Click Here to Download Flash Player


ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  კურსის მოკლე  ანოტაცია

კურსი სრულად მოიცავს იმ მასალას, რაც სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტისათვის. სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ აბიტურიენტს შეეძლება განახლებული საგამოცდო მოთხოვნების დაკმაყოფილება: უცნობი მხატვრული ტექსტის ანალიზი, საქმიანი წერილის შედგენა, ტექსტის ადექვატური გააზრება, პრობლემის დასმა და შეფასება, არგუმენტის ლოგიკურად ჩამოყალიბება და თვალსაზრისის დასაბუთება, დამოუკიდებელი კრიტიკული აზროვნება, გამართული ზეპირი და წერითი მეტყველება. კურსის სწავლებისას გამოყენებული იქნება თანამედროვე მეთოდიკა და შეფასების სისტემა, ასევე _ ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ორიგინალური საგანმანათლებლო პრინციპები.

 

 ინგლისური ენის კურსის მოკლე  ანოტაცია

ინგლისური ენის კურსი მოიცავს გრამატიკის, ფონოლოგიის და ლექსიკის ცოდნის შეძენას, ასევე, საკომუნიკაციო ენის განვითარებას. სწავლება მიმდინარეობს შესაბამისი დონის (Pre-Intermediate, Intermediate, Upper-Intermediate, Advanced) თანამედროვე სახელმძღვანელოების გამოყენებით. სწავლების მეთოდიკაში დანერგილი სხვადასხვა სტრატეგია თითოეული მოსწავლის ეფექტურ სწავლასა და წინსვლას უწყობს ხელს. ამასთან, ეს სტრატეგიები მათ დაეხმარება სასწავლო მიზნების მიღწე ვაში, შემეცნებითი და სოციალური უნარების განვითარებაში.

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეიძენენ წერის, კითხვის, მოსმენისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევებს; შეძლებენ დამოუკიდებელ ინტერაქციას განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ გარემოში; მზად იქნებიან ჩააბარონ (Cambridge ESOL) შესაბამისი დონის ინგლისური ენის გამოცდა (PET, FCE, TOEFL).

 

მათამატიკის კურსის მოკლე  ანოტაცია

კურსის უმთავრესი მიზანია მათამატიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მომზადება. ის მოიცავს მთელ იმ თეორიულ მასალას, რაც სავალდებულოა გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის. თეორიულ მასალასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან ამოცანების ამოხსნის უნარებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამოცანების ამოხსნის სწრაფ ხერხებს, რამეთუ, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ბევრი მოსწავლისთვის მათემატიკის გამოცდის ჩაბარების მთავარი სიძნელე მდგომარეობს არა ამოცანების სირთულეში, არამედ დროის ფაქტორში. კურსის სწავლების მეთოდები მოიცავს როგორც ჩვეულ მასალის ახსნას და დავალების შემოწმებას, ასევე ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაოებს. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სამეცნიერო კალკულატორი TI-92 და საინტერესო ინტერნეტწყაროები.

 

 ისტორიის კურსის მოკლე  ანოტაცია

ისტორიის კურსი მოიცავს იმ მასალას, რაც სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარებისათვის. ისტორიის კურსი გარდა გამჭოლი უნარებისა მოსწავლეებს გამოუმუშავებს სპეციფიკურ უნარებს - ისტორიული ინტერპრეტაცია, დროსა და სივრცეში ორიენტაცია და განაწილება, საკუთარი პოზიციის შემუშავება, მისი კრიტიკა და დაცვა. სწავლის პროცესში დიდი ყურადღება ექცევა პირველად და მეორად წყაროებზე მუშაობას, პრობლემაზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, ტესტებზე მუშაობას და ისტორიულ-გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებას.   

 

 აზროვნების ლაბორატორია (ლოგიკა და უნარები)  - კურსის მოკლე  ანოტაცია

აზროვნების ლაბორატორია ემსახურება შემეცნებითი პროცესების გამახვილებას და მათი გამოყენების უნარების გავარჯიშებას. სასწავლო შეხვედრებზე მსმენელები აქტიური მონაწილის პოზიციიდან გამოიყენებენ დაკვირვებას და საკუთარი თუ თანატოლების მაგალითზე ისწავლიან, თუ როგორ მიმდინარეობს აზროვნების პროცესი, რა არის ლოგიკური აზროვნებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორ ხდება რაიმე საკითხის შესახებ მსჯელობა (დისკუსია), განსჯა (შემადგენელი ელემენტების შეფასება) და დასკვნის (გააზრება შედეგის) ჩამოყალიბება.

