ბიზნესით, არქიტექტურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებს ვთავაზობთ სწავლას ლატვიის კერძო უნივერსიტეტში – RISEBA.
RISEBA წარმოადგენს განათლების ცენტრის პარტნიორ უნივერსიტეტს და მსურველებს გავუწევთ სააპლიკაციო დახმარებას – უფასოდ.
RISEBA წარმოადგენს ბიზნესის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის კერძო აკრედიტირებულ უნივერსიტეტს ლატვიაში.
RISEBA იყო ლატვიის ერთ-ერთი პირველი კერძო სასწავლებელი და დღეს ქვეყნის უდიდეს 10 უნივერსიტეტს შორისაა, სადაც 3000 სტუზენტზე მეტი სწავლობს. მათ შორის 200 – საერთაშორისო სტუდენტია, რომლებიც 19 სხვადასხვა პროგრამაზე სწალობენ.
ბოლო 2 დეკადის განმავლობაში RISEBA-მ გაიარა არსებითი ტრანსფორმაცია და პატარა ბიზნეს სკოლიდან იქცა დიდ უნივერსიტეტად, რომელიც დღეს ბიზნესისა და მენეჯმენტის გარდა, კომუნიკაციას, აუდიო-ვიზუალურ მედია-ხელოვნებას და არქიტექტურას ასწავლის. ეს არის უნივერსიტეტი, სადაც ბიზნესი ხვდება ხელოვნებას.
RISEBA-ს აქვს საერთაშორისო ფოკუსი, სთავაზობს სტუდენტებს ექსკლუზიურ სასწავლო პროგრამებს. ის სტუდენტებს სთავაზობს სწავლას სამ ენაზე: ლატვურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
RISEBA-ს მთავარი კამპუსი მდებარეობს რიგაში, მეორე კამპუსი კი დაუგავპილსში.
RISEBA მოიცავს სამ სკოლას:
School of Business – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამები – მოიცავს ბიზნესს, მენეჯმენტსა და ეკონომიკას.
School of Media and Communication – საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ხელოვნებასა და კომუნიკაციაში
School of Architecture and Design, – საბაკალავრო პროგრამა არქიტექტურაში.
RISEBA არის ინტერდისციპლინარული, მულტიკულტურული უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებულებიც გამოირჩევიან კრეატიულობით, ინდივიდუალიზმით. RISEBA სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას, საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, შესანიშნავ კვლევით ბაზას და მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
http://www.riseba.lv/en