|
ცენტრის მიმართვა
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ძირითადი განაცხადია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში “Liberal Arts” - ის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის შემოტანა, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალგაზრდები ცალკეულ დისციპლინებში ცოდნის ამაღლებასთან ერთად გაეცნობიან სხვადასხვა მეცნიერებებს, შეიძენენ რაციონალური აზროვნების, მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების, დამოუკიდებლად მუშაობის და სწავლისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
“Liberal Arts” მეთოდოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, ახალგაზრდებმა შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია, კულტურული თავისებურებები და გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ერების კულტურას, რათა დაინახონ საქრთველოს ადგილი მსოფლიოს განვითარების ისტორიში და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, პასუხისმგებლობის გრძნობის პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.
საქართველოში მოსწავლეთა დიდი ნაწილი გაუცნობირებლად ირჩევს მომავალ პროფესიას და, შესაბამისად, უნივერსიტეტს. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრში მოსწავლე შესძლებს მოემზადოს, როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის უმაღლეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის და ამავდროულად, მიიღოს კონსულტაციები პროფესიის, უმაღლესი სასწავლებლების შერჩევაში. ცენტრი, ასევე, მოსწავლეებს დაეხმარება სასურველ უნივერსიტეტთან კონტაქტის დამყარებაში და სასწავლო სტიპენდიის მოპოვებაში.
ცენტრში ახალგაზრდები შეიძენენ ისეთ ბაზისურ ცხოვრებისეულ უნარებს, როგორიცაა: კომუნიკაცია, ჯგუფში მუშაობა, პრეზენტაცია, ახალ გარემოსთან შეგუება, მენეჯმენტის განხოციელების საფუძვლები და ა.შ.
ცენტრში სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამის გარემოში: კლასები დაკომპლექტდება თანაბარი აკადემიური მოსწრების და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებით; კლასები იქნება მცირერიცხოვანი - მაქსიმუმ 8 მოსწავლე; სწავლება წარიმართება მრგვალი მაგიდის პრინციპით; მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე ტექნიკით და მუდმივი ინტერნეტ ქსელით.
ვთვლით, რომ მოსწავლეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი, არამარტო გაკვეთილების პროცესში, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებში. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები: ექსკურსიები, შეხვედრები პროფესიონალებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, საქველმოქმედო აქციები და ა.შ., რომელთა დაგეგმვას და ორგანიზებას წარმართავენ მოსწავლეები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, პედაგოგებთად ერთად.
ცენტრი ითანამშრომლებს მშობლებთან. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ჩავრთოთ მშობლები სასწავლო პროცესში. სასწავლო წლის განმავლობაში მათ საშუალება მიეცემათ სხვადასხვა აქტუალური საკითხების ირგვლივ და თავისი პროფესიების შესახებ გააკეთონ პრეზენტაციები და ბავშვებს გაუზიარონ თავიანთი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება.
ზამთარში და ზაფხულში მოსწავლეებს შევთავაზებთ კულტურულ-შემეცნებითი ბანაკების მოწყობას საქართველოს მასშტაბით და “ზაფხულის ტურებს” ამერიკის უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში.
ახალგაზრდებს ცენტრში დახვდებათ კეთილგანწყობილი შემოქმედებითი გარემო, რაც გაზრდის მათ მოტივაციას, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები შემდგომი (ცხოვრებისეული) წარმატების მისაღწევად.
|