დიზაინისა და მოდის მიმართულებით დაინტერესებულთათვის საზაფხულო კურსები
საზაფხულო ვორქშოფი საუკეთესო შანსია მათთვის, ვინც სამაგისტრო პროგრამაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას ამ ან სხვა უნივერსიტეტში. შანსი გაქვთ წინასწარ გაეცნოთ უნივერსიტეტს, თქვენთვის საინტერესო პროგრამას და მიიღოთ მნიშვნელოვანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა სერტიფიკატთან ერთად.
საზაფხულო პროგრამის პერიოდი: 2024 წლის 8-19 ივლისი
კურსის სტრუქტურა მოიცავს: 60 საათი ლექციებს/პრაქტიკულ სემინარებს/ საველე ექსკურსიებს
გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სასწავლო ენა: ინგლისური
კურსის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ DOMUS ACADEMY-ს სერთიფიკატს.
სწავლის საფასური: 2150 €
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტებს,
კურსდამთავრებულებს,
მაგისტრანტ სტუდენტებს.
საჭიროა ზოგადი ცოდნა პროდუქტის დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურისა და ურბანული ლანდშაფტის დიზაინის სფეროებში.
მიმართულებები:
️Augmented Reality Boot Camp (https://www.domusacademy.com/courses/design/summer-course-augmented-reality-boot-camp/)
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს სრულყოფილად გააზრებინოს კონცეფციების, ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების როლი დიზაინის სფეროში. ლექციებისა და კრეატიული სავარჯიშოების საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან AR ტექნოლოგიებს AR სისტემების ძირითადი პრინციპებიდან და კომპონენტებიდან, 3D გრაფიკას, რენდერებს, ჟესტებსა და ურთიერთქმედების პარადიგმებს AR-ში.
️Digital Communication & Social Media for Fashion
(https://www.domusacademy.com/courses/fashion/summer-course-in-digital-communication-social-media-for-fashion/)
კურსი მოიცავს გზას სტრატეგიიდან შემქმნელებამდე – სოციალური მედიის, როგორც სამუშაო ინსტრუმენტის გამოყენებას თანამედროვე მოდის და დიზაინის სფეროებში. სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვა მიდგომებს, როგორ იმუშაონ ციფრული მოდის კამპანიებზე. ისწავლიან როგორ ამოიცნონ ტენდენციები და ჩართონ ინტეგრირებულ ციფრულ კომუნიკაციაში.
️Fashion Buying Techniques
(https://www.domusacademy.com/courses/fashion/summer-course-in-fashion-buying-techniques/)
კურსი ფოკუსირებულია მოდის ინდუსტრიის მთავარ მიმართულებაზე და მის ურთიერთქმედებაზე სტილთან, რაოდენობრივ და ტექნიკურ უნარებთან. სტუდენტები შეისწავლიან, როგორ შექმნან ყიდვის სხვადასხვა მეთოდები და როგორ განვსაზღვრონ შესყიდვის სრული ციკლი.
️Italian Design Culture & Contexts
(https://www.domusacademy.com/courses/design/summer-course-in-italian-design-culture-contexts/)
კურსი მოიცავს იტალიური დიზაინის ყველა მასშტაბს, პროდუქტიდან ინტერიერსა და არქიტექტურამდე, რომლის მიზანია ხაზი გაუსვას და დაადგინოს ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ დიზაინის ხარისხს. კურსი მოიცავს სტუდიებსა და შოურუმებში ვიზიტებს, ასევე არქიტექტურულ ტურს ქალაქში. ამ კურსის დასასრულს მონაწილეებს მოეთხოვებათ შექმნან სასწავლო და კვლევითი ჟურნალი იტალიური დიზაინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებით.
ყველა შესაბამისი კონცეფცია და მეთოდი იქნება ახსნილი შესავალ საუბრებში, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეთა ეფექტურ ჩართულობას დაგეგმილ პრაქტიკულ აქტივობებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 32 2 94 61 74 +995 577 68 77 33
info@leaf.ge