Work and travel in USA / ამერიკული განათლება ბიუჯეტურად ევროპაში
Work and travel in USA – გსმენია ამ პროგრამის შესახებ? იცი რომ American University in Bulgaria-ს სტუდენტებს ზაფხულობით შანსი აქვთ იმოგზაურონ და იმუშაონ ამერიკაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს საინტერესოდ გაატარონ ზაფხული და დამატებით ათასობით დოლარი გამოიმუშაონ.
თუ ამერიკული განათლება გაინტერესებს, გეცოდინება რომ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ევროპაში არსებობს ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან ბიუჯეტურად სწავლას გთავაზობს ამერიკულ განათლებას.
American University in Bulgaria ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ქართველი სტუდენტების რიცხვიც ყოველწლიურად იმატებს.
ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, ამერიკული სტილის განათლებას. AUBG სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მისი სტუდენტების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაფინანსება. პროფესიონალი აკადემიკოსების, მრავალფეროვანი სტუდენტური ჯგუფების, ძლიერი კარიერული მხარდაჭერისა და კამპუსური ცხოვრების კომბინაცია აქცევს მას შესანიშნავ ადგილად სტუდენტებისთვის, რომლებიც ეძებენ ამერიკულ განათლებას ევროპაში ბიუჯეტურად.
უნივერსიტეტი აკრედიტებულია როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ბულგარეთში, რაც უზრუნველყოფს ხარისხების საერთაშორისო აღიარებას.
თუ ასეთი უნივერსიტეტი შენს ინტერესებშია და ისურვებდი მათი სტუდენტების რიცხვს შეუერთდე, მაშინ გამოიყენე შანსი პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების ცენტრი LEAF-ის განათლების გამოფენაზე და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია, რისთვისაც მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
პროგრამა და მიმართულებები:
სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტული ბიზნესის ქეისების განხილვასა და უახლესი მეთოდოლოგიების სწავლებაზე. ამერიკული სტილის განათლება ხაზს უსვამს კრიტიკული აზროვნებისა და გლობალური განათლების განვითარებას. მცირე კლასის ზომები უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ყურადღებას და ინტერაქციას პროფესორებთან. ყველა კურსი ისწავლება ინგლისურ ენაზე.
უნივერსიტეტი გთავაზობთ ბაკალავრიატის ხარისხს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ევროპული კვლევები, საინფორმაციო სისტემები, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, მათემატიკა, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა.
მაგისტრატურის დონეზე AUBG-ს აქვს Executive MBA პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია აშშ-სა და ბულგარეთში.
საცხოვრებელი
კამპუსი ბლაგოევგრადში მოიცავს თანამედროვე საკლასო ოთახებს, კომპიუტერულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას და საცხოვრებელ ობიექტებს. უნივერსიტეტი გამორჩეულია მისი ადგილმდებარეობოთ სარეკრეაციო სივრცეებით, სავაჭრო ცენტრითა და დასასვენებელი სივრცეებით გარშემო.
უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული თუ ინტელექტუალური აქტივობები, შექმნილია სხვადასხვა ინტერესების კლუბები, რაც ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.
ბევრ დასავლურ ქვეყანასთან შედარებით, ბულგარეთში ცხოვრების ღირებულება შედარებით დაბალია, რაც მას მიმზიდველ მიმართულებად აქცევს სტუდენტებისთვის. ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთში, ცნობილია თავისი სტუდენტური ატმოსფეროთი და ცოცხალი კულტურული გარემოთი.
გაცვლითი პროგრამები
მსოფლიოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ საზღვარგარეთ და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.
უნივერსიტეტი გთავაზობთ კარიერულ კონსულტაციებს, სტაჟირებებს, სამუშაოს ძიების პროცესში დახმარებას და კარიერული გზების გაფართოების შესაძლებლობებს.
თუ შენც გინდა მიიღო ამერიკული განათლება ხელმისაწვდომ ფასად და გქონდეს საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, არ გამოტოვო შანსი პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს. პირადი კონსულტაციით შენ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ, რის შემდეგაც განათლების ცენტრ LEAF-ის აკადემიური მრჩევლები AUBG-ს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სრულ სააპლიკაციო პროცესში დაგეხმარებიან.
✅დარეგისტრირდი LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სრულიად უფასოდ და მიიღე საჭირო ინფორმაცია: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
📆11 ოქტომბერი
🕛12:00 -17:00 სთ
📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
📆12 ოქტომბერი
🕛13:00 -18:00 სთ
📍ბათუმი, Radisson Blu Hotel Batumi
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- პროექტის პარტნიორია ბარამბო
- LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია BPN
- გამოფენის ოქროს სპონსორია American University in Bulgaria, ხოლო ვერცხლის სპონსორები: LCC International, EHL Hospitality Business School.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia