საზღვარგარეთ სწავლა: ახალი შესაძლებლობების გზა

საზღვარგარეთ სწავლა უამრავი ახალგაზრდისთვის კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს. განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა, საერთაშორისო გარემო და კულტურათა მრავალფეროვნება სტუდენტებს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას აძლევს, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების უნარსაც უყალიბებს.

ამ სტატიაში ერთ-ერთი ქართველი წარმატებული სტუდენტის განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთვარებულის ანა ჩაჩუას გამოცდილების შესახებ გაგაცნობთ, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ უნივერსიტეტებში: New York University, University College London, City University of London, Boston University, Fordham University, საბოლოოდ კი არჩევანი Boston University-ზე შეაჩერა და მომავალი სასწვალო წლიდან ამერიკაში გააგრძელებს კარიერას.

გაეცანით ანას მოტივაციას, უნივერსიტეტის არჩევის პროცესს და იმ გზას, რომელიც წარმატებისკენ უძღვება.

  • რატომ გადაწყვიტე საზღვარგარეთ სწავლა და რა იყო შენთვის მთავარი მოტივაცია?

საზღვარგარეთ სწავლა გადავწყვიტე 18 წლის ასაკში, როცა დიდ ბრიტანეთში წავედი ახალი გამოცდილებისა და შესაძლებლობების საძიებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კომპიუტერულ მეცნიერებებს ვსწავლობ, ყოველთვის მიტაცებდა ფინანსები და მონაცემთა ანალიტიკა — სფერო, სადაც ვხედავ საკუთარი უნარების განვითარების შესაძლებლობას. ამ არჩევანზე გავლენა მოახდინა ჩემი ქვეყნის — საქართველოს ისტორიამ, რომელმაც მასწავლა, რომ პროგრესი გამოწვევების გადალახვაშია. სწორედ ამ რწმენამ გამიძლიერა სურვილი, ცოდნა ისეთ გარემოში შევიძინო, რომელიც კარიერული ზრდისა და საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობას მომცემს.

  • უნივერსიტეტის არჩევის პროცესში რომელი კრიტერიუმები იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის გადამწყვეტი იყო პროგრამის ხარისხი, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ბალანსი და პარტნიორობა წამყვან ფინანსურ კომპანიებთან. პრიორიტეტად მქონდა დინამიკურ ქალაქში ცხოვრება, სადაც მეტი შესაძლებლობაა პროფესიული ქსელისა და კარიერული ზრდისთვის.

  • როორ აირჩიე შენი პროფესიული გზა და რა იყო შენთვის ამ პროცესში ყველაზე შთამაგონებელი?

მონაცემთა ანალიზისა და ბიზნესისადმი ინტერესმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა. კომპიუტერული მეცნიერებების სწავლამ გამიღრმავა ანალიტიკური აზროვნება და მაჩვენა მონაცემების გამოყენების ძალა რეალური პრობლემების გადასაჭრელად. განსაკუთრებით შთამაგონა იმის გააზრებამ, რომ მონაცემთა საფუძვლიანი ანალიზი და ფინანსური მიდგომების ინტეგრაცია ხელს უწყობს ეფექტური სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, რამაც საბოლოოდ ამ სფეროში კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა.

  • რა მოლოდინები გაქვს ცხოვრების ახალ ეტაპზე შერჩეულ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში?

ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლისგან ველოდები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩემს კარიერულ წარმატებას. პროგრამის სტრუქტურა ფინანსებისა და მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მეთოდების დაუფლების საშუალებას მომცემს. დინამიკური გარემო და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობა კი ჩემს ხედვასა და კომუნიკაციის უნარებს კიდევ უფრო გააფართოვებს. ბოსტონის ინოვაციური ატმოსფერო პიროვნული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალ შესაძლებლობას ქმნის.

  • როგორ დაგეხმარა განათლების ცენტრი LEAF უნივერსიტეტში ჩაბარებაში და რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლაზე?

განათლების ცენტრი LEAF ჩემთვის უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მენტორს, ელენე ჯაფარიძეს, რომლის გამოცდილებამ და პრაქტიკულმა რჩევებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა როგორც სააპლიკაციო დოკუმენტების მოწესრიგებაში, ისე ინტერვიუებისთვის მზადებაში. მისი ხელმძღვანელობით შევძელი ჩემი უნარებისა და გამოცდილების საუკეთესოდ წარმოჩენა. მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავს, ვურჩევდი, გაბედონ კომფორტის ზონის დატოვება — სწორედ ეს ნაბიჯია პროგრესისა და ახალი შესაძლებლობებისკენ მიმავალი გზა.

თუ თქვენც გსურთ იყოთ შემდეგი, ახლა საუკეთესო დროა მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა საჭირო ინფორმაციების მოსაგროვებლად.

განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით 5 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა იმართება, ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ ერთ სივრცეში გაიცნოთ და პირადად შეხვდეთ მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღოთ ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის პროგრამების, ასევე სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსებებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

გამოფენაზე დაგხვდებიან LEAF-ის განათლების კონსულტანტებიც და სამომავლოდ სწორედ ისინი დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაფინანსების მოპოვების ჩათვლით და თქვენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.

ასე რომ, არ დაკარგოთ დრო და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენი საერთაშორისო კარიერისკენ.

➡️5 აპრილი

➡️12:00 -17:00 სთ

➡️თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

რაც მთავარია გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/

გისურვებთ წარმატებას!

პრესტიჟული უნივერსიტეტი ქართველი სტუდენტებისთვის

Università Cattolica del Sacro Cuore არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტი იტალიასა და მთელს ევროპაში, რომელიც 100 წელზე მეტია სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის განათლებას სთავაზობს. მისი

IE University ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი

თუ ხარ სტუდენტი, რომელიც ეძებს ევროპაში მაღალ დონეზე განათლების მიღების შესაძლებლობას, მაშინ IE University აუცილებლად უნდა მოხვდეს შენს სიაში. რატომ გახდა IE University ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი

ლუკა შალიკაშვილი Domus Academy-ში აგრძელებს სწავლას

ზოგჯერ, ცხოვრება გვაძლევს შანსს, გავარღვიოთ საზღვრები, დავტოვოთ ნაცნობი გარემო და გადავეშვათ ახალ შესაძლებლობებში. საზღვარგარეთ სწავლა სწორედ ასეთი თავგადასავალია – გზა, რომელიც არამარტო ცოდნას, არამედ ახალ