ნინი კვარაცხელია University of Debrecen-ში სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას

 

ნინი კვარაცხელია Stipendium Hungaricum-ის გამარჯვებულია და სრული დაფინანსებით ისწავლის ევროპაში.

საზღვარგარეთ სწავლა დღეს ხელშესახები რეალობაა და მიუღწეველ ოცნებას აღარ წარმოადგენს, გარდა იმისა რომ არსებობს ყველანაირი ბიუჯეტის უნივერსიტეტი, არსებობს ასევე დაფინანსების სხვადასხვა წყაროები, რაც ახალგაზრდებს უმარტივებს სწავლის მიღების შესაძლებლობას.

”Stipendium Hungaricum” სასტიპენდიო პროგრამაა, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც სტუდენტს სრულად უფინანსდება უნგრეთის რომელიმე უნივერსიტეტში სწავლა, უნივერსიტეტს თავად აპლიკანტი ირჩევს. სწავლის გარდა ფინანსდება ცხოვრების ხარჯები და სტუდენტს ენიშნება ყოველთვიური სტიპენდიაც.

ნინი კვარაცხელია, განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებულია, მან წარმატებით ჩააბარა University of Debrecen-ში და მიიღო სრული დაფინანსება.

“ბავშვობიდანვე მიზნად მქონდა დასახული საზღვარგარეთ, კერძოდ კი ევროპაში, სწავლის გაგრძელება, რადგან უპირატესობას ვანიჭებდი ევროპულ განათლებას. ვფიქრობ, რომ ევროპაში განათლების მიღება ბევრად უფრო პერსპექტიული იქნება ჩემი სამომავლო გეგმებისთვის.

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილების მიღებისას მივმართე განათლების ცენტრ LEAF-ს და მათი აკადემიური მრჩევლის დახმარებით შევარჩიე უნივერსიტეტები. აპლიკაცია მქონდა გაგზავნილი სულ ორ ქვეყანაში: უნგრეთსა და ლიეტუვაში. ორივე ქვეყნიდან მომივიდა მიღების წერილი. გადავწყვიტე უნგრეთში, კერძოდ კი დებრეცენის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, რადგან გავიმარჯვე სასტიპენდიო პროგრამაში და სრული დაფინანსება მოვიპოვე.

ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს ცხოვრების ახალი ეტაპისგან და სულმოუთქმელად ველოდები სასწავლო წლის დაწყებას, რადგან ვფიქრობ, რომ დებრეცენის უნივერსიტეტი არის სწორედ ის ადგილი, რომელიც მომცემს შესაძლებლობას ყველა ჩემი მიზანი და ოცნება რეალობად ვაქციო. ამისთვის თავს ნამდვილად არ დავზოგავ.

პროფესიის არჩევისას კი, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი ვყოყმანობდი ბიზნესი ამერჩია თუ კომპიუტერული ტექნოლოგიები, რადგანაც ორივე პროფესია ძალიან მიზიდავდა და როცა დებრეცენის უნივერსიტეტში აღმოვაჩინე ასეთი პროგრამა – ბიზნეს ინფორმატიკა, რომელიც ბიზნესსაც მოიცავდა და ინფორმატიკასაც, სასიამოვნოდ გაოცებულმა უყოყმანოდ გადავწყვიტე ამ ფაკულტეტის არჩევა.

საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩაბარება არც თუ ისე მარტივი პროცესია. ჩვენ მუშაობისას ერთად ავარჩიეთ უნივერსიტეტები, დეტალურად გავიარეთ პროგრამები და განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი. ბოლოს, შევჯერდით ჰუნგარიკუმზე და შევავსეთ აპლიკაცია, ვიმუშავეთ სამოტივაციო წერილზე, ბოლოს კი, მოვემზადეთ ინტერვიუსთვის. ჩემი მიზნების განხორციელებაში დახმარებისთვის მადლობელი ვარ LEAF-ის და ჩემი აკადემიური მრჩევლის, რომელიც ყველა ეტაპზე გვერდში მედგა და მხარს მიჭერდა.”

თუ თქვენც გსურთ შეუერთდეთ წარმატებული ქართველი სტუდენტების გზას, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, განათლების ცენტრ LEAF-ს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ევროპული თუ ამერიკული კარიერის დაგეგმვაში.

 

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით?

საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო განათლების მიღება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დღეს შესაძლებლობები იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით.

აღმოაჩინე შენი მომავალი დანიაში

როგორ გახდე ანტრეპრენერი? როგორ აქციო შენი იდეა რეალურ პროექტად? როგორ შექმნა და აწარმოო? სად შეგიძლია მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება? როგორ შეარჩიო უნივერსიტეტი ან

როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის,