Click Here to Download Flash Player

“Liberal Arts”

 “Liberal Arts” პრინციპებზე დაფუძნებული განათლება (ლიბერალური განათლება) სწავლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია თანამედროვე მსოფლიოში. მისი ისტორია ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში იღებს სათავეს, როცა ამ სახის განათლებას მონებისაგან განსხვავებით, თავისუფალი ადამიანები (“Liber” ლათინურად თავისუფალს ნიშნავს) იღებდნენ. 

“Liberal Arts” განათლების მეთოდი ერთ მთავარ პრინციპს ეყრდნობა: ადამიანი უნდა იყოს მრავალმხირვ განსწავლული, ჰქონდეს საფუძვლიანი ცოდნა სხვადასხვა  დისციპლინაში, და ამასთან ერთად, შეეძლოს დამოუკიდებლად აზროვნება, ფაქტებისა და მოვლენების ლოგიკურად განსჯა, კრიტიკული ანალიზი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, საკუთარი აზრისა და შეხედულებები დაცვა. “Liberal Arts” განათლების კურსი არის სასწავლო პროგრამა, რომელიც გულისხმობს როგორც ცოდნის სიღრმეს, ასევე მის მრავალფეროვნებას და ამ ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებისათვის აუცილებელი უნარების სწავლებას.

“Liberal Arts” მეთოდით დღეს ამერიკის წამყვანი სასწავლებლები ხელმძღვანელობენ. ეს მეთოდი პრაქტიკაში შემდეგნაირად ხორციელდება: სტუდენტები პირველი რამდენიმე სემესტრის განმავლობაში ირჩევენ ჰუმანიტარულ თუ საბუნებისმეტყველო საგნებს, რათა მიიღონ საფუძვლიანი განათლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში. “Liberal Arts” სასწავლებელში სტუდენტები მხოლოდ მესამე/მეოთხე წლიდან სწავლობენ მომავალ პროფესიასთან უშუალოდ დაკავშირებულ საგნებს. 

ლიბერალური განათლება მომავალი კარიერის ასაწყობად ახალგაზრდას სერიოზულ საფუძველს აძლევს. ასეთი განათლების მქონე პიროვნება კონკურენტუნარიანია ფართო შრომით ბაზარზე, ვინაიდან ლიბერალური განათლება თავისი ზოგადი პრონციპებით კი არ გამორიცხავს კონკრეტულ პროფესიებსა და კარიერულ მიზნებს, არამედ ავსებს მათ ღრმა ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რაც დასაქმებისა და საკუთარი შესაძლებლობების განხორციელების შანსს არსებითად ზრდის.       

ნათელი მაგალითისათვის მოვიხმობთ “Liberal Arts” უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გამოთქმულ აზრებს: 

“აღმოვაჩინე, რომ ერთ საგანში ნასწავლი მასალის ძალიან დიდ ნაწილს ვიყენებ მეორე საგნის შესწავლისას. ვინ იფიქრებდა, რომ ისეთ დისციპლინებს შორის როგორიცაა, ცხოველების ქცევა და საერთაშორისო ურთიერთობები, კონცეპტუალური მსგავსებები არსებობდა?”

“გასაოცარია, თუ როგორ უკავშირდება ყოველდღიური სასაუბრო თუ საკამთო თემა ჩემ მიერ შეძენილ ცოდნას. მსოფლიოში ფართოდ გამოყენებული პესტიციდები შედგება რთული ბიოლოგიური მოლეკულებისაგან; ინდუსტრიის შედეგად გამოყოფილი მომწამლავი გაზები, რომლებიც მსოფილიო ეკოლოგიაზე ახდენს გავლენას, მჭიდროდ არის ქიმიურ ფორმულებთან დაკავშირებული. დღესდღეობით, ჩემს ცოდნას ცალკეულ მეცნიერებებში ვუსადაგებ იმგვარ საკითხებს, რომელთა მიღმა აქამდე მეცნიერების ვერცერთ დარგს ვერ ვხედავდი”.

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი ლიბერლური განათლების პრინციპებს სრულიად იზიარებს. ჩვენ მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამები სხვადასხვა საგნებსა და დისციპლინებს მოიცავს. მოსწავლეს თავად შეუძლია აირჩიოს საგნები და შეადგინოს სასწავლო პროგრამა დასახული მიზნის მისაღწევად, იქნება ეს ქართულ და ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება, სამაგისტრო პროგრამებში ჩარიცხვა, თუ უბრალოდ, საფუძვლიანი განათლების მიღება სხვადასხვა საგანში.

ცენტრი  ეხმარება ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევასა და სასურველ სასწავლებლებთან დაკავშირებაში. ეს პროცესი წარიმართება სპეციალისტთან ინდივიდუალური მუშაობის საფუძველზე, რომლის დროსაც ხდება ახალგაზრდის სურვილის, ინიციატივისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და ამაზე დაყრდნობით, შესაფერისი უმაღლესი სასწავლების შერჩევა. 

ცოდნის პრაქტიკაში გასახორციელებლად, ჩვენ ვთავაზობთ ახალგაზრდებს სპეციალურ კურსს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გამოიმუშაონ პრეზენტაციის, კომუნიკაციის, საკუთარი აზრის გამოხატვის, ჯგუფური მუშაობისა და სხვა უნარები. თითოეული საგნის კურიკულუმი ეფუძნება სწავლების ინტერაქტიურ მეთოდებს და მიზნად ისახავს, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებას.

ლიბერალური განათლება სასურველი პროფესიის დაუფლებისა და კარიერაში წარმატების მიღწევის საწინდარია.