École Ducasse – Master More Than Cooking

მათ, ვისაც სურს, სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს განათლების ცენტრი გთავაზობთ ეკოლე დუკასის კულინარიის სკოლას, საფრანგეთში. 

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.
 
École Ducasse მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კულინარიის სკოლაა. დაარსდა 1920 წელს. დუკასის სკოლა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს. 
 
ის მსოფლიოში განთქმულია კულინარიის შესწავლის თანამედროვე ტექნიკებით. საერთაშორისო სტუდენტებს ენერგიული შეფმზარეულის, ალენ დუკასის კულინარიული ხედვებით იზიდავს.
 
დუკასის სკოლაში მსოფლიოში წამყვანი სტუმართმასპინძლობის საგანმანათლებლო სისტემა – Sommet Education, ფრანგულ პიკანტურ სამზარეულოსთან არის კომბინირებული.
 
კულინარიის სამყაროში შეფმზარეული ალენ დუკასი არასდროს ყოფილა მეორე ადგილზე. ის თავის იდეებსა და პრინციპებს მტკიცედ მისდევს. ალენის ხედვა ყოველთვის მომავლისკენ არის მიმართული. 
ალენ დუკასი 1956 წელს დაიბადა საფრანგეთში, ფერმაში. დუკასი 16 წლის იყო, როდესაც სამხრეთ საფრანგეთში პირველი რესტორანი გახსნა. მალევე, ისეთი შეფმზარეულების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც იყვნენ მიშელ ვერგე, გასტონ ლენოტრე, ალან ჩაპელი და სხვები. როჯერ ვერგერთან მატარებლით მოგზაურობისას, დუკასი გაეცნო და შეიყვარა ფრანგული პროვინციული სამზარეულო.
2005 წელს ალენ დუკასი პირველი შეფმზარეული გახდა, რომელმაც ერთდროულად სამი მიშლენის ვარსკვლავი მოიპოვა.
დუკასის სკოლაში სტუდენტებს მენეჯერული, ტექნიკური და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან. აგრეთვე, კულინარიის ხელოვნებისა და ფრანგული პიკანტური სამზარეულოს საიდუმლოებებსაც აცნობენ.
დუკასის სკოლა სტუდენტებს შემდეგი მიმართულების საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს:

  • BA in Culinary Arts (3 YEARS)
  • BA in French Pastry Arts (3 YEARS)


სკოლას აგრეთვე 8-10 თვიანი კულინარიული კურსები აქვს, სადაც სტუდენტებს მაღალი ხარისხის ტრენინგები უტარდებათ შემდეგი მიმართულებებით:

  • Culinary Arts Essentials (9 Weeks)
  • French Pastry Arts Essentials (8 Weeks)
  • French Chocolate & Confectionery Arts Essentials (8 Weeks)
  • French Bakery Arts Essentials (8 Weeks)


Diploma Programs: 

  • Culinary Arts Diploma (9 Months)
  • French Pastry Arts Diploma (8 Months)
  • Expert Diploma in French Pastry (2 Months)


სკოლა საერთაშორისო სტუდენტებს პროგრამა „Career Changers“-საც სთავაზობს. Career Changers ორიენტირებულია იმ სტუდენტებზე, რომლებსაც სულ სხვა მიმართულებების გამოცდილება აქვთ.
2020 წლის მონაცემებით, დუკასის სკოლის პარიზის კამპუსმა 221 საერთაშორისო სტუდენტი მიიღო.
ერთი სასწავლო წლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის  53 550 ევროს შეადგენს.
კულინარიის სკოლის ბმული: https://www.ecoleducasse.com/en 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

+995 32 294 61 74
+995 577 68 77 33
info@leaf.ge

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Bethany Lutheran College

St. Louis University Madrid

King’s College London

Academy of Art University – San Francisco, CA

International Business University

York College of Applied Sciences

Trine University

West coast

Webster University Leiden

West Pomeranian University of Technology

Walsh University

University of Wisconsin Eau Claire

Warsaw University of Economics

WSB Universities – Merito Group

Warsaw University of Business and Humanities

UCLan University of Central Lancashire Cyprus