LEAF-ის კურსდამთავრებულები

წარმატებით ჩაცავარე UMCH University Medicine of Targu Mures Campus Hamburg-ში და 21 000 ევროს დაფინანსებით Constructor University-ში. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სასწავლო პროგრამა იყო, რამაც ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია. მიზნად დავისახე, კარგი სპეციალისტი გავხდე და მომავალში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. LEAF-მა უნივერსიტეტში ჩაბარების რთული პროცესი ძალიან გამიმარტივა და მნიშვნელოვანი ემოციური მხარდაჭერა გამიწია, რის შედეგადაც ჩემი მიზნის მიღწევა შევძელი.

ნატალი მხეიძე

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg , Germany
MD
დაფინანსება: 21000 EUR

წარმატებული ჩარიცხვები:💥 🎓IE University 31 800€-ს დაფინასება 🎓ESCP Business School 🎓Bocconi University 🎓Grinnell College 224 000$-ს დაფინასება საზღვარგარეთ სწავლა უკეთესი განათლების, საერთაშორისო გარემოსა და კარიერული შესაძლებლობების გამო გადავწყვიტე. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროგრამის ხარისხი, რეიტინგი და სამომავლო პერსპექტივები. LEAF-მა პროცესი ძალიან გამიმარტივა - ქაუნსლერი დამეხმარა აპლიკაციების შევსებაში და თავიდან ამარიდა ბევრი შეცდომა. მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრობს, ვურჩევდი, მზადება ადრე დაიწყონ და იმუშაონ გამოცდილ ადამიანებთან.

სესილია კვიტივაძე

Bocconi University, Italy
BSc International Economics and Finance
დაფინანსება: 31 800€ და 224 000$

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მაღალი აკადემიური დონე, პროფესიული შესაძლებლობები და სტუდენტზე მორგებული გარემო. სწორედ ამიტომ ავირჩიე Università Cattolica -ს ეკონომიკისა და ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულება. ახალი ეტაპისგან ველოდები გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძალიან გამომადგება, მიუხედავად იმისა, რომ უცხო გარემოსთან ადაპტაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა. LEAF მთელი პროცესის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა - უნივერსიტეტის არჩევიდან აპლიკაციის შევსებამდე და ემოციურ მხარდაჭერამდე. მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრობს, ვურჩევდი, არ შეეშინდეთ ცვლილებების და იბრძოლონ მიზნისთვის.

ნატა ლომიძე

Catholic University of the Sacred Heart, Italy
Bachelor of Economics and Management
დაფინანსება: 8700 EUR

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხელმისაწვდომობა, სწავლის ხარისხი, გარემო და პროგრამები. ასევე დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ მე ვარ კალათბურთელი და უნივერსიტეტს განსაკუთრებული კალათბურთის გუნდი ჰყავს. პროფესიული გზის არჩევა მარტივი არ იყო, თუმცა საბოლოოდ ავირჩიე ის, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ახალი ეტაპისგან ველოდები თავგადასავლებს, ახალ ადამიანებს, მნიშვნელოვან გამოცდილებას და ახალი კულტურის გაცნობას. LEAF ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტის შერჩევასა და კომუნიკაციაში. ვინც საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრობს, ვურჩევდი, იშრომონ და არ დანებდნენ - ეს შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

თეიმურაზ სვანიძე

LCC International University, Lithuania
Bachelor’s in Global Business and Public Engagement

საზღვარგარეთ სწავლა ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო გარემოში განვითარების სურვილით გადავწყვიტე. ჩემი მთავარი მოტივაცია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა იყო. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სწავლის ხარისხი, პროგრამის შინაარსი და მისი შესაბამისობა ჩემს ინტერესებთან. LEAF ძალიან დამეხმარა მთელი პროცესის განმავლობაში. უნივერსიტეტის არჩევიდან დაწყებული, განაცხადის შევსებითა და დოკუმენტების მომზადებით დამთავრებული. ვინც ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლაზე, ვურჩევდი, რომ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის. სწორ დახმარებასთან ერთად ეს პროცესი სრულიად შესაძლებელია.

თეკლა გაზდელიანი

Vilnius University, Lithuania
Politics of Global Challenges


 

წარმატებით ჩავაბარე ICN Creative Business School-სა და Burgundy School of Business-ში. საზღვარგარეთ სწავლა ჩემი ოცნება იყო. მინდოდა ევროპული განათლების მიღება, საკუთარი თავის განვითარება და კარიერის ახალი ეტაპის დაწყება. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო აღიარება, აკრედიტაცია და სასურველი პროგრამის ინგლისურ ენაზე სწავლა. ბაკალავრის შემდეგ მინდოდა მარკეტინგის სფეროში განვითარება, განსაკუთრებით კი მოდის მიმართულებით. LEAF-ში ყველა ეტაპზე მეხმარებოდნენ და ძალიან მიხარია, რომ ერთად ეს შევძელით. მჯერა, წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობა იქნება.

ანა მანუკიანი

ICN Creative Business School, France
MSc Luxury and Design Management

ჯამური 113 670 ევროს დაფინანსებით ჩავაბარე: 🎓 IE University €79,500 🎓 NABA Nuova Accademia di Belle Arti Milan €15,000 🎓 IED Istituto Europeo di Design Milan €7,920🎓 ESMOD Paris 🎓 Mod’Art International Paris 🎓 Brussels School of Governance €11,250🎓 Vrije Universiteit Brussel. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოდის ინდუსტრიასთან კავშირი, პროგრამის შინაარსი და რეპუტაცია. IE University-მა დამაინტერესა იმით, რომ მოდის კრეატიულ მხარეს ბიზნესსა და მენეჯმენტთან აერთიანებს. LEAF დამეხმარა ყველაფრის სწორად დაგეგმვაში და პრიორიტეტების დალაგებაში. ჩემი აკადემიური მრჩეველის გარეშე ეს გზა გაცილებით რთული იქნებოდა.

ნენე წიკლაური

IE University, Spain
Bachelor’s in Design
დაფინანსება: 113 670 EUR

ჩავაბარე 🎓The Hague University of Applied Sciences 🎓Brussels School of Governance 🎓IE University🎓Anglo-American University უნივერსიტეტის არჩევისას ყურადღება მივაქციე აკადემიურ რეპუტაციას, პროგრამის ხარისხს, პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო გარემოს, კარიერულ პერსპექტივებს და სტუდენტურ ცხოვრებას. LEAF მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო მთელი პროცესის განმავლობაში - უნივერსიტეტის შერჩევიდან განაცხადის მომზადებამდე. ქაუნსლერის პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა დამეხმარა სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და პროცესის გამარტივებაში.

ნოდარ გიორგაძე

IE University, Spain
Bachelor of Laws 
დაფინანსება: 53 000 EUR

 

საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა დამოუკიდებლობასთან და მაღალი ხარისხის განათლებასთან. ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, მიმეღო ევროპული სტანდარტის განათლება და გავმხდარიყავი კონკურენტუნარიანი პროფესიონალი საერთაშორისო დონეზე. LEAF-ის გუნდის გარეშე ეს პროცესი ბევრად რთული და დამაბნეველი იქნებოდა. ისინი დამეხმარნენ ყველაფერში - დაწყებული უნივერსიტეტის შერჩევით, დასრულებული საბუთების მოწესრიგებითა და უნივერსიტეტთან კომუნიკაციით. მათი მხარდაჭერა მაძლევდა თავდაჯერებულობას თითოეულ ეტაპზე.

ანა ვიბლიანი

Anglo-American University, Czech Republic
Psychology
დაფინანსება:  3 580 EUR

მივიღე 1 199 856 დოლარის დაფინანსება ამერიკულ უნივერსიტეტებში, 🎓Fordham University - 214 052 USD 🎓Rochester Institute of Technology - 299 804 USD 🎓University of Connecticut - 92 000 USD 🎓Drexel University - 212 000 USD 🎓George Mason University - 84 000 USD 🎓Mannhattan University - 154 000 USD 🎓Pace University - 144 000 USD. LEAF ძალიან დამეხმარა პროგრამის შერჩევაში, დოკუმენტების მომზადებასა და განაცხადის გაგზავნაში. მათი მხარდაჭერით პროცესი ბევრად მარტივი და ორგანიზებული გახდა. უნივერსიტეტის არჩევისას მთავარი იყო აკადემიური ხარისხი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება და შესაძლებლობები.

ანა თოდრია

Rochester Institute of Technology, USA
BA in Political Science
დაფინანსება: 1 199 856 USD

ჩავაბარე 🎓Les Roches 🎓ESBS European Sport Business School-სა და 🎓Universidad Europea-ს სპორტის მენეჯმეტის პროგრამებზე. საზღვარგარეთ სწავლა სპორტის სფეროში მაღალი დონის განათლების მისაღებად გადავწყვიტე, რადგან ამ მიმართულებით მეტი განვითარების შესაძლებლობას ვხედავ. ახალი ეტაპისგან ბევრ შესაძლებლობას, საინტერესო გარემოს და პროფესიულ ზრდას ველოდები. LEAF-ის გუნდი პროფესიონალია. ჩემი აკადემიური მრჩევლის გამოცდილება, რჩევები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გზაზე. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწავლების მოქნილი მეთოდი, ქვეყანა, უნივერსიტეტის რეპუტაცია და რეიტინგი.

ალექსანდრე გეგენავა

Les Roches International School of Hotel Management, Spain
Bachelor of Science in Sports Business Management

 

საზღვარგარეთ სწავლა ახალი გამოცდილებისა და განსხვავებულ აკადემიურ გარემოში განვითარების სურვილით გადავწყვიტე. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროგრამის ხარისხი, უნივერსიტეტის რეიტინგი, ქვეყნის უსაფრთხოება, სტუდენტური ცხოვრება და კარიერული პერსპექტივები. LEAF ძალიან დამეხმარა ჩაბარების პროცესში - მომაწოდა დეტალური ინფორმაცია, დამეხმარა დოკუმენტების მომზადებაში და უნივერსიტეტებთან კომუნიკაციაში.

მარიამ დეისაძე

Catholic University of the Sacred Heart, Italy
MA in The Art and Industry Narration
დაფინანსება:  5 940 EUR

ჩავაბარე 🎓Charles University🎓Catholic University of the Sacred Heart-სა და 🎓Masaryk University უნივერსიტეტებში. LEAF დამეხმარა უნივერსიტეტების სწორად შერჩევაში, აპლიკაციების გაგზავნასა და წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში. საზღვარგარეთ სწავლა მაძლევს შესაძლებლობას, რომ მივიღო მაღალი ხარისხის განათლება, შევხვდე გამოწვევებს და მქონდეს პერსპექტიული კარიერა. უნივერსიტეტის არჩევის პროცესში ყურადღებას ვამახვილებდით აკადემიურ ხარისხსა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობებზე.

მარიამ ბერეკაშვილი

Charles University, Czech Republic
Politics, Philosophy and Economics

საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის დამოუკიდებლად განვითარებას, ახალი კულტურის გაცნობას და საერთაშორისო განათლების მიღებას ნიშნავს. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროგრამის ხარისხი, ქვეყნის პერსპექტივა, კარიერული შესაძლებლობები და ინგლისურენოვანი საერთაშორისო გარემო. LEAF ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტების შერჩევაში, საბუთების მომზადებასა და პროცესის დაგეგმვაში. მათი მხარდაჭერით ყველაფერი ბევრად მარტივი და გასაგები გახდა - LEAF დამეხმარა ოცნების რეალობად ქცევაში.

ლევან როგავა

Schiller International University, Spain
Bachelor of Arts in International Relations and Diplomacy
დაფინანსება: 12 336 EUR

 

ჩავაბარე 🎓Rome Business School-ში 🎓Charles University-სა და 🎓GBSB Global Business School-ში და ჯამში 38 985 ევროს დაფინანსება მოვიპოვე. LEAF-მა დიდი როლი ითამაშა საზღვარგარეთ სწავლისკენ გზაზე - დამეხმარა დოკუმენტაციის მომზადებაში, უნივერსიტეტთან კომუნიკაციასა და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში. საზღვარგარეთ სწავლა ბავშვობიდან მინდოდა. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მთავარი იყო გარემო, სადაც საკუთარ პოტენციალს განვავითარებდი. ასევე ვაქცევდი ყურადღებას აკადემიურ რეპუტაციას, პრაქტიკულ პროგრამებს, დასაქმების მაჩვენებელს და კარიერულ შესაძლებლობებს.

ანასტასია პირველი

Rome Business School, Italy,
Business in Marketing
დაფინანსება:  38 985 EUR

საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის საერთაშორისო გამოცდილებას, ახალი კულტურების გაცნობას და პროფესიულ განვითარებას ნიშნავს. უნივერსიტეტის არჩევისას მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული სწავლება, პროგრამის შინაარსი და საერთაშორისო გარემო. LEAF ძალიან დამეხმარა მთელი პროცესის ორგანიზებაში. მათთან ერთად უნივერსიტეტების შერჩევა, დოკუმენტების მომზადება, აპლიკაციების გაგზავნა და კომუნიკაცია ბევრად უფრო მარტივი და ორგანიზებული გახდა. ამ ყველაფრის მარტო გავლა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა.

ლიზა ხაზალია

GBSB Global Business School, Spain
Master’s in Communication and Future Marketing
დაფინანსება: 1750 EUR

საზღვარგარეთ სწავლა ჩემი დიდი სურვილი იყო. ჩემთვის ეს ახალი გამოცდილების მიღებას, უცხო გარემოში განვითარებას და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ აღმოჩენას ნიშნავს. უნივერსიტეტის არჩევისას მნიშვნელოვანი იყო ინგლისურენოვანი, liberal arts-ის ტიპის ამერიკული განათლება, რადგან მინდოდა მოქნილი პროგრამა, სადაც სხვადასხვა მიმართულებას გამოვცდიდი და საბოლოოდ უფრო გააზრებულ პროფესიულ არჩევანს გავაკეთებდი. LEAF-ის გამოფენები და კონსულტაციები ძალიან დამეხმარა საჭირო ინფორმაციის მიღებაში, საკუთარი შესაძლებლობების გააზრებასა და ჩემთვის შესაფერისი უნივერსიტეტის შერჩევაში.

ლეა ელენე ალავერდაშვილი

American University in Bulgaria (AUBG)
Liberal Arts
დაფინანსება: 16 560 EUR

 

ჯამში 72 300 ევროს დაფინანსებით ჩავაბარე ევროპულ უნივერსიტეტებში: 🎓IE University🎓Geneva Business School 🎓Catholic University of the Sacred Heart. საზღვარგარეთ სწავლა ბავშვობიდან მინდოდა. უნივერსიტეტის შერჩევისას მნიშვნელოვანი იყო რეიტინგი, სასწავლო პროგრამა და საერთაშორისო გარემო. ჩემი პროფესია მომავალი პერსპექტივების მიხედვით ავირჩიე და ახალი ეტაპისგან მოლოდინი მაქვს, რომ მივიღებ ახალ გამოცდილებას, პიროვნულ და კარიერულ განვითარებას. LEAF-ში მომცეს სწორი მიმართულება და მათი დახმარებით საუნივერსიტეტო სააპლიკაციო პროცესი გამიმარტივდა.

ელენე ზარანდია

IE University, Spain
BS in Communication and Digital Media
დაფინანსება:  72 300 EUR

“ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო მეპოვა უნივერსიტეტი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ლაბორატორიებით და პროგრამა, რომლის სასწავლო გეგმა სრულად შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს. ყველაზე რთულ ეტაპად მიმაჩნდა სწორი უნივერსიტეტის მოძებნა და შესაბამისი საბუთების შეგროვება. მიხარია, რომ მივმართე LEAF-ს, სადაც ყველა ეტაპზე დამეხმარნენ და ეს პროცესი გამიმარტივეს. სწავლას ვაგრძელებ მაგისტრატურაზე მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით, სადაც ცოცხალ ორგანიზმებს შევისწავლი. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტში უამრავ სასიამოვნო გამოცდილებას მივიღებ

გვანცა ქურციკიძე

 University of Padua, Italy
MS in Molecular Biology

ძლიერი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა, კონკურენტუნარიანი გარემო და კარიერული განვითარების გზა იყო ის მიზეზები, რამაც საზღვარგარეთ სწავლა გადამაწყვეტინა. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო აკადემიური ხარისხი, პროგრამის პრაქტიკულობა და მისი შესაბამისობა ჩემს მიზნებთან. ასევე, დიდი ყურადღება დავუთმე უნივერსიტეტის რეპუტაციასა და ინდუსტრიასთან კავშირებს, რადგან ეს მომავალში რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. LEAF-მა ეს საკმაოდ რთული პროცესი გამიმარტივა. აპლიკაციის შევსება, დოკუმენტაციის მომზადება და ემოციური მხარდაჭერა, სწორედ მათი თანადგომით შევძელი ჩემი მიზნების რეალიზება.

ანა ანდღულაძე

ESCP Business School, France
BSc Management
დაფინანსება: 26 037 EUR

 

“ჩემთვის ეს არის შანსი, მივიღო საერთაშორისო გამოცდილება, გავიცნო ახალი კულტურები, ადამიანები და გავიზარდო როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. უნივერსიტეტის შერჩევისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული სწავლება, ინდუსტრიასთან კავშირი და ლოკაცია. სწორედ ამიტომ IED ძალიან მომეწონა - ეს არის ადგილი, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა მექნება. LEAF-მა მთელი პროცესი ძალიან გამიმარტივა და ყველა ეტაპზე დიდი მხარდაჭერა გამიწია. რაც თავიდან საკმაოდ რთული და დამაბნეველი მეგონა, მათ ძალიან მარტივი და ორგანიზებული გახადეს.

ანასტასია წულაძე

IED Istituto Europeo di Design, Italy
Fashion Marketing and Communication
Special Price: Total Savings 17 000 EUR 

ჩავაბარე 🎓Esade Business School 🎓TalTech - Tallinn University of Technology 🎓South-Eastern Finland University of Applied Sciences (XAMK) 🎓Thomas More University 🎓SRH University. “ესტონეთი ციფრული ინოვაციების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია და ტალტეკი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ სწავლა ნიშნავს იყო გარემოში, სადაც ტექნოლოგიები და სტარტაპები ყოველდღიურად ვითარდება. LEAF-ის მხარდაჭერა ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური დახმარება. მათ დამანახეს, რომ სწორი სტრატეგიით ნებისმიერი მიზანი მიღწევადია. ისინი ჩემთვის ის საიმედო დასაყრდენი გახდნენ, რამაც მომცა თავდაჯერებულობა.

თომა სეფაშვილი -ასათიანი

TalTech – Tallinn University of Technology, Estonia
Bachelor, International Business Administration


ჩავაბარე 🎓IE University 🎓KEDGE Business School 🎓EDHEC Business School. ჩემი მთავარი მოტივაცია იყო საერთაშორისო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღება და ძლიერი საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბება. LEAF ძალიან დამეხმარა ჩემი გამოცდილების სწორად წარმოჩენასა და აპლიკაციების უნივერსიტეტების მოთხოვნებზე მორგებაში. არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის რეპუტაცია, პროგრამის შინაარსი, კარიერული შესაძლებლობები და ლოკაცია. ახალი ეტაპისგან მაქვს მოლოდინი, რომ მივიღებ მაღალი დონის განათლებას, შევიძენ ბევრ ახალ და მნიშვნელოვან კავშირებს და დავაგროვებ ღირებულ სამუშაო გამოცდილებას.

ნიკოლოზ სეხნიაძე

IE University, Spain
Master in Management
დაფინანსება: 5740 EUR

 

ჩავაბარე: 🎓IE University, ესპანეთი €10,350.00 🎓EDHEC Business School, საფრანგეთი €12,812.00. პროფესიული განვითარებისთვის უფრო კონკურენტული და საერთაშორისო გარემო მჭირდებოდა, ამიტომ საზღვარგარეთ სწავლა გადავწყვიტე. უცხოეთში სწავლა მაძლევს შესაძლებლობას, განვვითარდე მაღალი სტანდარტებისა და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების გარემოში. LEAF ძალიან დამეხმარა მთელი პროცესის დაგეგმვასა და აპლიკაციის მომზადებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი გამოცდილება, ზუსტად ვიცოდი, რა ეტაპები უნდა გამევლო, როგორ მომემზადებინა აპლიკაცია და რა იყო საყურადღებო.

ნუცა მიქიაშვილი

IE University, Spain
Master’s in Finance
დაფინანსება: 23 162 EUR

ჩავაბარე 🎓Rome Business School-სა და 🎓 GBSB Global Business School-ში. ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების. გადადგით ეს ნაბიჯი, მიიღეთ ახალი გამოცდილება და ირწმუნეთ საკუთარი თავის, რადგან სწორედ ასე იწყება დიდი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გამოწვევებით სავსე იყო, საკუთარი თავის, ინტერესებისა და უნარების უკეთ გააზრებამ სწორი მიმართულების არჩევა გამიადვილა. განსაკუთრებული მადლობა LEAF-ს, რომლის მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა ჩემი მიზნების რეალობად ქცევაში და ცხოვრების ახალი ეტაპის დაგეგმვაში. საზღვარგარეთ განათლების მიღება ჩემთვის ბავშვობიდანვე დიდი მიზანი და შინაგანი მისწრაფება იყო.

თამარი პირველი

Rome Business School, Italy
Bachelor, Business in Marketing


ჩავაბარე 🎓LCC International University-სა და 🎓KTU Kaunas University of Technology უნივერსიტეტებში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის შერჩევა, რომელიც ხარისხიან განათლებას მომცემდა და ჩემს ინტერესებსაც შეესაბამებოდა. LEAF-ის გუნდის დახმარებით შევარჩიე უნივერსიტეტი და სასურველი პროგრამა, რომელიც მასწავლის, როგორ გამოვიყენო მიღებული ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში. ვფიქრობ, ამ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი მომცემს დაუვიწყარ გამოცდილებასა და მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც დამეხმარება ჩემი მიზნები რეალობად ვაქციო.

ანა მაკარაშვილი

KTU Kaunas University of Technology, Lithuania
Bachelor, Business Digitalization Management
დაფინანსება: 2574 EUR

 

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროგრამის ხარისხი, მისი შესაბამისობა ჩემს ინტერესებთან, საერთაშორისო გარემო და ძლიერი რეპუტაცია, რაც მომავალში კარიერულ შესაძლებლობებს ზრდის. საზღვარგარეთ სწავლა გადავწყვიტე, რათა მიმეღო საერთაშორისო გამოცდილება და მესწავლა გარემოში, სადაც დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ ცოდნასა და თანამედროვე მიდგომებს. LEAF-მა უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში დიდი მხარდაჭერა გამიწია - აპლიკაციის დამუშავებიდან დოკუმენტების მომზადებამდე და უნივერსიტეტთან კომუნიკაციამდე. ვფიქრობ, ესპანეთში სწავლა დამეხმარება განვვითარდე დამოუკიდებლად და მოვემზადო გლობალური კარიერისთვის.

ელენე ბეროშვილი

IE University, Spain
BS in Computer Science and Artificial Intelligence

დაფინანსება: 74 200 EUR

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სწავლის ხარისხი და ის კარიერული შესაძლებლობები, რომლებსაც კონკრეტული უნივერსიტეტი შემომთავაზებდა. ცხოვრების ამ ეტაპისგან ველოდები ახალი ცოდნის მიღებას, საერთაშორისო გამოცდილებას, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას და როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას. LEAF-ისგან მიღებულმა მხარდაჭერამ შესაძლებლობა მომცა თავდაჯერებული ვყოფილიყავი უნივერსიტეტების მოძიებისა და ჩაბარების პროცესში.

ბარბარა ხოხობაშვილი

GBSB Global Business School, Spain
Master of Tourism and Hospitality Management

წარმატებით ჩავაბარე შემდეგ უნივერსიტეტებში: 🎓Universidad Europea 🎓University of New York in Prague 🎓Masaryk University 🎓Breda University of Applied Sciences. საზღვარგარეთ სწავლით მინდა ჩემი პროფესიული უნარები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითარო და უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვიმუშაო. ამასთან, დამოუკიდებელი ცხოვრება და ახალი კულტურების გაცნობა ჩემთვის პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. LEAF ჩემთვის უნივერსიტეტში მიღების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. განსაკუთრებით ჩემი ქაუნსლერი, რომლისგანაც თითოეულ ეტაპზე პროფესიონალურ მხარდაჭერას ვიღებდი.

ბარბარე მატუა

IE University, Spain
BA in Design
დაფინანსება: 74 200 EUR

 

წარმატებით ჩავაბარე 🎓KU Leuven-ში 🎓 Kaunas University of Technology-სა და 🎓La Salle University-ში 18 216 ევროს დაფინანსებით. ავირჩიე KU Leuven-ში საინჟინრო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო აკადემიური ხარისხი, საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულების ძლიერი სწავლება და პროგრამის პრაქტიკული ნაწილი. LEAF-ში მივიღე დიდი მხარდაჭერა უნივერსიტეტების შერჩევისა და სააპლიკაციო პროცესის განმავლობაში. ჩემი აკადემიური მრჩეველი დამეხმარა უკეთ წარმომეჩინა ჩემი ძლიერი მხარეები. მთავარია მიზანი გქონდეს და არ შეგეშინდეს პროცესის, სასურველი შედეგი აუცილებლად დადგება.

გიორგი ნიკოლეიშვილი

KU Leuven, Belgium
BS in Engineering Technology
დაფინანსება: 18 216 EUR

უნივერსიტეტის არჩევის დროს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწავლის ხარისხი, უნივერსიტეტის რეიტინგი, გარემო და შესაძლებლობები. LEAF-ის დახმარებით უნივერსიტეტში ჩაბარების არც ერთი ეტაპი არ გამჭირვებია. სულ ვგრძნობდი, რომ თუ რაიმე დაბრკოლება გამოჩნდებოდა მათი დახმარებით მას მალევე გადავლახავდი. ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ მექნება შესაძლებლობა ვისწავლო ის, რაც ნამდვილად მაინტერესებს, ქალაქში, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით. ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე ველოდები, რომ გავიცნობ ახალ ადამიანებს, მივიღებ ხარისხიან თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას და შევიძენ მნიშვნელოვან უნარებს.

ბარბარე რუსიაშვილი

Catholic University, Italy
Bachelor of Communication Management
დაფინანსება: 8700 EUR

მნიშვნელოვანი იყო, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო კომფორტული გარემო, სადაც თეორიასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც მივიღებდი - სტაჟირებებით, რეალურ ქეისებზე მუშაობითა და სხვადასხვა შესაძლებლობებით. LEAF-თან მუშაობა ჩემთვის დიდი მხარდაჭერა იყო. უამრავი შეკითხვა მქონდა და არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ეს პროცესი, მაგრამ თავიდანვე ვიგრძენი, რომ სანდო ხელში ვიყავი. მთელი გზის განმავლობაში ყოველთვის შემეძლო დახმარების მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცხოვრების ახალი ეტაპისგან ველოდები ახალ მეგობრებს, მნიშვნელოვან კონტაქტებს, გამოცდილებასა და ცოდნას, რომლებიც განვითარებაში დამეხმარება.

ელენე ცაგურია

Audencia Business School, France
Bachelor’s in Management
დაფინანსება: 7 000 EUR

 

ჩავაბარე რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტში: Drexel University Saint Louis University Madrid Campus Anglo-American University, John Cabot University Pennsylvania State University Catholic University of the Sacred Heart. 160 500 დოლარის დაფინანსება ამერიკულ უნივერსიტეტში და 88 700 ევროს დაფინანსება ევროპულ უნივერსიტეტებში. საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის იყო შესაძლებლობა მიმეღო საერთაშორისო დონის განათლება და გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან. LEAF-ის გუნდი დამეხმარა მთელი პროცესის სწორად დაგეგმვაში უნივერსიტეტების შერჩევიდან აპლიკაციების მომზადებამდე. მათი მხარდაჭერით პროცესი გახდა უფრო მარტივი და ორგანიზებული.

ბარბარე ძელური

Università Cattolica, Italy
Bachelor of International Relations and Global Affairs
დაფინანსება: 265 000 $

საზღვარგარეთ სწავლა ჩემი სპორტული კარიერიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, სწორ გუნდთან და სწორ ადამიანებთან ერთად მიმეღწია წარმატებისთვის. იმისთვის, რომ პროფესიონალური სპორტი და აკადემიური ცხოვრება დამებალანსებინა, მოვიძიე უნივერსიტეტი, რომელიც ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარებოდა. ჩემი უნივერსიტეტის ულამაზესი კამპუსი, პროფესიონალი ლექტორები და მაღალი დონის სპორტული გუნდი სრულად აკმაყოფილებს ჩემს ყველა კრიტერიუმს. LEAF-მა უდიდესი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებაში. პროფესიონალი გუნდი და მზრუნველი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამ.

ბარბარე მებუკე

University of Notre Dame, USA
Bachelor of Psychology 
დაფინანსება:
264 000 USD

უნივერსიტეტის არჩევის პროცესში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო, რომ უნივერსიტეტს მაღალი ხარისხის სწავლებით ჰქონოდა ზუსტად ის პროგრამა, რომლის შესწავლაც მინდოდა. ცხოვრების ახალ ეტაპზე ველოდები, რომ არჩეულ უნივერსიტეტში მივიღებ ხარისხიან განათლებას და განვივითარებ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ უნარებს. გერმანიაში სწავლა ჩემთვის ახალი აკადემიური და კულტურული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა. LEAF დამეხმარა უნივერსიტეტის სწორად შერჩევასა და ჩაბარების პროცესში, მათ შორის განაცხადის მომზადებასა და ყველა აუცილებელი ეტაპის გავლაში.

გიორგი ფანჯიკიძე

Constructor University, Germany
Bachelor of Computer Science – Cyber Security Specialization
დაფინანსება:
42 000 ევრო

 

მინდოდა განათლება მიმეღო საერთაშორისო გარემოში, სადაც განსხვავებული კულტურები და პრაქტიკული მიდგომები ერთ სივრცეში იყრის თავს. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწავლის ხარისხი, პროგრამის პრაქტიკულობაზე ორიენტირება, საერთაშორისო აღიარება და კარიერული შესაძლებლობები. LEAF ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში. დაწყებული სწორი მიმართულების შერჩევით, დასრულებული დოკუმენტაციის მომზადებითა და კონსულტაციებით. მათი მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში მაძლევდა თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს.

ანა კობახიძე

GBSB Global Business School, Spain
Master of Communication and Future Marketing

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები იყო უნივერსიტეტის რეპუტაცია, საერთაშორისო სტუდენტებისთვის შექმნილი გარემო და კარიერული შესაძლებლობები. Domus Academy გამოირჩევა ინოვაციური სწავლების მეთოდებით, ინდუსტრიასთან კავშირებითა და კრეატიული განვითარების ხელშეწყობით. LEAF განათლების ცენტრმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ პროცესში. დამეხმარა უნივერსიტეტების შერჩევაში, სააპლიკაციო პროცესის სწორად დაგეგმვაში და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

ლუკა შალიკაშვილი

Domus Academy
Bachelor of Arts Programme in Design
დაფინანსება: 12 000 ევრო

წარმატებით ჩავაბარე ამერიკის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ უნივერსიტეტებში: New York University, University College London, City University of London, Boston University, Fordham University, საბოლოოდ კი არჩევანი Boston University-ზე შევაჩერე. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის გადამწყვეტი იყო პროგრამის ხარისხი, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ბალანსი და პარტნიორობა წამყვან ფინანსურ კომპანიებთან. განათლების ცენტრი LEAF-ში, ჩემი ქაუნსლერის გამოცდილებამ და პრაქტიკულმა რჩევებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა როგორც სააპლიკაციო დოკუმენტების მოწესრიგებაში, ისე ინტერვიუებისთვის მზადებაში.

ანა ჩაჩუა

Boston University
MS in Data Analytics & Business Computing

IE უნივერსიტეტმა განსაკუთრებით მომხიბლა მულტიკულტურული გარემოთი და ლიდერობისა და სოციალური გავლენის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებით. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისეთი გარემოს პოვნა, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მომცემდა. LEAF ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში. სწორედ მათი მხარდაჭერით შევარჩიე სწორი უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს აკადემიურ და პროფესიულ მიზნებს.

