საქართველოში დაბრუნების პერსპექტივები

საქართველოში დაბრუნების პერსპექტივები: რატომ უნდა გამოიყენო შენი განათლება ქვეყნისთვის?

 

დღეს, როდესაც საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობა იზრდება, უამრავი ქართველი ახალგაზრდაა, ვინც საზღვარგარეთ სწავლას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ მთავარი კითხვაა: რა უნდა გავაკეთოთ ამის შემდეგ? უნდა დავრჩეთ უცხოეთში თუ დავბრუნდეთ საქართველოში?

საქართველოს განვითარების გასაღები სწორედ საერთაშორისო განათლებულ ახალგაზრდებშია.

განათლება როგორც განვითარების ინსტრუმენტი 

საერთაშორისო განათლება არა მხოლოდ ცოდნის, არამედ ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროა. საქართველოში დაბრუნება და მიღებული განათლების პრაქტიკაში გამოყენება საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, შექმნან ცვლილებები სხვადასხვა სექტორში — იქნება ეს ბიზნესი, ტექნოლოგიები, მეცნიერება თუ განათლება.

კარიერული შესაძლებლობები საქართველოში 

ბევრს შესაძლოა ჰქონდეს შიში, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კარიერული განვითარების პერსპექტივები შეზღუდული იქნება. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა აქტიურად ვითარდება, არაერთი საერთაშორისო კომპანიაც მოღვაწეობს და იქმნება ახალი პოზიციები, რომლებიც საჭიროებს საერთაშორისო განათლებითა და უნარებით აღჭურვილ კადრებს.

სოციალური პასუხისმგებლობა და ახალი თაობის მისია 

საზღვარგარეთ მიღებული განათლება ახალგაზრდებს უფართოებს თვალსაწიერს, წარმოდგენას უქმნის მრავალი სხვადასხვა მიმართულებით და აძლევს ცოდნას სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკების შესახებ, ამიტომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მისთვის საინტერესო სფეროში და განავითაროს ქვეყნის მასშტაბით. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა ინოვატორი ქმნის ახალ პროექტებს და სტარტაპებს, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

თუ არ დავბრუნდებით და არ გამოვიყენებთ ჩვენს უნარებს საქართველოში, ვინ გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად?

კავშირების გამოყენება 

საზღვარგარეთ მიღებული განათლება არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მნიშვნელოვან კავშირებსაც ქმნის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეს კავშირები შეიძლება გახდეს ეკონომიკური და სოციალური პროექტების განვითარების საწინდარი.

კულტურული და სოციალური გავლენა 

ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, ხდებიან გლობალური მოქალაქეები, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ ქართულ იდენტობას. ეს უნიკალური შეხამება მათ საშუალებას აძლევს, უკეთესად გააცნონ საქართველოს კულტურა მსოფლიოს და, ამავე დროს, მსოფლიოს გამოცდილება მოიტანონ საქართველოში.

ახალგაზრდა თაობა არის ხიდი საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

საქართველოში დაბრუნება საზღვარგარეთ მიღებული განათლებით არის არა მხოლოდ პირადი გადაწყვეტილება, არამედ ეროვნული განვითარების აქტიური ნაბიჯი. ყოველი განათლებული ახალგაზრდა არის პოტენციური ლიდერი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უკეთეს მომავალს.

საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნება არ არის უკან დახევა, ეს არის ნაბიჯი წინ — იმისკენ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და დავტოვოთ ჩვენი კვალი ისტორიაში.

თუ საერთაშორისო განათლებით და საზღვარგარეთ სწავლით ხარ დაინტერესებული განათლების ცენტრი LEAF, როგორც ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების პარტნიორი საქართველოში,  სრულ მომსახურეობას გიწევთ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი უნივერსიტეტების მოძიებასა და სრულ სააპლიკაციო პროცესში. LEAF-ის აკადემიური მრჩევლები დაგეხმარებიან სწორად დაგეგმო შენი საერთაშორისო მომავალი.

ახლა საერთაშორისო გამოფენაზე იდეალური შანსი გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან და მიიღო საჭირო ინფორმაცია. არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, გადადგი ნაბიჯი შენი ოცნების რეალიზებისკენ!

 

📆 5 აპრილი

🕛12:00 -17:00 სთ

📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა  დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/ 

 

  • LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
  • ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
  • გამოფენის ოქროს სპონსორია IE University და  ETS TOEFL, ხოლო პლატინიუმ სპონსორია Università Cattolica del Sacro Cuore.

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

 

მაგისტრატურა იტალიის წამყვან ბიზნესის უნივერსიტეტში

იტალიაში Luiss Business School-ის ციფრული ინოვაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე  განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებული ანა კრიხელი ისწავლის. სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება არ არის

ქართველი სტუდენტი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში

ამერიკაში, Carnegie Mellon University-ში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ უნივერსიტეტში, 100%-იანი დაფინანსებით ეკონომიკისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას დაიწყებს განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებული იოანე კვიჟინაძე.

როგორ ისწავლო ესპანეთში ბიუჯეტურად?

ესპანეთში სწავლის შესაძლებლობა   ესპანეთი ყოველწლიურად ათასობით საერთაშორისო სტუდენტს იზიდავს. ამის მიზეზია მაღალი ხარისხის ევროპული განათლება, ბიუჯეტური საფასური და მეგობრული, მრავალფეროვანი გარემო. გარდა ამისა, ესპანური