სასწავლო შეხვედრები წარიმართება მცირე ჯგუფებში, თუმცა თითოეული მონაწილე, ინდივიდუალური თავისებურებისა და მისი უნარების გათვალისწინებით, ფსიქოლოგის ხელშეწყობის საფუძველზე, განსაზღვრავს საკუთარ სასწავლო მიზნებს და ამ მიზნის მიღწევის გზებსა და ალგორითმს. აზროვნების ლაბორატორიაში წარმოდგენილი კურსი ეფუძნება უნარების ინდივიდუალურ შეფასებას და მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი რესურსების მობილიზების საფუძველზე განმეორებითი შეფასების შედეგების გაუმჯობესებაში.

 

მსოფლიო პოლიტიკა და ეკომომიკა - კურსის მოკლე  ანოტაცია 

მსოფლიო პოლიტიკა და ეკომომიკის  კურსში მოსწავლეები შეისწავლიან გლობალიზაციის განვითრაების საფეხურებს და მის კავშირს მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკასთან და ასევე, რა წვლილი შეაქვს თვითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას გლობალიზაციის გავრცელებასა და პოპულარიზაციაში. კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან განსხვავებას კულტურასა და ცივილიზაციას შორის და რა გავლენა აქვს გლობალიზაციას კულტურის და ცივილიზაციის განვითარებაზე/ცვლილებაზე. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ თვალყური ადევნონ მსოფლიოში განვითარებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს და პარალელურად შეისწავლონ ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების უახლესი ისტორია. კურსს ექნება ინტერაქტიული ხასიათი. მასში გამოყენებული იქნება პრეზენტაციები და ლექციები. კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ უკეთესად გაერკვნენ მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ობიექტურად და რეალურად შეაფასონ მოვლენები. სტუდენტები ასევე ისწავლიან პრეზენტაციის ჩატარებას და “Public Speaking” - ს.

 

ლიტერატურა და  შემოქმედებითი აზროვნება - კურსის მოკლე  ანოტაცია 

კურსის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ მსოფლიო ლიტერატურის თვალსაჩინო ნაწარმოებებსა და თანამედროვე პუბლიცისტიკას, სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობას და შედარებითი ანალიზის საფუძვლებს. ამასთან ერთად, კურსი ახლაგაზრდებს დაეხმარება თავისუფალი წერისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებაში, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და გამოხატვაში, წერის ინდივიდუალური სტილის შემუშავებში.

 

ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები - კურსის მოკლე  ანოტაცია 

ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევათა კურსის სწავლების მიზანია ახალგაზრდა ადამიანში განავითაროს ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნების წარმატებით გადაჭრის უნარები. ახალგაზრდა, რომელიც ფლობს სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს, შესძლებს: საკუთარი ემოციების და ქცევის მართვას; კონფლიქტების თავიდანაცილებას და მათი მოლაპარაკების გზით გადაჭრას; საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას; საკუთარი თავის და სხვა ადამიანების პატივისცემას;  ურთიერთობის დამყარებას და თანამშრომლობას; სხვების თანაგრძნობას; ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას; მტკიცე სამოქალაქო და მორალური პოზიციის ჩამოყალიბებას;  ინფორმაციის მენეჯმენტის (მართვა) განახორციელებას.

ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლება ხელს შეუწყობს: 

  • კომუნიკაციის, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების და რისკის უნარების ჩამოყალიბებას;
  •  კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარების გამომუშავებას.

 

 SAT - კურსის მოკლე  ანოტაცია   

SAT-ის კურსი მოიცავს ტესტებზე მუშაობის უნარების განვითარებას. ყურადღება გამახვილებული იქნება SAT-ის სტრუქტურაზე და ფუნდამენტალურ სტრატეგიებზე. SAT არის ამერიკის უნივერსიტეტეტებში ჩაბარებისათვის ყველაზე გავრცელებული ტესტი და ამერიკის უმაღლეს სკოლებში მის სწავლას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. SAT - ში მაღალი ქულების მიღება აპლიკანტებს ამერიკის მაღალი აკადემიური დონის უნივერსიტეტში მოხვედრის შანსს აძლევს. სტუდენთთა უმრავლესობა, განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტები, SAT-ში ვერ იღებენ მაღალ ქულებს და, შესაბამისად, ვერ აგრძელებენ სწავლას ცნობილ უნივერსიტეტებში. ცენტრში SAT-ის კურსის გავლა სტუდენტებს ამერიკის მაღალი აკადემიური დონის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების დიდ შანსს მისცემს.