მხატვრულ სახეთა სისტემა”, “საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე” და პიესა “ღია გაკვეთილი”. საავტორო პროექტები _ მსოფლიოს რჩეული მოთხრობების ექვსტომეულის გამოცემა; “სიბრძნე სიმცირისა” _ მსოფლიოს ძველი და ახალი ფილოსოფიური მინიატურების გამოცემა; მსოფლიოს და ქართული ლიტერატურული შედევრების მოკლე შინაარსების გამოცემა; სერიის “ქართველი მწერლები სკოლაში” (20 წიგნი) გამოცემა. ის ავტორია შემდეგი სასკოლო პროექტების: გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის ფესტივალი; “ვწერ თავისუფალ თემას”; კონკურსი “წარმოგიდგენთ საქართველოს”. გია მურღულია არის განათლების ლიდერთა ლიგის, პარტნიორ სკოლათა კავშირის, დავით გურამიშვილის საზოგადოებისა და დავით გურამიშვილის საპრემიო კომიტეტის თავმჯდომარე; რუსეთის პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

 

 ეკატერინე ბაკარაძე

ეკატერინე ბაკარაძე არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ინგლისური ენის მიმართულებით; აღებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატები: TKT (Teaching Knowledge Test) და CELTA (Certifiсate of English Language Teaching to Adults); მუშაობს `განათლების ინსტიტუტში” ინგლისური ენის სწავლების პროგრამის კოორდინატორად და ტრენერად; არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სადაც სამართლის, ბიზნესის და მედიის კურსს ინგლისურ ენაზე წარმართავს. ეკატერინე ბაქარაძე არის 11 სამეცნიერო სტატიის ავტორი .

 

 გიორგი მჭედლიშვილი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. არის მათემატიკურ მეცნიერებათა მაგისტრი (თსუ) და განათლების მაგისტრი Harward–ის უნუვერსიტეტი. გიორგი ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. ის მუშაობდა თბილისში ამერიკის აკადემიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში Philips Exeter Academy –ში; კითხულობდა ლექციებს აზიისა და აფრიკის თბილისის უნივერსიტეტში, სტამბულის ბოსფორის უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო პედაგოგოიურ უნივერსიტეტში. გიორგი მჭედლიშვილს აღებული აქვს ”ფონდ _ ღია საზოგადოების” გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და 2005 UNESCO – ს და World Security Institute in Washington D.C. –ს ჯილდო - დაფინანსება.

 

 ბესო კევლიშვილი 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანკა–მათემატიკის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის ალგებრა–გეომეტრიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი და კითხულობდა ლექცებს; არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი; მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში დირექტორის თანამდებობაზე და ამავდროულად იყო კლუბის პრეზიდიუმის წევრი; არის კერძო სკოლის ”ჯეჯილი” პედაგოგი.

 

 ნინო  გოგიჩაძე

ფსიქოლოგი, განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი; შეერთებულ შტატების სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში გაიარა მენტალური ჯანმრთელობის კურსი და ამავდროულად მუშაობდა შრინერის (Shriner) ბავშვთა ჰოსპიტალში; მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო უნივერსიტეტში ლექტორად და ახალ ზელანდიაში ფსიქოლოგთა ასოციაციაში.

 

 ნიკოლას გროჰი

დაამთავრა ამერიკის სვორთმორის-ის “Liberal Arts”უნივერსიტეტის ფინანსებისა და მათემატიკის ფაკულტეტი; დიდ ბრიტანეთში ლონდონის ეკონომიკის სკოლაში გაიარა მათემატიკისა და ეკონომიკის ერთწლიანი კურსი. მუშაობდა საინვესტიციო ფირმა “ბერეტ ელმენ სტადარდ კაპიტალური პარტნიორებში” ანალიტიკოსად; ამჟამად მუშაობს სკა კაპიტალის ბიზნეს Associate-ის პოზიციაზე; ნიკოლას გროჰს მიღებული აქვს SAT-ის ტესტში უმაღლესი შეფასება. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ასწავლიდა SAT-ის კურსს ნიუ ჯერსის შტატში.

 

 ქეთევან ბაცანკალაშვილი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა; არის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი. ქეთევანი მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდთან არსებულ ბავშვთა დახმარების ცენტრში თანასწორთა განათლების პროგრამების კოორდინატორად; ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას გურამ რამიშვილის საავტორო სკოლაში. ქეთევანი სწავლობდა და მუშაობდა შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა-პანსიონში Ecole d’Humanite, აქვს ახალგაზრდების ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.

 

 გიორგი ლაცაბიძე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულებით და დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციბში, საჯარო და კერძო სკოლებში; მუშაობს “განათლების ინსტიტუტში” მასწავლებელის  პროფესიული უნარებისა და ისტორიის სწავლების მეთოდიკის ტრენერად  და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდში პროექტის მენეჯერად; არის სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის და მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.       

 

გიორგი ჩავლეიშვილი

დაამთავრა ამერიკის ჰამილტონის “Liberal Arts” უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, იყო ამავე უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის წევრი. მუშობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ბოსტონის არასამთავრებო ორგანიზაციაში Citizen Schools. ამჟამად მუშაობს საინვესტიციო ფონდ სკა კაპიტალში ბიზნეს Associate-ის პოზიციაზე.

 

მარია კალუსი

დაამთავრა გლაზგოს უნივერსიტეტი, დიდ ბტანეთი და Heriot-Watt უნივერსიტეტი, დიდ ბტანეთი, არის ინგლისური ენის სპეციალისტი.

 

ქეთევან დავითიშვილი

ქიმი პედიატრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 2002 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდთან არსებულ ბავშვთა დახმარების ცენტრში - არის პროგრამების კოორდინატორი, პედიატრი, ტრენერი. აღებული აქვს შემდეგი სერთიფიკატები “ტრენერთა ტრენინგი”; “გენდერი განვითარების პროგრამებში”; “სოციალური სამუშაოს პრაქტიკის სწავლება“; “მობილური მუშაობა ახალგაზრდებან“.

 

 ირინა  შარაბიძე 

ექიმი პედიატრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 1998 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდთან არსებულ ბავშვთა დახმარების ცენტრში - პროგრამების კოორდინატორი, სოციალური მუშაკი, ტრენერი, სოციალური სამუშაოს პრაქტიკის ხელმძღვანელი. ის არის ამავე ფონდის გამგეობის წევრი. ირინა შარაბიძე ბავშვთა კეთილდღეობისა და ბავშვისა და ოჯახის სოციალური სამუშაოს ტრენერია. მას ევროგაერთიანების TACIS-ის პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს სოციალური სამუშაოს ერთწლიანი კურსი.