პროფესია, რომელიც ყველა სფეროში გამოგადგება

 

პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია გარემო და საზოგადოება სადაც მოგიწევს მუშაობა, სადაც მუდმივად განვითარებასა და ინოვაციებზე იქნები ორიენტირებული და შენი დროის უმეტეს ნაწილს გაატარებ.

რა არის ის საქმე, რისი კეთებაც გესიამოვნება და ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც საინტერესო იქნება შენთვის?

გიფიქრია სად და რომელ კომპანიაში გსურს სამომავლოდ დასაქმება? იქნებ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებ?

მაშინ დაგჭირდება იცოდე როგორ მართო, როგორ გააპიარო და როგორ გაყიდო შექმნილი პროდუქტი თუ მომსახურება.

ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მიმართულებები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, მეწარმეობა იგივე ენტერპრენერობა, მოგცემს ისეთ ცოდნას და უნარებს, რაც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოგადგება. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ბიზნესის კურსდამთავრებულებს ბევრ სხვადასხვა სექტორში შეუძლიათ დასაქმება. ეს არის პროფესია, რომელიც მრავალფეროვან არჩევანს მოგცემს ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად.

წარმატებულ მწვერვალზე ასასვლელად საჭიროა შესაბამისი განათლების მიღება და უნივერსიტეტის სწორად შერჩევა. სწავლის პერიოდში უნივერსიტეტები გეხმარებიან სტაჟირება გაიარო ისეთ კომპანიებში, სადაც რეალურ გარემოში შეისწავლი ბიზნესის თავისებურებებს და იმუშავებ რეალურ ქეისებზე. ისწავლი ბაზრის დინამიკას, მომხმარებელთა ქცევას, ეკონომიკურ ტენდენციებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურებს, რაც საშუალებას მოგცემს მიიღო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებები და ეფექტურად იმოქმედო საქმიან გარემოში.

ეს სასწავლო მიდგომა მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოგცემს შენი სამომავლო კარიერისკენ, დასაქმდე მსოფლიოს ლიდერ კომპანიებში, ან შექმნა საკუთარი ბიზნესი.


თუმცა, როგორ შეარჩიო ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც კარიერის გზაზე შენს რეზიუმეში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მოგცემს უახლეს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას?

 

ამ პროცესის გასამარტივებლად, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბიზნესის უნივერსიტეტები ახლა საქართველოში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს თავიან სასწავლო პროგრამებსა და დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრონ.
6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. შენ გექნება შანსი, რომ პირადად შეხვდე მათ და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/

მანამდე კი გაიცანი ის უნივერსიტეტები, სადაც ბიზნესის მიმართულებით შეგიძლია ისწავლო და ვისთან შეხვედრასაც შეძლებ გამოფენაზე, შეარჩიე შენთვის საუკეთესო:

  • Bocconi University 

მილანიდან, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით, საერთაშორისო პერსპექტივით და ძლიერი კავშირებით ბიზნესის სფეროსთან. ბოკონი არ არის მხოლოდ განათლება. ეს არის თქვენი ამბიციების რეალობად ქცევის გზა. ბოკონის უნივერსიტეტი მუდმივად ინარჩუნებს საპატიო და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს და QS university ranking-ის მიხედვით მოწინავე პოზიცებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

 

  • IE University 

ცნობილია თავისი აკადემიური სიძლიერით და მაღალი ხარისხის პროგრამებით, რაც შესაბამისი სწავლებისა და მოთხოვნის დონითაც განისაზღვრება. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს. უნივერსიტეტის კამპუსები მადრიდსა და სეგოვიაში აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები, ორმაგი ხარისხი და სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას აძლევს.

 

  • Università Cattolica del Sacro Cuore 

იტალიის ლიდერი აკადემიური სრულყოფილებით და საერთაშორისო ხედვით გამორჩეული, ერთ-ერთი უდიდესი, პრესტიჟული და ყველაზე ცნობილი კერძო უნივერსიტეტი იტალიაში. კათოლიკას უნივერსიტეტი მუდმივად იკავებს ადგილს იტალიისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებით ცნობილია ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, კომუნიკაციის, ფსიქოლოგიის და სოციალური მეცნიერებების პროგრამებში.

 

  • Modul University Vienna 

კერძო უნივერსიტეტი ვენაში, ავსტრიაში თუ გაინტერესებს ტურიზმი, მეწარმოება, მენეჯმენტი, მარკეტინგი ან ბიზნესის ფსიქოლოგია სწორედ ამ მიმართულებებით არის სპეციალიზებული. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი კავშირები ტურიზმისა და ბიზნესის ინდუსტრიასთან, თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან, რათა სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული გამოცდილება, სტაჟირების შესაძლებლობები და ინდუსტრიის უახლესი გამოწვევები.

 

  • Schiller International University 

უნივერსიტეტს აქვს სასწავლო კამპუსები ესპანეთში (მადრიდი), გერმანიაში (ჰაიდელბერგი), საფრანგეთსა (პარიზი) და აშშ-ში (ტამპა ბეი, ფლორიდა) და შესაძლებლობა გექნება აირჩიო და სასწავლო ტრანსფერი განახორციელო შენთვის სასურველ ქვეყანასა და კამპუსში. უნივერსიტეტი გამორჩეულია მნიშვნელოვანი სასწავლო დაფინანსებებით და გლობალური ტრანსფორმაციული განათლების სისტემა საშუალებას გაძლევს მიიღო აკრედიტებული ორმაგი ხარისხი (აშშ და ევროპული). სასწავლო პროგრამები შექმნილია თეორიის პრაქტიკასთან შერწყმით.

 

  • Fanshawe College of Applied Arts and Technology 

კანადიდან გთავაზობთ პროგრამების ფართო სპექტრს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, ჯანდაცვის მეცნიერებები, ტექნოლოგია, Hospitality, მედია ხელოვნება და სხვა. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა ხაზს უსვამს პრაქტიკული სწავლის გამოცდილებას, რათა მოამზადოს სტუდენტები სამუშაო ბაზრისთვის. ბევრი პროგრამა მოიცავს სწავლისას სტაჟირებას და პრაქტიკას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ რეალურ სამყაროში გამოცდილება და დაამყარონ ინდუსტრიული კავშირები. აქვს ძლიერი პარტნიორობა ინდუსტრიის ლიდერებთან, რაც ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ პერსპექტივებს.

 

  • Turiba University 

ტურიბას უნივერსიტეტი, როგორც პირველი კერძო უნივერსიტეტი ლატვიაში, რიგაში, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ბიზნესსა და სამართალზე ორიენტირებული პროგრამებით. უნივერსიტეტი დიდ აქცენტს აკეთებს პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებაზე, რათა მოამზადოს სტუდენტები პროფესიული სამყაროს მოთხოვნებისთვის. ბევრი პროგრამა მოიცავს სტაჟირებას, პრაქტიკულ პროექტებს და სიმულაციებს რეალურ სამყაროში გამოცდილების უზრუნველსაყოფად.

 

  • EKA University of Applied Sciences ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური უნივერსიტეტი გთავაზობს მარკეტინგის, ბიზნესის, მენეჯმენტის და პროგრამირების მიმართულებებს განსაკუთრებულ ფასად. უნივერსიტეტი U-Multirank-ის სარეიტინგო სიაში წამყვან პოზიციებზეა ლატვიურ კერძო უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტს ძლიერი კავშირები აქვს ბიზნეს სექტორებთან, რაც სტაჟირებისა და დასაქმების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია.

 

  • Vilnius University Faculty of Economics and Business Administration 

ლიტვაში ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური სასწავლებელია, რომელიც გთავაზობთ პროგრამებს ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფინანსებში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში განსაკუთრებულად ბიუჯეტურად. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი საერთაშორისო ფოკუსირება გაცვლითი პროგრამებით, საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებით და პარტნიორობით უნივერსიტეტებთან მთელ მსოფლიოში. სასწავლო სისტემა ხელს უწყობს მეწარმეობას და ინოვაციას კურსების, სემინარების და კლასგარეშე აქტივობების მეშვეობით.

 

  • SRH Berlin University of Applied Sciences

 გთავაზობს კვლევებსა და ინოვაციებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას. მრავალფეროვანი პროგრამები საშუალებას მოგცემს მარტივად იპოვო შენთვის საინტერესო მიმართულება. SRH უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 97% დასაქმებულია სწავლის დასრულების პირველივე წელს. უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში საშუალება გექნება სწავლის პროცესში იმუშაო რეალურ ქეისებზე და მათთან გაიარო სტაჟირებები.

გამოფენაზე განათლების ცენტრ LEAF-ის განათლების კონსულტანტები დაგხვდებიან, რომლებიც შენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში ჩაბარებაში დაგეხმარებიან და სრულ სააპლიკაციო პროცესს შენთან ერთად გაივლიან.

ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:
6 აპრილი, 12:00 – 17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/
გისურვებთ წარმატებებს!

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით?

საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო განათლების მიღება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დღეს შესაძლებლობები იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით.

აღმოაჩინე შენი მომავალი დანიაში

როგორ გახდე ანტრეპრენერი? როგორ აქციო შენი იდეა რეალურ პროექტად? როგორ შექმნა და აწარმოო? სად შეგიძლია მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება? როგორ შეარჩიო უნივერსიტეტი ან

როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის,