ქართველი სტუდენტი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში

ამერიკაში, Carnegie Mellon University-ში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ უნივერსიტეტში, 100%-იანი დაფინანსებით ეკონომიკისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას დაიწყებს განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებული იოანე კვიჟინაძე.

იოანემ საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა. სწავლის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად მხოლოდ აკადემიური მიღწევები არ არის საკმარისი – ეს არის მრავალწლიანი მზადება და მონდომება, რომ საკუთარი მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იარო. იოანე სწორედ ასეთი გზის მაგალითია.

Carnegie Mellon-ის სტუდენტობა ბევრის ოცნებაა – უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში MIT-ის შემდეგ, ხოლო Forbes-ის 2025 წლის გამოცემამ მას „ახალი Ivy League“ უწოდა. ასეთ გზაზე მოხვედრას მხოლოდ გამორჩეული აკადემიური მონაცემები არ ჰყოფნის – საჭირო არის წლების მზადება, სწორი აკადემიური მრჩევლის გვერდით ყოფნა და გამოკვეთილი მიზანი.

ამ ინტერვიუში იოანე გვიყვება, რატომ აირჩია ამერიკაში სწავლა, როგორ გაიარა რთული კონკურენტული პროცესი, რას ელის ახალ ეტაპზე და რას ურჩევს იმ ქართველ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს საკუთარი გზის დაგეგმვას საზღვარგარეთ.

რატომ გადაწყვიტე საზღვარგარეთ სწავლა და რა იყო შენთვის მთავარი მოტივაცია? 

“ბავშვობიდან ყველა მეუბნებოდა რომ გამორჩეული ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამომეყენებინა, ყოველთვის მქონდა ოცნებად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოხვედრა, რომელთა უმრავლესობაც ამერიკაში იყო. “


უნივერსიტეტის არჩევის პროცესში რომელი კრიტერიუმები იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

“რადგან ფინანსების მიმართულება მქონდა არჩეული, აუცილებელი და მთავარი იყო მეპოვნა ძლიერი ბიზნესის სკოლა, შესაბამისი რეპუტაციით მსოფლიოს ტოპ კომპანიებში და სტაჟირების პერსპექტივებით. ასევე გასათვალისწინებელი იყო სპორტის მიმართულება – ფეხბურთის ლიგა, რადგან ვთამაშობ და სამომავლოდაც მინდა ამ სპორტშიც დავრჩე.” 



რა მოლოდინები გაქვს ცხოვრების ახალ ეტაპზე შერჩეულ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში?

“Carnegie Mellon University (CMU) ამერიკაში მეორე უნივერსიტეტია რეიტინგით ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში MIT-ის შემდეგ, ასევე  პირველ ადგილზეა ხელოვნურ ინტელექტში, კომპიუტერულ ინჟინერიასა და კიდევ 6 ტექნოლოგიურ-ინოვაციურ დისციპლინაში. გარდა იმისა რომ 2025 წლის ფორბსის გამოცემა ამ უნივერსიტეტს ახალ IVY league უნივერსიტეტად მოიხსენიებს ბევრ სფეროში წინ უსწრებს IVY ლიგის უნივერსიტეტებსაც და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად მოლოდინები ჩემს მიმართ და ჩემგანაც ძალიან მაღალია და იმედია ორივე მხარე გავამართლებთ ამ იმედებს. ბიზნესის სკოლა, სადაც მე მოვხვდი, მსოფლიოს საუკეთესო ბავშვებიდან 150-200 ბავშვს არჩევს ყოველწლიურად და მეორე კურსიდან 14 ბავშვი გადაყავს BSCF პროგრამაზე, რომელზე მოხვედრაც ჩემი ამბიციური გეგმაა. “


როგორ გაიარე საუნივერსიტეტო კონკურენციის გზა, რა დაგეხმარა ამ პროცესში და რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლაზე?

განათლების ცენტრ LEAF-ში მივედი მე-9 კლასიდან და ჩემი საზაფხულო და კლასგარეშე აქტივობები დავგეგმე სრულ 4 წელზე, რომ ძლიერი კანდიდატი ვყოფილიყავი. მარტო კარგი ნიშნები ხშირად საკმარისი არ არის ტოპ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, ისინი საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევენ, ამიტომ ამ გზაზე საუნივერსიტეტო მრჩეველი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მრჩეველი იყო LEAF-ის ერთ-ერთ ქაუნსლერი, ჯუკა, და მგონია რომ ძალიან წარმატებით გავართვით თავი ჩვენს რთულ მისიას. ამერიკის 20 ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტში გავგზავნე საბუთები და აქედან 17-მა მიმიღო. ასევე ბრიტანეთის 5-მა უნივერსიტეტმა, მათ შორის Russell Group-ის ისეთმა უნივერსიტეტმა, როგორიცაა ედინბურგის უნივერსიტეტი. 


აუცილებლად ვურჩევ ყველას რომ დაიწყოს მრჩეველთან მუშაობა 9-10 კლასიდან და ყოველ წელს გაიუმჯობესოს შანსები იყოს გამორჩეული კანდიდატი თავის სასურველი უნივერსიტეტისთვის.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა LEAF-ს ამ გზაზე ჩემს გვერდით ყოფნისთვის და ყველას წარმატებას ვუსურვებ ვინც ახლა იწყებს მზადებას.”

იოანე კვიჟინაძემ ასევე წარმატებით ჩააბარა შემდეგ უნივერსიტეტებში:

US

  • University of Michigan (#19 in Global Ranking ) 
 
  • University of Rochester
 
  • Colgate University
 
  • Binghamton University
 
  • Hamilton College
 
  • Lafayette College
 
  • Trinity College
 
  • Bucknell University
 
  • Dickinson College 
  • University of Connecticut (UConn) 
  • Ithaca College 
  • Purdue University 

UK 


  • University of Edinburgh (Russell Group Member, #7 in Europe) 
  • Royal Holloway, London
 
  • University of Exeter

როგორ ისწავლო ამერიკულ უნივერსიტეტში დაფინანსებით?

იცოდი, რომ ამერიკაში სწავლისას შეგიძლია ჯერ რამდენიმე მიმართულებას დაეუფლო და მხოლოდ შემდეგ აირჩიო კონკრეტულად შენი ინტერესების სპეციალობა? თუ ჯერ კიდევ ფიქრობ ამერიკაში სწავლაზე, ეს გზამკვლევი

ფრანგული ხარისხი და საერთაშორისო შესაძლებლობები

თუ ევროპაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სწავლისთვის ეძებ ძლიერ, საერთაშორისო და ხელმისაწვდომ უნივერსიტეტს, TBS Education  (Toulouse Business School) ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. 1903 წელს ტულუზაში დაარსებული

ქართველი სტუდენტების გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მიზეზები მრავალფეროვანია: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული