IED Milano-ს ქართველ პროფესორთან შეხვედრა

IED არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ცნობილია კრეატიულ სფეროში. IED გთავაზობთ აკადემიურ პროგრამებს ხელოვნების, დიზაინის, მოდის, მარკეტინგისა და სხვა მიმართულებებით კამპუსებით იტალიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაში.

IED ორგანიზებით თბილისში გაიმართება შეხვედრა ახალგაზრდა აპლიკანტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან IED-ში სწავლის გაგრძელებით.

BeNext 2011-ის გამარჯვებული და ახლა  IED მილანის პროფესორი საქართველოდან, ლიკა ყუბანეიშვილი, გაგაცნობთ მოდის სისტემას იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ, და გაგიზიარებთ თავის გამოცდილებასა და შემოქმედებით გზაზე შეხვედრილ გამოწვევებს. 

ლექციის შემდეგ დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ IED-ის კურსდამთავრებულებს საქართველოდან და გაეცნონ მათ წარმატების ისტორიებს.

ასევე, თქვენ შეძლებთ დასვათ კითხვები განაცხადის პროცესსა და სასტიპენდიო კონკურსებზე, შეიტყოთ მეტი საჭირო დოკუმენტებსა და პორტფოლიოს მოთხოვნების შესახებ.

📅 17 ნოემბერს 15:00-დან 17:00 საათამდე

📍 Shota Boutique Hotel , შევჩენკოს ქ. 1, თბილისი, საკონფერენციო დარბაზი

📌 შეხვედრა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ადგილები შეზღუდულია, ამიტომ რეგისტრაცია აუცილებელია შეხვედრის დაწყებამდე არაუგვიანეს 24 საათით ადრე!

🔴დარეგისტრირდით აქ: https://www.ied.edu/international-events-md?eventId=701SX00000Dg52F

 


IED-ში სწავლის უპირატესობები:

  • IED არის მსოფლიოში აღიარებული მოდისა და დიზაინის სკოლა იტალიაში. IED ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას დიზაინის განათლების განვითარებადი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
  • IED წარმოდგენილია 11 კამპუსით იტალიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაში.
  • ახალი პროგრამები მოიცავს სურსათის დიზაინსა და ინოვაციას, ციფრული კომუნიკაციის დიზაინს და ციფრული მოდის კომუნიკაციას.
  • გამორჩეული კარიერული პერსპექტივები – IED-ს მჭიდრო კონტაქტი აქვს გლობალური ბრენდების, სააგენტოებისა და სტუდიების წარმომადგენლებთან დიზაინის, მოდის, კომუნიკაციისა და ხელოვნების სფეროებიდან, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას გაიარონ სტაჟირება წამყვან კომპანიებში და იმუშაონ რეალურ პროექტებზე. პარტნიორობს წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა BMW, Gucci და UNDP, რაც სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს რეალურ პროექტებზე მუშაობისთვის.
  • პროფესიონალი პერსონალი – IED-ს პროფესორები არიან მოდისა და დიზაინის აღიარებული ექსპერტები მრავალწლიანი გამოცდილებით.
  • IED-ის ცნობილი კურსდამთავრებულებს შორის არიან: Dior-ის კრეატიული დირექტორი მარია გრაცია კიურიც; Valentino-ს კრეატიული დირექტორი პიერპაოლო პიჩოლი; Prada-ს დიზაინერი ვინჩენცო ლატანციო; Versace-ს სამკაულების ხაზის მთავარი დიზაინერი ლუკა ბრუნი ბოსიო და მრავალი სხვა.

სტიპენდიები: 

IED მხარს უჭერს ახალგაზრდა კრეატიულებს სპეციალური სტიპენდიებითა და ფინანსური დახმარებით. სტიპენდიები ენიჭება განსაკუთრებულ და მოტივირებულ სტუდენტებს მათი პროექტის შეფასების საფუძველზე. 

პრაქტიკა: 

სტუდენტები იღებენ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას, რომელიც ვითარდება საჯარო ინსტიტუციებთან, კერძო კომპანიებთან, სააგენტოებთან და სხვადასხვა კლიენტებთან თანამშრომლობით. IED მუდმივად თანამშრომლობს კომპანიებთან სხვადასხვა დონეზე.

შესაძლებლობები მოიცავს: საკურსო სამუშაოებს, ფინალურ პროექტებს, სპონსორირებულ საგარეო პროექტებს, მორგებულ კურსებს, სტრატეგიულ პარტნიორობას, გამოფენებს და კონკურსებს.

განათლების ცენტრი LEAF დაგეხმარება უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპზე.

💫 ნუ დაკარგავ დროს! გაბედე და გადადგი პირველი ნაბიჯი შენი ოცნებისკენ!

მაგისტრატურა იტალიის წამყვან ბიზნესის უნივერსიტეტში

იტალიაში Luiss Business School-ის ციფრული ინოვაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე  განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებული ანა კრიხელი ისწავლის. სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება არ არის

ქართველი სტუდენტი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში

ამერიკაში, Carnegie Mellon University-ში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ უნივერსიტეტში, 100%-იანი დაფინანსებით ეკონომიკისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას დაიწყებს განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებული იოანე კვიჟინაძე.

როგორ ისწავლო ესპანეთში ბიუჯეტურად?

ესპანეთში სწავლის შესაძლებლობა   ესპანეთი ყოველწლიურად ათასობით საერთაშორისო სტუდენტს იზიდავს. ამის მიზეზია მაღალი ხარისხის ევროპული განათლება, ბიუჯეტური საფასური და მეგობრული, მრავალფეროვანი გარემო. გარდა ამისა, ესპანური