ნიკოლოზ კირვალიძე

IE University
Bachelor in Business Administration
დაფინანსება: 60 000 ევრო

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყანა, სადაც მოდის დიზაინი პრიორიტეტულია და მუდმივად ინოვაციაზეა ორიენტირებული. ჩემი უნივერსიტეტი მომცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ პროფესიულად განვვითარდე, არამედ ვიმუშაო წამყვან ბრენდებთან და შევიძინო უნიკალური გამოცდილება მოდის ინდუსტრიის გულში. ძალიან კმაყიფილი ვარ არჩეული უნივერსისტეტით, რაშიც ძალიან დამეხმარა LEAF და ყველას ვურჩევ რომ არასოდეს არ შეშინდნენ და გადადგან ნაბიჯები საერთაშორისო განათლებისკენ.

სოფი შელია

Istituto Marangoni
Fashion Design & Accessories

IE University-თან ერთად ასევე ჩავაბარე Bocconi Universit-სა და American University in Bulgaria-ში და ჯამში მოვიპოვე 142 980 ევროს დაფინანსება. LEAF დამეხმარა ამერჩია უნივერსიტეტი, რომელიც ჩემს ინტერესებს მოერგებოდა და შემდეგ აკადემიური მრჩეველი დამეხმარა საუნივერსიტეტო პროცესის ყველა ეტაპზე, რომ შემექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც შეესაბამებოდა უნივერსიტეტის მოთხოვნებს, ინტერვიუს პროცესს და ა.შ. LEAF -ის დახმარებით უნივერსიტეტებში აპლიკაციის გაგზავნის პროცესი იყო ნაკლებად სტრესული, რადგანაც ვიცოდი რომელ საფეხურზე რა მჭირდებოდა და რა უნდა გამეკეთებინა.

მარიამ პავლიაშვილი

IE University
Dual Degree in Business Administration & Political Science
დაფინანსება: 142 980 ევრო

სულ ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. ვიცოდი რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა ჩემი მომავლისთვის და ასევე ჩემი კარიერული და პიროვნული ზრდისთვის. LEAF დამეხმარა ჩემზე მორგებული უნივერსიტეტების მოძიებაში, ჩემი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, და რა თქმა უნდა, აპლიკაციისა და საბუთების. უნივერსიტეტის არჩევისას რა თქმა უნდა, პირველი, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, უნივერსიტეტის საფასურის გადახდა იყო და დაფინანსება ამასაც გამიადვილებს.

მარია იაშაკიანცი

Catholic University of the Sacred Heart
Business Administration
დაფინანსება: 8700 ევრო

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილება ჩემთვის პირველ რიგში ხარისხიან განათლებასთან ასოცირდება — განსაკუთრებით ისეთ დინამიურ და სწრაფად მზარდ სფეროში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები. მაქვს მოლოდინი, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ჩავერთვები დიდ და მნიშვნელოვან პროექტებში, შევიძენ კონტაქტებს და პროფესიულად გავიზრდები ახალი გამოწვევებით სავსე გარემოში. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლის შესახებ მხოლოდ ვფიქრობდი — მეშინოდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, საიდან უნდა დამეწყო. სწორედ ამ ეტაპზე გამოჩნდა LEAF, რომელმაც ყველა სირთულე მარტივ ნაბიჯებად აქცია.

ნიკოლოზ წიქარიძე

Constructor University
Computer Science
დაფინანსება: 76 500 ევრო

საზღვარგარეთ სწავლით მინდოდა უფრო მეტი გამოცდილება მიმეღო და კარიერულად მეტი შესაძლებლობები მქონოდა. უნივერსიტეტის არჩევის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო აკადემიური პროგრამების ხარისხი და უნივერსიტეტის მრავალფეროვანი და მეგობრული გარემო, რომელიც დამეხმარებოდა ადაპტირებაში, რადგან მარტივი არ არის შეიცვალო ქვეყანა, გარემო და ენა ერთდროულად. LEAF-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი მოთხოვნების შესაბამისი უნივერსიტეტის შერჩევაში. დამეხმარნენ მომეგვარებინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მომაწოდეს ყველა საჭირო ინფორმაცია და გამიადვილეს აპლიკაციების შევსების პროცესი.

ნია ჩხაიძე

Western Connecticut State University
Criminal Justice
დაფინანსება: 53 600 დოლარი

წარმატებით ჩავაბარე რამდენიმე უნივერსიტეტში: Masaryk University, American University in Bulgaria 10480 ეევროს დაფინანსებით, Vilnius University-ში, Catholic University of the Sacred Heart 8700 ევროს დაფინანსებით, და LCC International University 6608 ევროს დაფინანსებით. საზღვარგარეთ სწავლით შესაძლებლობა მექნება ვისწავლო თანამედროვე მეთოდებით კულტურულად მრავალფეროვან გარემოში. LEAF დამეხმარა ჩემს ინტერესებზე მორგებული უნივერსიტეტის არჩევაში. მათ გაითვალისწინეს ჩემი ყველა სურვილი და მოთხოვნა და შემომთავაზეს საუკეთესო ვარიანტები.

ანასტასია კოკაია

Masaryk University
Political Science and International Relations
დაფინანსება: 25 788 ევრო

ამერიკულ უნივერსიტეტებში 396 000 დოლარის დაფინანსება მოვიპოვე, რამდენიმე უნივერსიტეტში წარმატებით ჩავაბარე: Arizona State University 56 000 $ დაფინანსება George Mason University 68 000 $ დაფინანსება University of Iowa 56 000 $ დაფინანსება State University of New York at Oswego 40 000 $ დაფინანსება Augustana College 176 000 $ დაფინანსება University of Michigan Florida International University. სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემთვის ნიშნავს არამარტო ხარისხიან განათლებას, არამედ განვითარების შესაძლებლობას მრავალმხრივ - აკადემიურად, პროფესიულად და პიროვნულად.

გიორგი ხაჩატუროვი

Augustana College
Computer Science
დაფინანსება: 396 000 დოლარი

წარმატებით ჩავაბარე რამდენიმე უნივერსიტეტში და ჯამში სრულად 251 200 დოლარის დაფინანსება მოვიპოვე: Drexel University 143200 USD, School of the Art Institute of Chicago 68000 USD, Marist College 40000 USD, American University of Paris, Domus Academy და NABA. უნივერსიტეტში ჩაბარების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია თითოეულ უნივერსიტეტსა და სასწავლო კურსებზე. ასევე საჭირო იყო პორტფოლიოს გაკეთება და CV-ის შექმნა, ასევე არის Personal statement - ამ ყველაფრის გარკვევაში ძალიან დამეხმარა LEAF, აკადემიურ მრჩეველთან მუშაობისას ძალიან ბევრი რჩევა მივიღე თუ როგორ უნდა შემექმნა კონკურენტუნარიანი პროფილი.

ანასტასია სიორდია

ESMOD International Fashion University
Fashion Design

დაფინანსება: 251 200 დოლარი

საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის არის შანსი, რომ საკუთარი იდეები გლობალურ არქიტექტურულ კონტექსტში დავინახო, გავზარდო და რეალობად ვაქციო. LEAF-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით გავიგე Domus Academy-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. LEAF სრულიად უსასყიდლოდ დამეხმარა, როგორც დოკუმენტების გაგზავნაში, ასევე უნივერსიტეტთან კომუნიკაციის პროცესში, რაც საბოლოოდ კონკურსში გამარჯვებით დასრულდა. მათ, ვინც ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლაზე, ვურჩევ არ დაეჭვდნენ საკუთარ შესაძლებლობებში და აუცილებლად მიმართონ ასეთ მხარდაჭერას.

მერი ლომიძე

Domus Academy
Design in Architecture                       
დაფინანსება: 7 000 ევრო

28 500 ევროს სასწავლო დაფინანსება მოვიპოვე ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში და მომავალი წლიდან იტალიაში Catholic University-ში Communication Management-ის ფაკულტეტზე 8700 ევროს დაფინანსებით ვისწავლი. ასევე წარმატებით ჩავაბარე Saint Louis University Madrid Campus-სა და European School of Economics-ში 19 800 ევროს დაინანსებით. საზღვარგარეთ სწავლისთვის მთავარი მოტივაცია ყოველთვის ხარისხიანი განათლების მიღება იყო. LEAF-ის დახმარებით შევარჩიე უნივერსიტეტი, რომელიც ჩემს ინტერესებს შეესაბამებოდა. ჩემი აკადემიური მრჩეველი კი დამეხმარა ყველა საკითხში, რაც უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებისთვის იყო საჭირო.

ნიტა კობერიძე

Università Cattolica

Communication Management
დაფინანსება: 28 500 ევრო

Università Cattolica-სთან ერთად ასევე წარმატებით ჩავაბარე Schiller International University-სა და EU Business School-ში. უნივერსიტეტის არჩევისას პრიორიტეტული იყო უნივერსიტეტის საერთაშორისო ორიენტაცია, საგანმანათლებლო პროგრამები და ისეთი გარემო, რომელიც თავისუფალი აზროვნებისა და მრავალმხრივი პერსპექტივის ჩამოყალიბებაში შემიწყობდა ხელს. LEAF-ის განათლების ცენტრმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა უნივერსიტეტში ჩაბარებაზე. პროცესი, რომელიც თავდაპირველად დამაბნეველად და რთულად მიმაჩნდა, მათი დახმარებით, წარმატებით წარიმართა.

მარიამ კუჭუხიძე

Università Cattolica

International Relations
დაფინანსება: 8 700 ევრო

ჩავირიცხე შემდეგ უნივერსიტეტებში: University of Massachusetts Amherst, Rutgers University - New Brunswick, Bentley University, Bryant University, Pace University, Hofstra University, ავირჩიე University of Massachusetts Amherst, მაქსიმალური დაფინანსებით. Finance Major-ზე. მიმაჩნია, რომ სწავლა საზღვარგარეთ, კერძოთ ამერიკაში, იქნება საუკეთესო გზა ხარისხიანი განათლების მისაღებად. LEAF - ის გუნდს მინდა მადლობა გადავუხადო სასიამოვნო თანამშრომლობისთვის, ყველა იმ რჩევისთვის და გაწეული თანადგომისთვის (მაგ. აპლიკაციების შევსება, დოკუმენტების შეგროვება, უნივერსიტეტების შერჩევა), რამაც ჩემი აპლიკაცია კონკურენტუნარიანი გახადა.

ბენ ჯანიმანოვი

University of Massachusetts Amherst
BS in Finance  

დაფინანსება: 72000 დოლარი

ამერიკის და ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში წარმატებით ჩავაბარე და ჯამში 68 000 დოლარისა და 53 700 ევროს დაფინანსება მოვიპოვე. საბოლოოდ სწავლას მადრიდში IE უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების, მონაცემთა და ბიზნეს ანალიტიკის ორმაგ საბაკალავრო პროგრამაზე გავაგრძელებ, სადაც მივიღე აკადემიური ბრწყინვალების ჯილდო 45 000 ევროს სასწავლო დაფინანსებით. ასევე წარმატებით ჩავაბარე შემდეგ უნივერსიტეტებში: George Mason University, IE University, Bocconi University, HEC Business School, Università Cattolica del Sacro Cuore.

ანასტასია ჯანყარაშვილი

IE University

Business Administration
დაფინანსება: 68 000 დოლარი და 53 700 ევრო

ბიზნესის ადმინისტრტირების პროგრამაზე კიდევ Berlin School of Business and Innovation-სა და Catholic University of the Sacred Heart-ში ჩავაბარე წარმატებით და 8700 ევროს დაფინანსებაც მოვიპოვე. LEAF-ის დახმარებით უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი ჩემთვის გაცილებით მშვიდი და მარტივი იყო, ვინაიდან ბიუროკრატიულ წვრილმანებზე ფიქრის ნაცვლად ყურადღებას ვუთმობდი საკუთარ თავს, ვფიქრობდი რა მინდოდა, რომელი უნივერსიტეტი და რომელი ქვეყანა. LEAF-ის პროფესიონალმა და მეგობრულმა კონსულტანმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში, რომელიც ზუსტად ვიცი დადებითად შეცვლის ჩემს ცხოვრებას.

ქრისტინე ოთხოზორია

Masaryk University

Business Administration დაფინანსება: 8 700 ევრო

საზღვარგარეთ სწავლა ნამდვილად არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დროთა განმავლობაში ვრწმუნდებოდი, რომ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნით ბევრად უფრო მეტის გაკეთება შემეძლებოდა ჩემი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხება სპორტული მარკეტინგის სასწავლო პროგრამას. ევროპის ქვეყნებში მიღებული განათლებით ბევრად მეტი შანსი მექნება თავი დავიმკვირდრო სპორტის სფეროში. ძალიან მადლობელი ვარ LEAF-ის, რადგან მათი დახმარების გარეშე ვერ მივიდოდი საბოლოო არჩევნამდე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პროცესში დეტალურად მიხსნიდნენ თუ რატომ იყო ესა თუ ის ნაბიჯი სწორი.

გიორგი გაფრინდაშვილი

ESBS European Sport Business School

Sport & Event Management

ხარისხიანი განათლება, საერთაშორისო გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა - სწორედ ამ ფაქტორების გამო მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა. ჩემი მთავარი მოტივაცია განათლებასთან ერთად იყო ის თვითგანვითარების შანსი, რასაც ევროპა გვთავაზობს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემს ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამის პოვნა და ასევე, უნივერსიტეტის ადგილმდებარეობა. მოლოდინი მაქვს, რომ ვენაში მივიღებ ხარისხიან განათლებას, გავაფართოვებ თვალსაწიერს და განვავითარებ პროფესიულ უნარებს.

მეგი ჩქიტუნიძე

 

MODUL University
HR Management and Business Psychology

დაფინანსება: 12 800 ევრო

ლიეტუვაში ერთ-ერთ ყველაზე სტუდენტურ ქალაქ კაუნასში Kaunas University of Technology-ის Chemistry and Biotechnology-ის საბაკალავრო პროგრამაზე 100%იანი დაფინანსებით ვისწავლი (15 344 ევრო). ასევე ჩავაბარე Constructor University-ში 28 000 ევროს დაფინანსებით. საზღვარგარეთ სწავლით მსურს მაღალი ხარისხის განათლება ქიმიურ ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში. ასევე მსურს მივიღო საერთაშორისო გამოცდილება და დამოუკიდებელი სტუდენტური ცხოვრება. საზღვარგარეთ ჩაბარების პროცესი ყოველთვის რთული მეგონა, მაგრამ LEAF-ის განათლების ცენტრმა ყველამხრივ დამაკვალიანა და ყველა დოკუმენტის მოგროვებაში და სააპლიკაციო პროცესში დამეხმარა.

ლაშა გუნთაიშვილი

 

Kaunas University of Technology
Chemistry and Biotechnology
დაფინანსება: 43 344 ევრო 

 

სწავლას გავაგრძელებ მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამაზე ესპანეთში TBS Education-ში. ასევე წარმატებით ჩავაბარე GBSB Global Business School-ში. უმთავრესი კრიტერიუმი იყო ისეთი უნივერსიტეტის და პროგრამის პოვნა, რომელიც რეალურად შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს. ამას თან ახლდა უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა და ქალაქის შესაძლებლობები. თავიდან არ ვიცოდი როგორ უნდა მომეძებნა უნივერსიტეტი და მარტო როგორ შევჭიდებოდი ამ პროცესს. LEAF-ში კი ისეთი მეგობრული და მხარდამჭერი დამოკიდებულება ვიპოვე, თავი მშვიდად ვიგრძენი, რადგან ყველა ეტაპზე მეხმარებოდნენ.

მარიამ ზურაბიშვილი

TBS Education
BA in Marketing

 

წარმატებით ჩავაბარე დიდ ბრიტანეთში University of York-ში Master of Public Administration პროგრამაზე, ასევე Oxford Brookes University-სა და Schiller International University-ში. საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის ნიშნავს თანამედროვე აკადემიურ სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების მიღების შანსს, მრავალფეროვან და ინოვაციურ სასწავლო გარემოში. LEAF-ის აღმოჩენისთანავე მივხვდი, რომ თავიდან ბოლომდე შემეძლო მიმენდო უნივერსიტეტების ძიების პროცესი, რომ შემომთავაზებდნენ საუკეთესო ვარიანტებს. LEAF-ის მხარდაჭერით შევძელი ყველა საჭირო საბუთის მომზადება და იმ პროგრამების შერჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.

ეკატერინე თეიმურაზიშვილი

University of York

Master of Public Administration

მომავალი სასწავლო წლიდან ჩეხეთში Masaryk University-ში Business Administration-ზე ვისწავლი. ასევე ჩარიცხის წერილი მივიღე შემდეგი უნივერსიტეტებიდან: University of Life Sciences Prague, Mendel University in Brno, Institute of Technology and Business in České Budějovice. ჩემი მთავარი მოტივაციაა ხარისხიანი განათლება ბიზნესის სფეროში. LEAF-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში. დამეხმარნენ უნივერსიტეტების შერჩევაში ჩემი ინტერესებისა და მიზნების მიხედვით, მომაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია თითოეული პროგრამის შესახებ და მუდმივად მხარში მედგნენ მთელი სააპლიკაციო პროცესის განმავლობაში.

ანა დოლაშვილი

 Masaryk University

Business Administration

 

ვთვლი, რომ უცხოეთში განათლების მიღება ადამიანის თვალსაწიერს მნიშვნელოვნად აფართოებს. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო პროგრამის ხარისხი და სწავლების მეთოდები, ყველაზე ღირებულად კი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაცია მივიჩნიე. განათლების ცენტრი LEAF იტალიაში ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცესის თითოეულ ეტაპზე გვერდში მედგა. დამეხმარა ჩემთვის სასურველი უნივერსიტიტის შერჩევაში, საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებასა და მთლიანი აპლიკაციის მომზადებაში.

ნანუ ერქვანია

Catholic University

Communication Management
დაფინანსება: 8700 ევრო

საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა დიდ შესაძლებლობასთან, რაც უკავშირდება საკუთარი თავის რეალიზებას, რომ განსხვავებულ კულტურასთან და კინემატოგრაფიის საერთაშორისო სფეროსთან უფრო ახლოს მივსულიყავი. Budapest Metropolitan University სწორედ ასეთი ადგილია, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ ექსპრესიასთან ერთიანდება. მჯერა, რომ ახალი კულტურა და სწავლის ხარისხი მომცემს იმ ცოდნასა და უნარებს, რაც ჩემთვის როგორც მომავალი რეჟისორისთვის აუცილებელია. LEAF დამეხმარა საზღვარგარეთ სწავლის პროცესის სწორად დაგეგმვაში, ასევე ბიოროკრატიული საკითხების მოგვარებასა და საჭირო საბუთების ორგანიზებაში.

ანანო გოგია

Budapest Metropolitan University

Film and Media Studies
დაფინანსება: 100%
Stipendium Hungaricum-ის გამარჯვებული

 

ჩავაბარე საფრანგეთში Sciences Po-ში , რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი მთელს ევროპაში. ასევე წარმატებით ჩავაბარე სხვა უნივერსიტეტებში და ჯამში მივიღე15 400 ევროს დაფინანსება: Rhodes College, Esade Business School Barcelona, University of Bologna, KEDGE Business School, Audencia Business School. ჩემს საერთაშორისო კარიერის დაგეგმვაში LEAF-მა, განსაკუთრებით კი აკადემიურმა მრჩეველმა, უდიდესი როლი ითამაშა. არასდროს დამავიწყდება მათი გვერდში დგომა, ყველა გათვალისწინებული თხოვნა და რაც მთავარია გამორჩეული ყურადღება.

ნუცა იაგანაშვილი

Sciences Po

Europe-Asia minor
დაფინანსება: 15 400 ევრო

80% დაფინანსებით ჩავაბარე IE University-ში, ასევე ჩავირიცხე Central European University, Anglo-American University, Brussels School of Governance უნივერსიტერებში. საზღვარგარეთ სწავლის ჩემი მთავარი მოტივაცია იყო საკუთარი თავის კარიერული და პერსონალური ზრდა, რათა საბოლოოდ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ჩამოვყალიბდე. საზღვარგარეთ განათლება ჩემთვის აკადემიურად დიდი გამოწვევა იქნება. ჩემს ინტერესებზე და მოთხოვნებზე მორგებული უნივერსიტეტის არჩევაში განათლების ცენტი LEAF დამეხმარა. ჩემი აკადემიური მრჩეველი ყველა პროცესში ჩემს გვერდით იყო და მიხარია, რომ ამ პროცესის გავლა მარტოს არ მომიწია.

ანა ტყეშელაშვილი

IE University

PPE -Politics/ Philosophy/ Economic
დაფინანსება: 80 000 ევრო (80%)

საზღვარგარეთ სწავლა მინდოდა ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივებისთვის, რომ საკუთარი თავი ახალ გარემოში გამეცნო და გლობალური გამოცდილება მიმეღო. უნივერსიტეტის შერჩევისას მთავარი იყო პროგრამის ხარისხი, ხელმისაწვდომი საფასური და ინგლისურად სწავლის შესაძლებლობა. LEAF-მა ბევრად გამიმარტივა საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი, განსაკუთრებით საბუთების მომზადება. ქაუნსლერთან კონსულტაციები იყო ძალიან სასარგებლო. სწორი დოკუმენტაცია და სწორი ინფორმაციის მიღება ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშნელოვანია.

ლუკა ხაჩიძე

Masaryk University

Culture, Media and Performative Arts

საზღვარგარეთ სწავლით მინდოდა ისეთი განათლება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. მთავარი მოტივაცია იყო დამოუკიდებლობის, განვითარების და განსხვავებული კულტურისა და იდეების გაცნობის სურვილი. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწავლების ხარისხი, ხელმისაწვდომი სტიპენდიები, სწავლის საფასური, საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა და ისეთი გარემო, სადაც შემეძლებოდა პიროვნულად და აკადემიურად განვითარება. LEAF-ის ვებ გვერდზე ვიპოვე უნივერსიტეტი, რომელმაც დამაინტერესა, გავიარე კონსულტაცია ქაუნსლერთან და დავიწყეთ ერთად მუშაობა.

თეკლა ლომიძე

LCC International University

International Business
დაფინანსება: 4130 ევრო (100%)

მინდოდა მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ცხოვრება და სწავლა. სწორედ ეს ახალი გამოწვევები არის შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი პოტენციალი და მომავალი პროფესიული გზისთვის ძლიერი საფუძველი შევქმნა. LEAF-მა უდიდესი როლი ითამაშა უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში. ეს იყო მხარდაჭერის სივრცე, სადაც ყოველი ნაბიჯი დაწყებული უნივერსიტეტის შერჩევიდან, დამთავრებული აპლიკაციის წარდგენით, პროფესიონალურად, ყურადღებით და ინდივიდუალურად იყო დაგეგმილი. LEAF არის ადგილი, სადაც ჩემი მიზნები რეალისტურ და სტრატეგიულ ნაბიჯებად იქცა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

მარიამ სადუნაშვილი

LCC International University

Psychological Science
დაფინანსება: 3304 ევრო (80%)

წარმატებით ჩავაბარე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში: IE University 70 000 ევროს დაფინანსებით, Catholic University და Bocconi University-ში. ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ სწავლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. LEAF-ის გუნდის თითოეული წევრი ძალიან ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და ოპერატიული იყო. ტექნიკური დეტალების გარდა, ძალიან დამეხმარა ის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც სააპლიკაციო ესეებსა და სამოტივაციო წერილზე მუშაობისას მივიღე.

მარიამ ბურდული

Bocconi University

Economics
დაფინანსება: 70 000 ევრო

 

მოპოვებული დაფინანსება 16 432 ევროს შეადგენს KTU-ში რაც 100% ია, და Constructor University -ში 42 000 ევროს დაფინანსებითაც ჩავირიცხე. საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ჩემი შერჩეული პროგრამაა - გენეტიკა და ბიოტექნოლოგია, ვინაიდან საქართველოში ჩემი მომავალი პროფესია არაა განვითარებული, მიზნად დავისახე ამ სფეროს საზღვარგარეთ შესწავლა და მიღებული ცოდნის სამშობლოში გამოყენება. LEAF დამეხმარა ჩემი კარიერის გზაზე საუკეთესო არჩევანი გამეკეთებინა, შემედგინა კონკურენტუნარიანი CV, სამოტივაციო წერილი.

ლიზი კახეთელიძე

KTU Kaunas University of Technology

Chemistry and biotechnology

დაფინანსება: 58 432 ევრო 

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე ახალი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოწვევების მისაღებად, ხარისხიანი, პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების მიღების გამო. LEAF კომპეტენტური მრჩეველებისგან შემდგარი გუნდია, რომლებიც არ იშურებენ დროსა და ენერგიას მონდომებული სტუდენტების დასახმარებლად. ვფიქრობ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და მიზანმიმართული გუნდია საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. დამეხმარნენ პრიორიტეტების დალაგებაში, ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში და უნივერსიტეტებთან კომუნიკაციაში, რაც ძალიან მიმსუბუქებდა სააპლიკაციო პროცესის სტრესს.

მარიამ ალავერდაშვილი

BEBS – Barcelona Executive Business School

Master in Tourism and Hospitality Management
დაფინანსება: 1125 ევრო 

საზღვარგარეთ სწავლის მიზეზიც და მოტივაციაც იყო კარიერის ფართო შესაძლებლობები და მაღალი დონის აკადემიური განათლების მიღება. იმედი მაქვს გერმანიაში შევძლებ მივიღო სათანადო განათლება, შევიძინო უამრავი მეგობარი, გავეცნო ქვეყნის კულტურასა და ენას და რაც მთავარია, ვისწავლო დამოუკიდებელი ცხოვრება. LEAF-მა მომცა საშუალება მემუშავა პროფესიონალებთან და მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი პოტენციალი. ყველა ახალგაზრდას, ვისაც შეუძლებლად ეჩვენება საზღვარგარეთ სწავლა, ვურჩევ რომ არ დანებდეს, რადგან ყველაფერი შესაძლებელია სწორ მენტორთან მუშაობით.

აკაკი გარშაულიშვილი

SRH Berlin University of Applied Sciences

BSc in Applied Mechatronic Systems 

საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის შესაძლებლობაა აკადემიური ხარისხისა და განსხვავებული კულტურული გამოცდილების შეძენისთვის, სადაც კრიტიკულ აზროვნება უმნიშვნელოვანესია. უნივერსიტეტის შერჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგი და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები. LEAF-ის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემთვის: ქაუნსლერთან მუშაობამ მაჩვენა, როგორ უნდა წარმოვაჩინო ჩემი ძლიერი მხარეები და როგორ გავხდე კონკურენტუნარიანი. მეხმარებოდა როგორც სამოტივაციო წერილების დაწერაში, ისე გასაუბრებისთვის მზადებაში.

კესარია ქოიავა

Vilnius University

Politics of Global Challenges

 

ჩავაბარე KTU Kaunas University of Technology, Istituto Europeo di Design, Domus Academy, IE University 60 000 ევროს დაფინანსებით. მომავალი წლიდან KTU-ში Product design -ის საბაკალავრო პროგრამაზე ვისწავლი. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება უკეთესი სწავლის ხარისხისა და განსხვავებული მიდგომების გამო გადავწყვიტე. LEAF- მა ძალიან გამიმარტივა უნივერსიტეტების შერჩევა და სააპლიკაციო პროცესი. ვისაც ამ ნაბიჯის გადადგმა სურს, ვურჩევდი აუცილებლად სცადონ და არ დანებდნენ. ერთი შეხედვით, საზოგადოებისთვის მიუწვდომელი ჩანს საზღვარგარეთ განათლების მიღება, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა სცადოს და გახდეს წარმატებული.

მარიამ ტყაბლაძე

KTU Kaunas University of Technology

Product design
დაფინანსება: 60 000 ევრო

იტალიისა და ესპანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში Bocconi University-სა და IE University-ში წარმატებით ჩავაბარე. მომავალი სასწავლო წლიდან მილანში Bocconi University-ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკლავრო პროგრამაზე ვისწავლი.

დათი აბესაძე

Bocconi University

Business Administration

განათლების საზღვარგარეთ მიღება ბავშვობიდან მინდოდა, ჩემთვის საინტერესოა როგორც ცოდნა, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილება. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს სკოლას ჰქონოდა სამმაგი აკრედიტაცია. ჩემთვის პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანი იყო ის ყოფილიყო აქტუალური ახალ ტექნოლოგიურ ეპოქაში და მოთხოვნადი სამუშაო ბაზარზე. LEAF და განსაკუთრებით ჩემი ქაუნსლერი დამეხმარნენ ეს პერიოდი მარტივად გამევლო, მუდმივად შემეძლო კითხვებისთვის და დახმარებისთვის მიმემართა მათთვის, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დროში ძალიან შეზღუდული ხარ.

ანა კრიხელი

Luiss Business School

Digital Innovation Management in Digital Transformation for Corporate and Business Strategy

პატარაობიდან ჩემთვის უდიდესი ოცნება იყო საზღვარგარეთ სწავლა და კარგი განათლების მიღება წარმატებული მომავლისთვის. უნივერსიტეტის შერჩევისას ზუსტად ვიცოდი რომ, მინდოდა ესპანეთში, მადრიდში მესწავლა და შერჩეული უნივერსიტეტი ჩემს ინტერესებზე ყოფილიყო მორგებული. ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო განათლების ცენტრი Leaf-ის არჩევა ჩემი მომავლის დასაგეგმად. მათი დახმარება და გვერდში დგომა რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა ამ სტრესული პროცესის მარტო გავლა. ვინც ახლა დგება ამ გზაზე, ვურჩევდი, რომ არ შეშინდეთ, იყავით მაქსიმალურად პოზიტიურად და გჯეროდეთ თქვენი თავის.

ელისო ქადაგიძე

CEDEU Centro de Estudios Universitarios

Business Administration

ყოველთვის მქონდა ოცნებად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოხვედრა. რადგან ფინანსების მიმართულება მქონდა არჩეული, აუცილებელი იყო მეპოვნა ძლიერი ბიზნესის სკოლა, შესაბამისი რეპუტაციით მსოფლიოს ტოპ კომპანიებში და სტაჟირების პერსპექტივებით. LEAF-ში მივედი მე-9 კლასიდან და ჩემი აქტივობები დავგეგმე სრულ 4 წელზე, რომ ძლიერი კანდიდატი ვყოფილიყავი. მარტო კარგი ნიშნები ხშირად საკმარისი არ არის ტოპ უნივერსიტეტებში, ამიტომ ამ გზაზე საუნივერსიტეტო მრჩეველი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მრჩეველი იყო LEAF-ის ერთ-ერთ ქაუნსლერი, ჯუკა. ამერიკის 17-მა და ბრიტანეთის 5-მა პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა მიმიღო.

იოანე კვიჟინაძე

Carnegie Mellon University

Finance and Economics

KTU-სთან ერთად Vilnius University-ში, Istituto Europeo di Design-სა და IE University-ში ჩავაბარე, სადაც 60 000 ევროს დაფინანსებაც მოვიპოვე. საზღვარგარეთ სწავლა ისეთი ხარისხიანი განათლების მიღებამ გადამაწყვეტინა, რომელიც ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდ როლს შეასრულებს. უნივერსიტეტის შერჩევისას მნიშვნელოვანი იყო მისი რეიტინგი და კომპანიებთან კავშირები, რაც სტუდენტის სამომავლო პერსპექტივებს განსაზღვრავს. ამ გზაზე LEAF ჩემი უდიდესი მხარდამჭერი იყო. ნებისმიერ კითხვაზე ჰქონდათ პასუხი და ყოველთვის მზად იყვნენ ყველანაირად დამხმარებოდნენ. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო მათთან ერთად მუშაობა.

თინი ტყაბლაძე

KTU Kaunas University of Technology
Communication and Digital Media
დაფინანსება: 60 000 ევრო