IE University ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი

თუ ხარ სტუდენტი, რომელიც ეძებს ევროპაში მაღალ დონეზე განათლების მიღების შესაძლებლობას, მაშინ IE University აუცილებლად უნდა მოხვდეს შენს სიაში.

რატომ გახდა IE University ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით? ბოლო წლებში უამრავი სტუდენტი აგზავნის აპლიკაციას ამ უნივერსიტეტში. ეს რიცხვი ყოველ წელს უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა აქ ჩაბარება არც ისე მარტივია.

პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა მნიშვნელოვან გზებს გაგიხსნის სამომავლოდ წარმატებული კარიერისკენ. IE University ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით, რაც შესაბამისი სწავლებისა და მოთხოვნის დონითაც განისაზღვრება.

რატომ უნდა ჩააბარო IE University-ში?

IE University ესპანეთში, მადრიდსა და სეგოვიაში მდებარე პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ინოვაციური სწავლების მეთოდებით და გლობალური ხედვით. უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბიზნესი და ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა, გარემოსდაცვითი მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები, დიზაინი და არქიტექტურა, მარკეტინგი და ციფრული მედიის მიმართულებები, კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი და სხვა. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რაც იდეალურია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

სტარტაპ და მეწარმეობის მხარდაჭერა

IE უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თანამედროვე, გლობალურ განათლებას ინოვაციებზე, მეწარმეობასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დიდი აქცენტით. მისი მრავალფეროვანი და საერთაშორისო გარემო, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კარიერული მხარდაჭერით შერწყმული, მას შესანიშნავ ადგილად აქცევს სტუდენტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გადადგან კარიერის პირველი ნაბიჯები.

აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, და ყველა აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას, კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს. ასეთი დიდი აქცენტით მეწარმეობაზე სტუდენტებს დიდი მხარდაჭერა აქვთ სტარტაპების განვითარებაში.

რა გამოარჩევს IE University-ს სხვა უნივერსიტეტებისგან?

უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები, ორმაგი ხარისხი და სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას აძლევს. ასევე გთავაზობთ პერსონალურ კარიერულ კონსულტაციებს და დასაქმების ხელშეწყობას წამყვან კომპანიებთან.

სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების ეტაპზე სხვადასხვა უნარების შეძენა თუ გაუმჯობესება დამატებითი აქტივობებით. რეგულარული ღონისძიებები, სემინარები, კონფერენციები და კონკურსები, რომლებიც უნივერსიტეტში ხორციელდება, აძლიერებს სტუდენტის გამოცდილებას, მის უნარებს სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყოფს კარიერული კავშირების განვითარებას.

IE უნივერსიტეტი გამოირჩევა სასწავლო დაფინანსებებითაც, და ბევრ ქართველ სტუდენტს მიუღია 70%-იანი დაფინანსებაც კი.

კარიერული შესაძლებლობები და პარტნიორობა წამყვან კომპანიებთან

IE University-ს სტუდენტებს სწავლის პერიოდში და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ეძლევათ უნიკალური შანსი დასაქმდნენ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. უნივერსიტეტს პარტნიორობა აქვს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა: Google, Amazon, Microsoft, McKinsey & Company, Goldman Sachs, Deloitte, KPMG.

როგორ გარემოს გთავაზობს IE University?

უნივერსიტეტის კამპუსები მადრიდსა და სეგოვიაში აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის თანამედროვე აუდიტორიებით, ბიბლიოთეკებით, კვლევითი ცენტრებით, კომპიუტერული ლაბორატორიებით, სპორტული ობიექტებითა და სტუდენტური სივრცეებით სხვადასხვა აქტივობებისთვის. მადრიდის კამპუსი მდებარეობს დინამიურ ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი კულტურით, ისტორიითა და ბიზნეს შესაძლებლობებით. კამპუსი სეგოვიაში კი, როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქში, გთავაზობთ ისტორიული არქიტექტურის და თანამედროვე ობიექტების უნიკალურ ნაზავს.

ქართველი სტუდენტები IE University-ში

ბოლო წლებში IE University ქართველი სტუდენტებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევნად იქცა. განათლების ცენტრ LEAF-ის დახმარებით, არაერთმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო 70%-მდე დაფინანსება და ჩაერთო IE-ს მრავალფეროვან აკადემიურ გარემოში. სტუდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და კარიერული შესაძლებლობების მნიშვნელობას.

თუ გსურს მაღალი დონის განათლება, მრავალფეროვანი აკადემიური გამოცდილება და ძლიერი კარიერული პერსპექტივები, IE University შენთვის იდეალური არჩევანია.

ახლა ყველაზე კარგი შანსი გაქვს პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, სადაც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ. ჩაინიშნე დრო და გელოდებით:

➡️ 5 აპრილი

➡️12:00 -17:00 სთ

➡️თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

?რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/

თუ შენც გინდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდე, განათლების ცენტრ LEAF-ის აკადემიური მრჩევლები IE-ს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სრულ სააპლიკაციო პროცესში დაგეხმარებიან.

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

პრესტიჟული უნივერსიტეტი ქართველი სტუდენტებისთვის

Università Cattolica del Sacro Cuore არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტი იტალიასა და მთელს ევროპაში, რომელიც 100 წელზე მეტია სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის განათლებას სთავაზობს. მისი

საზღვარგარეთ სწავლა: ახალი შესაძლებლობების გზა

საზღვარგარეთ სწავლა უამრავი ახალგაზრდისთვის კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს. განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა, საერთაშორისო გარემო და კულტურათა მრავალფეროვნება სტუდენტებს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას აძლევს, არამედ

ლუკა შალიკაშვილი Domus Academy-ში აგრძელებს სწავლას

ზოგჯერ, ცხოვრება გვაძლევს შანსს, გავარღვიოთ საზღვრები, დავტოვოთ ნაცნობი გარემო და გადავეშვათ ახალ შესაძლებლობებში. საზღვარგარეთ სწავლა სწორედ ასეთი თავგადასავალია – გზა, რომელიც არამარტო ცოდნას, არამედ ახალ