|
ზოგადი ინფორმაცია
ცენტრში სასწავლებლად მიიღებიან:
- VIII - XII კლასის მოსწავლეები;
- საქართველოს უნივერსიტეტების I და II კურსის სტუდენტები;
- SAT/GRE/GMAT/LSAT/TOEFL - გამოცდებისათვის მომზადების მსურველები.
სასწავლო წელი დაყოფილია სამ ნაწილად ანუ ტრიმესტრად. თითოეული ტრიმესტრი შედგება 11 კვირისაგან.
ცენტრის აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლებისათვის.
მოსწავლეებს ამერიკაში სწავლის გაგრძელებისათვის ეძლევათ ფართო არჩევანი. ცენტრს აქვს მჭიდრო კავშირები ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებთან და უმაღლეს სკოლებთან:
Hamilton College
Swarthmore College
Saint Anne’s Balfield High-School
Ursinus College
Haverford College
Bryn Mawr College
Muhlenberg College
უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლების სასწავლო გარემოს გაცნობის მიზნით მოსწავლეებს ვთავაზებთ “ზაფხულის ტურებს” ამერიკის უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში. საუკთესო მოსწავლეები ცენტრის დაფინანსებით გაემგზავრებიან.
ცენტრში ისწავლება შემდეგი საგნები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა: კვირაში 3-ჯერ 9 აკადემიური საათი;
2. ინგლისური ენა: კვირაში 3-ჯერ 6 აკადემიური საათი;
3. მათემატიკა: კვირაში 3-ჯერ 9 აკადემიური საათი;
4. აზროვნების ლაბორატორია (ლოგიკა და უნარები): კვირაში 2-ჯერ 4 აკადემიური საათი;
5. ისტორია: კვირაში 2-ჯერ 4 აკადემიური საათი;
6. ლიტერატურა და შემოქმედებითი აზროვნება: კვირაში 1-ჯერ 1.5 აკადემიური საათი;
7. მსოფლიო პოლიტიკა და ეკონომიკა: კვირაში 1-ჯერ 1.5 აკადემიური საათი;
8. ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები: კვირაში 1-ჯერ 1.5 აკადემიური საათი.
9. SAT: კვირაში 3-ჯერ 6 აკადემიური საათი;
10. GRE: კვირაში 3-ჯერ 6 აკადემიური საათი11;
11 GMAT: კვირაში 3-ჯერ 6 აკადემიური საათი;
12. LSAT: კვირაში - 3-ჯერ 6 აკადემიური საათი;
13. TOEFL: კვირაში - 3-ჯერ 6 აკადემიური საათი.
ცენტრში მოსწავლეები შეიძენენ შემდეგ ბაზისურ უნარ-ჩვევებს:
- კრიტიკული აზროვნება;
- კომუნიკაცია;
- ჯგუფში მუშაობა;
- პრეზენტაციების ჩატარება;
- ახალ გარემოსთან შეგუება;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
ტრიმესტრის ბოლოს პედაგოგები შეაფესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. ცენტრის ადმინისტრაცია ყველა საგანში მიღებულ შეფასებას წერილობით გადაუგზავნის მშობლებს. წლის ბოლოს მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიაში, აზროვნების ლბორატორიასა (ლოგიკა და უნარები) და ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ გამოცდები. კომისია შეამოწმებს მოსწავლის მიერ წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნის დონეს. გამოცდები ჩატარდება ტესტების გამოყენებით და ზეპირი გასაუბრებით. წლის განმავლობაში ყველა მოსწავლე, მის მიერ პედაგოგთან ერთად შერჩეული საკითხის ირგვლივ, გააკეთებს პრეზენტაციას ცენტრის პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების და მოწვეული სტუმრების წინაშე.
|