მათ ვისაც სურს სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს, განათლების ცენტრი გთავაზობთ კანზასის შტატის უნივერსიტეტს.
LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.
კანზასის უნივერსიტეტი (KU) 1865 წლის 21 მარტს დაარსდა. ის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტია და მისი მთავარი კამპუსი კანზასის შტატში, კერძოდ კი ლოურენსში მდებარეობს. უნივერსიტეტი ყოველწლიურად 20 000 – ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტს მასპინძლობს.
კანზასის უნივერსიტეტმა პირველი 55 სტუდენტი 1866 წელს მიიღო. დღეს უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 28 500 – ს შეადგენს. კანზასის უნივერსიტეტს ხუთი კამპუსი აქვს, ესენია: ლოურენსის კამპუსი, ედვარდსის კამპუსი ოვერლენდ პარკში და სამედიცინო ფილიალები კანზას სიტიში, ვიჩიტასა და სალინაში.
უნივერსიტეტის სასწავლო შენობები მიჩნეულია, როგორც ერთ – ერთი ულამაზესი კამპუსები მთელი ამერიკის მასშტაბით.
კანზასის უნივერსიტეტს 500 – მდე სასწავლო კურსი აქვს.
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:
- ბუღალტერია
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ბიზნესის ანალიტიკა
- ფინანსები
- საჰაერო კოსმოსური ინჟინერია
- ბიოინჟინერია
- ქიმიური და ნავთობის ინჟინერია
- სამოქალაქო, გარემოსდაცვითი და არქიტექტურული ინჟინერია
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები
- საჯარო ადმინისტრირება
- სამართალი
- თავისუფალი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- მედიცინა
- მუსიკა
- ფრანგული ენა
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:
- არქიტექტურა და დიზაინი
- არქიტექტურული ინჟინერია
- ბიზნესი
- ფარმაცია
- ანთროპოლოგია
- ფსიქოლოგია
- ნეირომეცნიერებები
- ჯანდაცვა
- ლინგვისტიკა
- აღმოსავლეთ აზიის კვლევები
- განათლების ფსიქოლოგია
საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის გადასახადი საერთაშორისო სტუდენტიებისთვის საშუალოდ 45 000 აშშ დოლარს, ხოლო1 წლის სამაგისტრო პროგრამის საფასური საშუალოდ 38 000 აშშ დოლარს შეადგენს.
კანზასის შტატის უნივერსიტეტი სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს. დაფინანსება ყოველ წლიურად განახლებადია და მისი რაოდენობა შესაძლებელია იყოს $3,000-დან $25,000-მდე წელიწადში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ უნივერსიტეტის ბმულს:
https://ku.edu/