გახდი LEAF-ის პარტნიორი
გახდი LEAF-ის პარტნიორი და ჩაერთე საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში. შეხვდი საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდა აუდიტორიას და მათ მშობლებს.
გააცანი შენი ბრენდის პროდუქტი და მომსახურება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს ყველაზე აქტუალური, საჭირო და საინტერესოა. მიიღე შესაძლებლობა ადგილზე შექმნა ცოცხალი კომუნიკაცია, უპასუხო კითხვებს, აჩვენო შეთავაზებები, ჩაატარო შესაბამისი აქტივობები და დაამყარო პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან.
LEAF-ის ღონისძიებებში მონაწილეობით ხდები პარტნიორი, რომელიც ახალგაზრდების განათლების გზაზე რეალურ მხარდაჭერას აძლევს. შედეგად, იზრდება ბრენდის ცნობადობა, ნდობა და ინტერესიც, რაც უფრო მარტივად გარდაიქმნება ახალ გრძელვადიან ურთიერთობებად.
თანამშრომლობის დეტალებთან დაკავშირებით მოგვწერეთ: marketing@leaf.ge