მაგისტრატურა იტალიის წამყვან ბიზნესის უნივერსიტეტში

იტალიაში Luiss Business School-ის ციფრული ინოვაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე  განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებული ანა კრიხელი ისწავლის.

სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება არ არის – ეს არის შესაძლებლობა გაიფართო ხედვები, შეიძინო გამოცდილება და შექმნა კავშირები, რომლებიც კარიერისთვის გადამწყვეტი ხდება. სწორედ ასეთ გზას ადგას ანა კრიხელი, რომელიც სექტემბრიდან იტალიის Luiss Business School-ში დაიწყებს სწავლას Digital Innovation Management in Digital Transformation for Corporate and Business Strategy სამაგისტრო პროგრამაზე.

Luiss Business School იტალიის წამყვანი ბიზნესის უნივერსიტეტია, რომელსაც სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს – სტატუსი, რომელსაც მსოფლიოს ბიზნესის სკოლების მხოლოდ 1% ფლობს. აქ სწავლა არა მხოლოდ მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, არამედ რეალურ კარიერულ შესაძლებლობებსაც უზრუნველყოფს.

ანასთვის ეს ნაბიჯი კარიერული ზრდის ახალი ეტაპია – გზა, რომელიც დაგროვებული სამუშაო გამოცდილებით, მიზანმიმართული არჩევანით და  LEAF-ის მხარდაჭერით დაიწყო. ინტერვიუში ანა გვიყვება, როგორ გადაწყვიტა სწავლა საზღვარგარეთ, რას ელის რომში და რას ურჩევს იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს საკუთარი მომავლის დაგეგმვას.

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილება

“განათლების საზღვარგარეთ მიღება ბავშვობიდან მინდოდა, თუმცა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა საქართველოში გადავწყვიტე. ჩემთვის საინტერესოა როგორც ცოდნა, რომელსაც აკადემიურად მივიღებ უცხო ქვეყანაში, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილება, ახალი კულტურის გაცნობა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეგობრების შეძენა. “

უნივერსიტეტის შერჩევა

“სამუშაო გამოცდილებისას ნათლად დავინახე, რომ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმა და ახალი უნარები საჭირო იყო ჩემი კარიერული წინსვლისთვის. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის სკოლას ჰქონოდა სამმაგი აკრედიტაცია, რომელიც მხოლოდ ბიზნესის სკოლების ტოპ 1%-ს გააჩნია. ეს განაპირობებს, როგორც სწავლის ხარისხს, ასევე დასაქმების ალბათობას. ასევე მაგისტრატურის პროგრამაში უნდა ყოფილიყო სტაჟირების მოდული, რომელიც დამეხმარება პრაქტიკაში გადავიტანო მიღებული ცოდნა და გაამრავალფეროვნებს ჩემს რეზიუმეს. ”

პროფესიის არჩევა

“დღეს ციფრული მარკეტერი ვარ და ეს პროფესია 2 წლის წინ პირველი სამუშაო გამოცდილებისას შევისწავლე. ჩემთვის პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანი იყო ის ყოფილიყო აქტუალური ახალ ტექნოლოგიურ ეპოქაში და მოთხოვნადი სამუშაო ბაზარზე. ამ სფეროში ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება და აუცილებელია მარტივად შეძლო ადაპტირება სიახლეებთან, ამიტომ სამაგისტრო პროგრამად ავირჩიე ციფრული ინოვაციების მენეჯმენტი. ეს როგორც ციფრული მარკეტერს დამეხმარება შევიძინო ახალი უნარები და თეორიული ცოდნა, რომელიც გამომადგება სამომავლო კარიერაში. ”

საუნივერსიტეტო სააპლიკაციო პროცესი

“მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება ჩემთვის განსაკუთრებით სტრესული იყო, რადგან გეგმების უეცარი ცვლილებების გამო სულ რაღაც ერთი თვე მქონდა სასურველი უნივერსიტეტის მოსაძებნად, შიდა საუნივერსიტეტო და ენის გამოცდებისთვის მოსამზადებლად.  განათლების ცენტრ LEAF და განსაკუთრებით ჩემი აკადემიური მრჩეველი დამეხმარნენ ეს პერიოდი მარტივად გამევლო, მუდმივად შემეძლო კითხვებისთვის და დახმარებისთვის მიმემართა მათთვის, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დროში ძალიან შეზღუდული ხარ. საბოლოოდ, ეს გამოწვევა წარმატებით დასრულდა  და სექტემბერში სწავლას რომში, ლუისის უნივერსიტეტში გავაგრძელებ. 

დარწმუნებული ვარ ეს თავგადასავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩემს კარიერაში და ერთი სული მაქვს დავიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი რომში. ვინც ახლა ფიქრობს სწავლის გაგრძელებაზე, გირჩევთ კარგად იფიქრეთ მომავალ კარიერაზე. იპოვეთ საყვარელი საქმე, რომელიც გაუძლებს ტექნოლოგიურ წინსვლებს და ამის შემდეგ თქვენს მიზნებზე მორგებული უნივერსიტეტი აირჩიეთ.”

როგორ ისწავლო ამერიკულ უნივერსიტეტში დაფინანსებით?

იცოდი, რომ ამერიკაში სწავლისას შეგიძლია ჯერ რამდენიმე მიმართულებას დაეუფლო და მხოლოდ შემდეგ აირჩიო კონკრეტულად შენი ინტერესების სპეციალობა? თუ ჯერ კიდევ ფიქრობ ამერიკაში სწავლაზე, ეს გზამკვლევი

ფრანგული ხარისხი და საერთაშორისო შესაძლებლობები

თუ ევროპაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სწავლისთვის ეძებ ძლიერ, საერთაშორისო და ხელმისაწვდომ უნივერსიტეტს, TBS Education  (Toulouse Business School) ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. 1903 წელს ტულუზაში დაარსებული

ქართველი სტუდენტების გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მიზეზები მრავალფეროვანია: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული