ხშირად დასმული კითხვები
რაში ეხმარება LEAF სტუდენტებს?
LEAF-ის College Counselling-ის კურსი მოიცავს:
- სწორი უნივერსიტეტების მოძიებას თქვენი ინტერესების, აკადემიური შედეგების და ბიუჯეტის შესაბამისად,
- სააპლიკაციო პროცესში დახმარებას,
- ფინანსური აპლიკაციის შევსების კონსულტაციას,
- კონსულტაცია ესეებზე,
- კონსულტაციას სწორი CV ის მომზადებისთვის.
ასევე გთავაზობთ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო გამოცდებში მომზადებას: TOEFL, IELTS, SAT
TOEFL და IELTS შორის რა სხვაობაა?
TOEFL ამერიკულია, IELTS ბრიტანული.
უნივერსიტეტებში ორივეს სერტიფიკატი მისაღებია, მაგრამ მაინც გადასამოწმებელია, რადგან შესაძლებელია კონკრეტული უნივერსიტეტისთვის ერთი მეტად პრიორიტეტული იყოს ვიდრე მეორე.
გამსვლელი ქულები:
TOEFL: 120 მაქსიმალური ქულიდან 70 +
IELTS: 9.0 მაქსიმალური ქულიდან 6.0 + (5.5-იც მისაღების ზოგიერთ უნივერსიტეტში)
* გირჩევთ გადაამოწმოთ ინდივიდუალური უნივერსიტეტის გამსვლელი ქულის მოთხოვნა.
თუ ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე დავასრულე, მაინც მჭირდება TOEFL/IELTS მაგისტრატურისთვის?
მსგავსი საკითხი განიხილება ინდივიდუალურად შერჩეულ უნივერსიტეტთან კომუნიკაციით.
ხშირ შემთხვევაში იხსნება გამოცდის ვალდებულება, მაგრამ არა ყოველთვის.
თუ ბაკალავრიატი ინგლისურ ენოვანი პროგრამა გაქვთ დასრულებული საზღვარგარეთ ინგლისურ ენოვან ქვეყანაში, მაშინ სრულად იხსნება გამოცდის ვალდებულება.
როგორია IELTS-ის კურსის პირობები და გამოცდაზე რეგისტრაციაში თუ ვეხმარებით?
გამოცდაზე რეგისტრაციაში დავეხმარებით თუ სტუდენტი ჩვენი კურსებით სარგებლობს.
კურსის დეტალები: https://www.leaf.ge/ielts-momzadeba.html
როგორია TOEFL-ის კურსის პირობები?
გამოცდაზე რეგისტრაციაში დავეხმარებით თუ სტუდენტი ჩვენი კურსებით სარგებლობს. კურსის დეტალები: https://www.leaf.ge/toefl-momzadeba.html
თუ იღებენ უნივერსიტეტები Duolingo-ს ენის სერტიფიკატს?
მსგავსი შემთხვევები განიხილება ინდივიდუალურად უნივერსიტეტებთან.
ბევრი უნივერსიტეტი იღებს. მაგალითისთვის Yale უნივერსიტეტი იღებს, Harvard -ის უნივერსიტეტი არ იღებს.
რატომ უნდა ჩავაბარო SAT თუ არჩევითია?
გამოცდა ოფიციალურად გაუქმებული არ არის, და მისი ჩაბარების შემთხვევაში უფრო კონკურენტუნარიანი ხდები როგორც ჩარიცხვისას, ისევე დაფინანსების დროს. მაქსიმალური ქულაა 1600, კონკურენტუნარიანი ქულა ინდივიდუალურია სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
რა დოკუმენტები მჭირდება საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად?
ბაკალავრიატი:
- სკოლის ნიშნები 9,10,11,12, კლასის
- მინიმუმ 2 რეკომენდაციის წერილი,
- TOEFL ან IELTS სერტიფიკატი,
- SAT ქვეყნის მიხედვით,
- 9,10,11,12 კლასებში განხორციელებული აქტივობები
- CV (ერთი გვერდი)
- უნივერსიტეტის აპლიკაცია.
მაგისტრატურა:
- ბაკალავრიატის 4 წლის ნიშნები,
- მინიმუმ 2 ლექტორის რეკომენდაცია,
- TOEFL ან IELTS სერტიფიკატი,
- CV
თუ იღებენ უნივერსიტეტები CAE -ს?
დიახ, ბევრი უნივერსიტეტი იღებს, მაგრამ რადგან უვადოა მნიშვნელობა აქვს თუ რამდენი წლის წინ გაქვთ ჩაბარებული. TOEFL ან IELTS გარანტირებულად იღებს ყველა უნივერსიტეტი.
რა განაპირობებს აკადემიური დაფინანსების მოპოვებას?
ზოგადად, მაღალი აკადემიური მოსწრება და არაფორმალური განათლების აქტივობები, თუმცა გააჩნია კონკრეტული დაფინანსების პირობებს.
არსებობს ორი ტიპის დაფინანსება:
Financial Aid დამოკიდებულია ფინანსურ საჭიროებაზე,
Scholarship & Grants დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე.
გარე გრანტებზე მუშაობთ?
დიახ, თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, დაინტერესების შემთხვევაში გაგესაუბრებათ კონსულტანტი.
თუ არსებობს დაფინანსება რაც სწავლას და ცხოვრებას სრულად დამიფინანსებს?
არსებობს, თუმცა პროცესი საკმაოდ კომპლექსურია. დაფინანსების მოპოვების პროცესში დახმარება შედის College Counseling-ის სერვისში.
თუ არის საჭირო შიდა გამოცდები უნივერსიტეტში ჩაბარებისას?
როგორც წესი, უნივერსიტეტები შემოიფარგლებიან საერთაშორისო გამოცდებით, თუმცა შიდა გამოცდები საჭიროა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ინჟინერია, არქიტექტურა, სამედიცინო და ა.შ.
რა მოთხოვნები აქვთ კონკრეტულ უნივერსიტეტებს?
მოთხოვნები განიხილება ინდივიდუალურად, დამოკიდებულია კონკრეტულ უნივერსიტეტზე. ამისთვის გჭირდებათ College Counselling-ის სერვისი, იგივე პირადი კონსულტანტი, რომელიც იმუშავებს ინდივიდუალურად თქვენთან და მოგიძებნით თქვენი მოთხოვნების შესაბამის უნივერსიტეტს.
რა განსხვავებაა სამოტივაციო წერილსა და personal essays-ს შორის?
ინდივიდუალურია უნივერსიტეტისა და აპლიკანტის პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე. ესსეებზე კონსულტაცია შედის College Counselling-ის სერვისში
თუ შეგიძლიათ საზღვარგარეთ უფასო კურსების შემოთავაზება?
სრულიად უფასო კურსების ან პროგრამების შემოთავაზება არ შეგვიძლია.
შეგვიძლია დაგეხმაროთ დაფინანსების მოპოვებაში. თუმცა სრული დაფინანსების მოპოვების შემთხვევაშიც კი შესაძლოა, გქონდეთ დამატებითი საცხოვრებელი ხარჯები, რომელიც გარკვეულ ბიუჯეტს მოითხოვს.
სასწავლო ვიზაზე დახმარებას თუ ითვალისწინებს თქვენი მომსახურება?
ჩვენს მომსახურებაში ვიზაზე დახმარება არ შედის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ქვეყნის საკონსულოსთან შეხება გვქონია და გვაქვს გამოცდილება, აუცილებლად გაგიზიარებთ უანგაროდ.