LEAF-ის კურსდამთავრებულები

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები იყო უნივერსიტეტის რეპუტაცია, საერთაშორისო სტუდენტებისთვის შექმნილი გარემო და კარიერული შესაძლებლობები. Domus Academy გამოირჩევა ინოვაციური სწავლების მეთოდებით, ინდუსტრიასთან კავშირებითა და კრეატიული განვითარების ხელშეწყობით. LEAF განათლების ცენტრმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ პროცესში. დამეხმარა უნივერსიტეტების შერჩევაში, სააპლიკაციო პროცესის სწორად დაგეგმვაში და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

ლუკა შალიკაშვილი

Domus Academy
Bachelor of Arts Programme in Design
დაფინანსება: 12 000 ევრო

წარმატებით ჩავაბარე ამერიკის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ უნივერსიტეტებში: New York University, University College London, City University of London, Boston University, Fordham University, საბოლოოდ კი არჩევანი Boston University-ზე შევაჩერე. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის გადამწყვეტი იყო პროგრამის ხარისხი, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ბალანსი და პარტნიორობა წამყვან ფინანსურ კომპანიებთან. განათლების ცენტრი LEAF-ში, ჩემი ქაუნსლერის გამოცდილებამ და პრაქტიკულმა რჩევებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა როგორც სააპლიკაციო დოკუმენტების მოწესრიგებაში, ისე ინტერვიუებისთვის მზადებაში.

ანა ჩაჩუა

Boston University
MS in Data Analytics & Business Computing

IE უნივერსიტეტმა განსაკუთრებით მომხიბლა მულტიკულტურული გარემოთი და ლიდერობისა და სოციალური გავლენის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებით. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისეთი გარემოს პოვნა, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მომცემდა. LEAF ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში. სწორედ მათი მხარდაჭერით შევარჩიე სწორი უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს აკადემიურ და პროფესიულ მიზნებს.

ნიკოლოზ კირვალიძე

IE University
Bachelor in Business Administration
დაფინანსება: 60 000 ევრო

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყანა, სადაც მოდის დიზაინი პრიორიტეტულია და მუდმივად ინოვაციაზეა ორიენტირებული. ჩემი უნივერსიტეტი მომცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ პროფესიულად განვვითარდე, არამედ ვიმუშაო წამყვან ბრენდებთან და შევიძინო უნიკალური გამოცდილება მოდის ინდუსტრიის გულში. ძალიან კმაყიფილი ვარ არჩეული უნივერსისტეტით, რაშიც ძალიან დამეხმარა LEAF და ყველას ვურჩევ რომ არასოდეს არ შეშინდნენ და გადადგან ნაბიჯები საერთაშორისო განათლებისკენ.

სოფი შელია

Istituto Marangoni
Fashion Design & Accessories

IE University-თან ერთად ასევე ჩავაბარე Bocconi Universit-სა და American University in Bulgaria-ში და ჯამში მოვიპოვე 142 980 ევროს დაფინანსება. LEAF დამეხმარა ამერჩია უნივერსიტეტი, რომელიც ჩემს ინტერესებს მოერგებოდა და შემდეგ აკადემიური მრჩეველი დამეხმარა საუნივერსიტეტო პროცესის ყველა ეტაპზე, რომ შემექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც შეესაბამებოდა უნივერსიტეტის მოთხოვნებს, ინტერვიუს პროცესს და ა.შ. LEAF -ის დახმარებით უნივერსიტეტებში აპლიკაციის გაგზავნის პროცესი იყო ნაკლებად სტრესული, რადგანაც ვიცოდი რომელ საფეხურზე რა მჭირდებოდა და რა უნდა გამეკეთებინა.

მარიამ პავლიაშვილი

IE University
Dual Degree in Business Administration & Political Science
დაფინანსება: 142 980 ევრო

სულ ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. ვიცოდი რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა ჩემი მომავლისთვის და ასევე ჩემი კარიერული და პიროვნული ზრდისთვის. LEAF დამეხმარა ჩემზე მორგებული უნივერსიტეტების მოძიებაში, ჩემი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, და რა თქმა უნდა, აპლიკაციისა და საბუთების. უნივერსიტეტის არჩევისას რა თქმა უნდა, პირველი, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, უნივერსიტეტის საფასურის გადახდა იყო და დაფინანსება ამასაც გამიადვილებს.

მარია იაშაკიანცი

Catholic University of the Sacred Heart
Business Administration
დაფინანსება: 8700 ევრო

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილება ჩემთვის პირველ რიგში ხარისხიან განათლებასთან ასოცირდება — განსაკუთრებით ისეთ დინამიურ და სწრაფად მზარდ სფეროში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები. მაქვს მოლოდინი, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ჩავერთვები დიდ და მნიშვნელოვან პროექტებში, შევიძენ კონტაქტებს და პროფესიულად გავიზრდები ახალი გამოწვევებით სავსე გარემოში. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლის შესახებ მხოლოდ ვფიქრობდი — მეშინოდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, საიდან უნდა დამეწყო. სწორედ ამ ეტაპზე გამოჩნდა LEAF, რომელმაც ყველა სირთულე მარტივ ნაბიჯებად აქცია.

ნიკოლოზ წიქარიძე

Constructor University
Computer Science
დაფინანსება: 76 500 ევრო

საზღვარგარეთ სწავლით მინდოდა უფრო მეტი გამოცდილება მიმეღო და კარიერულად მეტი შესაძლებლობები მქონოდა. უნივერსიტეტის არჩევის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო აკადემიური პროგრამების ხარისხი და უნივერსიტეტის მრავალფეროვანი და მეგობრული გარემო, რომელიც დამეხმარებოდა ადაპტირებაში, რადგან მარტივი არ არის შეიცვალო ქვეყანა, გარემო და ენა ერთდროულად. LEAF-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი მოთხოვნების შესაბამისი უნივერსიტეტის შერჩევაში. დამეხმარნენ მომეგვარებინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მომაწოდეს ყველა საჭირო ინფორმაცია და გამიადვილეს აპლიკაციების შევსების პროცესი.

ნია ჩხაიძე

Western Connecticut State University
Criminal Justice
დაფინანსება: 53 600 დოლარი

წარმატებით ჩავაბარე რამდენიმე უნივერსიტეტში: Masaryk University, American University in Bulgaria 10480 ეევროს დაფინანსებით, Vilnius University-ში, Catholic University of the Sacred Heart 8700 ევროს დაფინანსებით, და LCC International University 6608 ევროს დაფინანსებით. საზღვარგარეთ სწავლით შესაძლებლობა მექნება ვისწავლო თანამედროვე მეთოდებით კულტურულად მრავალფეროვან გარემოში. LEAF დამეხმარა ჩემს ინტერესებზე მორგებული უნივერსიტეტის არჩევაში. მათ გაითვალისწინეს ჩემი ყველა სურვილი და მოთხოვნა და შემომთავაზეს საუკეთესო ვარიანტები.

ანასტასია კოკაია

Masaryk University
Political Science and International Relations
დაფინანსება: 25 788 ევრო