საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებაა. სწორედ აქ ჩნდება TOEFL (Test of English as a Foreign Language), რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილია.
რატომ არის TOEFL აუცილებელი?
საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად ინგლისური ენის სერტიფიკატი თითქმის ყოველთვის სავალდებულოა. TOEFL კი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული გამოცდაა, რომელსაც მსოფლიოს 160+ ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები აღიარებენ.
რატომ უნდა აირჩიო TOEFL სხვა გამოცდების ნაცვლად?
- ობიექტური შეფასების სისტემა – TOEFL ბარდება კომპიუტერზე, ამოწმებს ხელოვნური ინტელექტი, ნაშრომი ავტომატურად და ობიექტურად ფასდება, არ ხდება პირადი კონტაქტი გამოცდის შემფასებელთან, რაც უზრუნველყოფს სუბიექტურობის აღმოფხვრას და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერით და სასაუბრო ნაწილებში.
- საერთაშორისო აღიარება – TOEFL-ს იღებენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, რაც ზრდის შენი აპლიკაციის წარმატების შანსს უფრო მეტ უნივერსიტეტში.
- გამოცდის მოქნილობა – შეგიძლია ტესტი ჩააბარო როგორც ოფლაინ (ტესტ ცენტრში), ასევე ონლაინ, შენთვის მოსახერხებელ გარემოში.
- სწრაფი შედეგები – ტესტის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში იღებ შედეგებს, რაც სამომავლო ეტაპზე არ შეგაფერხებს.
- სტრუქტურირებული გამოცდა – ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი, რაც სრულყოფილად აფასებს შენს ენის ცოდნას.
- სხვადასხვა თარიღზე რეგისტრაციის შესაძლებლობა – ტესტის ჩატარების მრავალფეროვანი თარიღები და მოქნილი არჩევანი.
- მოსმენის სექცია რეალურ საუბრებზეა დაფუძნებული – ეს უკეთესად გამზადებს აკადემიური გარემოსთვის.
- სასაუბრო სექცია უფრო ბუნებრივია – კომპიუტერთან საუბარი ბევრ სტუდენტს მეტად კომფორტულად მიაჩნია.
როგორ გვეხმარება TOEFL უნივერსიტეტებში მიღებისას?
- აპლიკაციის აუცილებელი ნაწილი – უმეტესობა უნივერსიტეტებისა TOEFL-ს ითხოვს როგორც სავალდებულო დოკუმენტს მიღების პროცესში.
- გლობალური კარიერული პერსპექტივები – TOEFL სერტიფიკატი არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ სამუშაო აპლიკაციებშიც გამოგადგებათ.
- საშუალო საჭირო ქულები – ბაკალავრიატისთვის საშუალოდ საჭირო ქულაა 80-100, ხოლო მაგისტრატურისთვის 90-110.
TOEFL-ის ტესტს ქმნის და მართავს “ETS გლობალი” – მსოფლიო ლიდერი შეფასებისა და ტესტირების სფეროში. მათი ტესტების რიგებშია ასევე: GRE და TOEIC.
“ETS გლობალი” LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია. მათთან პარტნიორობის შედეგად, LEAF-ის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სპეციალური ფასდაკლება ტესტზე რეგისტრაციისას შესაბამისი კოდის გამოყენებით, ამიტომ გამოცდაზე რეგისტრაციამდე მისწერეთ მათ გვერდს ფასდაკლების კოდის მისაღებად. რეგისტრაციის პროცესიც მაქსიმალურად გამარტივებულია LEAF-ის გუნდის დახმარებით, რაც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.
თუ გსურს საერთაშორისო განათლება საზღვარგარეთ, TOEFL სერტიფიკატი აუცილებელია. განათლების ცენტრი LEAF მზად არის დაგეხმაროს როგორც ტესტზე რეგისტრაციაში, ასევე მოსამზადებელ კურსებში.
ახლა ყველაზე კარგი შანსი გაქვს პირადად შეხვდე ETS Global-ის წარმომადგენელს გამოფენაზე და ამომწურავად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ჩაინიშნე დრო და გელოდებით:
5 აპრილი
12:00 -17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- პროექტის პარტნიორია ტურისტული კომპანია Check-in Travel
- გამოფენის ოქროს სპონსორია IE University და ETS TOEFL, ხოლო პლატინიუმ სპონსორია Università Cattolica del Sacro Cuore.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
- კანტის აკადემია
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook
- გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia