უნივერსიტეტის შერჩევა მისი რეინტინგით არ განსაზღვრო

 უნივერსიტეტის შერჩევა მისი რეინტინგით არ განსაზღვრო – რა უნდა იცოდე

 

როცა ვიწყებთ უნივერსიტეტის არჩევას, პირველი რაც გვახსენდება მათი რეიტინგის შემოწმებაა. ერთი შეხედვით, მაღალი რეიტინგი ნიშნავს უკეთეს უნივერსიტეტს. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია და ხშირად ამ ციფრებს მიღმა იმალება ისეთი დეტალები, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.


განათლების ცენტრი LEAFისა და საერთშორისო აკადემია ლოგოსის დამფუძნებელი გიორგი ჩავლეიშვილი, რომელიც ასობით სტუდენტს დახმარებია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში, გვიზიარებს იმ აუცილებელ კომპონენტებს, რაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს გამოადგება საერთაშორისო ბაზარზე  მისთვის სწორი უნივერსიტეტის შერჩევაში.


“მთავარი კითხვები, რაც სტუდენტმა უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტის შერჩევისას, არის თუ რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტი მათ სამომავლო მიზნებს, რა უფრო პრიორიტეტულია სტუდენტისთვის – დასაქმების და სტაჟირების შანსები, აკადემიური ცხოვრება თუ სტუდენტური აქტივობები, თეორიული სწავლება თუ პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამები, სტუდენტური საცხოვრებელი და გარემო თუ უბრალოდ უნივერსიტეტის სახელი? ყველა ამ მიმართულებით უნივერსიტეტები სხვადასხვა რეიტინგებში სხვადასხვა ადგილს იკავებენ. სასწავლებელი სწორედ იმ კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს, რა საკითხიც სტუდენტისთვის უფრო პრიორიტეტულია.

მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებზე მეტად, შეიძლება ვინმესთვის სხვა, შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ასევე საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტი უფრო დიდი წარმატების მომტანი იყოს.

ამერიკის მაგალითი

აშშ-ში უნივერსიტეტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ რეიტინგებით მათი შედარება თითქმის შეუძლებელია. არსებობს პლატფორმები, რომლებიც აფასებენ უნივერსიტეტებს განსხვავებული კრიტერიუმებით. რეიტინგები ნაწილდება განსხვავებულად და ეს შეიძლება იყოს: კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და მათი ანაზღაურება, აკადემიური ხარისხი ან სტუდენტური აქტივობები, სტუდენტური საცხოვრებლები ან პრაქტიკული კომპონენტები, ან სხვა კიდევ ძალიან ბევრი მიმართულება. 

ხშირად, რეიტინგში პირველ და მე-100 ადგილს შორის სხვაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ეს საერთოდ არ აისახება სტუდენტის გამოცდილებაზე. მაგალითად, უნივერსიტეტს შეიძლება ჰქონდეს დაბალი ადგილი საერთო რეიტინგში, მაგრამ იყოს ლიდერი კონკრეტულ მიმართულებაში ან სტაჟირების შესაძლებლობებში.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკული სახელმწიფო უნივერსიტეტები ხშირად საერთოდ ვერ ხვდებიან ტოპ-რეიტინგებში – არა იმიტომ, რომ ნაკლებად აკადემიურად ძლიერი სასწავლებლებია, არამედ იმიტომ, რომ მათი მისია ადგილობრივი სტუდენტების მიღება და უფრო ფართო ხელმისაწვდომობაა, რაც მათ მისაღებ ქულებს დაბლა წევს, და ეს საერთაშორისო სტუდენტებს თვალში ხვდებათ, თუმცა რეალურად ასეთ უნივერსიტეტებს ძლიერი პროგრამები და რესურსები აქვთ.

გარდა ამისა, სტუდენტური ცხოვრების ხარისხიც დიდ როლს თამაშობს: ზოგი შტატი საერთო საცხოვრებელში მეტ ფულს დებს და ავითარებს გარემოს, ზოგიერთი უნივერსიტეტი კი სხვა მიმართულებით აკეთებს ინვესტიციას.

ევროპის მაგალითი

ევროპაში უნივერსიტეტების რეიტინგი კიდევ უფრო რთული თემაა. ქვეყნები სხვადასხვა რეგულაციებით მუშაობენ, აქვთ განსხვავებული ავტორიზაციები და აკრედიტაციები. ზოგიერთ პროგრამას შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც კონკრეტული პროფესიისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უნივერსიტეტის პოზიცია რომელიმე გლობალურ სიაში.

მაგალითად, თუ შენი მიზანია მეცნიერება და კვლევა, ყურადღება უნდა მიაქციო იმ უნივერსიტეტებს, სადაც ძლიერია research-ის კომპონენტი. ხოლო თუ შენთვის მთავარი კარიერული განვითარებაა, შესაძლოა ნაკლებად ცნობილმა, მაგრამ პრაქტიკაზე ორიენტირებულმა უნივერსიტეტმა მოგცეს უფრო მეტი შესაძლებლობა.

უნივერსიტეტის არჩევის მთავარი პრინციპი

რითი განვსაზღვროთ უნივერსიტეტის პრესტიჟულობა და რამდენად მნიშვნელოვანია პრესტიჟი სამომავლო კარიერისთვის?

თუ მიზანია კარიერა ევროპაში, შესაძლოა უფრო გამართლებული იყოს ისეთი უნივერსიტეტის არჩევა, რომელიც იძლევა ევროპული მოქალაქეობის ან სამუშაო უფლების მიღების შესაძლებლობას სწავლის დასრულების შემდეგ. ზოგჯერ ნაკლებად ცნობილი და პრესტიჟული უნივერსიტეტი რეალურად უფრო შეიძლება დაგეხმაროს მიზნის მიღწევაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი უნივერსიტეტი მეორეზე უკეთესია, არამედ იმას, რომ კონკრეტული ადამიანის მიზნებისთვის შეიძლება უფრო სტრატეგიული არჩევანი იყოს.

ერთადერთი სწორი გზა უნივერსიტეტის არჩევისთვის არის საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრა:

რისთვის მიდიხარ? აკადემიური ცოდნისთვის, კვლევისთვის, კარიერული შესაძლებლობებისთვის თუ საერთაშორისო გამოცდილებისთვის?

რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? უნივერსიტეტის სახელი, სტაჟირების პერსპექტივები, ხელმისაწვდომი სწავლის ფასი, სტუდენტური ცხოვრება, ადგილმდებარეობა, კულტურა თუ კარიერული ქსელი?

 

გახსოვდეს:

განათლების ხარისხი რეიტინგზე არაა მიბმული. უფრო პრაგმატულია იფიქრო, თუ როგორ მოემსახურება უნივერსიტეტი შენს მიზნებს.

უნივერსიტეტის არჩევა უნდა დაეფუძნოს არა უცხო ქვეყნების კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შედგენილ სიებს, არამედ შენს შესაძლებლობებს, მიზნებსა და ხედვას.

ამიტომ ყველაზე სწორი გზაა, საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა სრულყოფილად ინფორმაციების მისაღებად, რაც მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. თბილისსა და ბათუმში განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით განათლების საერთაშორისო გამოფენა იმართება, ეს არის ადგილი, სადაც  შეძლებთ ერთ სივრცეში გაიცნოთ და პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან და მიიღოთ ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის პროგრამების, ასევე სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსებებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში, შეხვდებით ყველა მიმართულებით და ყველანაირი ბიუჯეტის უნივერსიტეტებს. 

გამოფენაზე დაგხვდებიან LEAF-ის განათლების კონსულტანტებიც. მათგან გაიგებთ რა ეტაპებია გასავლელი საზღვარგარეთ სწავლისთვის, რა დოკუმენტები გჭირდებათ, როგორ უნდა შეარჩიოთ ქვეყანა, უნივერსიტეტი,  პროგრამა ან ზაფხულის/ზამთრის ბანაკები. 

ასევე, რა შესაძლებლობები არსებობს დაფინანსების მოპოვებისთვის. LEAF-ში დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაფინანსების მოპოვების ჩათვლით, და თქვენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.

 

რაც მთავარია, გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო, საჭიროა  დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/

გირჩევთ არ დაკარგოთ დრო და გადადგათ პირველი ნაბიჯი ოცნებების რეალიზებისკენ!

თბილისში 11 ოქტომბერს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში და ბათუმში 12 ოქტომბერს, Radisson Blu Hotel Batumi-ში.

გისურვებთ წარმატებას!

 

Displaying ბანერი.png

 

  • LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
  • ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
  • პროექტის პარტნიორია ბარამბო 
  • გამოფენის ოქროს სპონსორია American University in Bulgaria, ხოლო ვერცხლის  სპონსორები: LCC International, EHL Hospitality Business School.

    LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
  • ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
  • საერთაშორისო აკადემიალოგოსი

    გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია
    CARWIZ Georgia

როგორ ისწავლო ამერიკულ უნივერსიტეტში დაფინანსებით?

იცოდი, რომ ამერიკაში სწავლისას შეგიძლია ჯერ რამდენიმე მიმართულებას დაეუფლო და მხოლოდ შემდეგ აირჩიო კონკრეტულად შენი ინტერესების სპეციალობა? თუ ჯერ კიდევ ფიქრობ ამერიკაში სწავლაზე, ეს გზამკვლევი

ფრანგული ხარისხი და საერთაშორისო შესაძლებლობები

თუ ევროპაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სწავლისთვის ეძებ ძლიერ, საერთაშორისო და ხელმისაწვდომ უნივერსიტეტს, TBS Education  (Toulouse Business School) ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. 1903 წელს ტულუზაში დაარსებული

ქართველი სტუდენტების გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მიზეზები მრავალფეროვანია: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული