განათლების ცენტრი LEAF-ის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად აბარებენ LCC-ში 100%, 90% და 70% -იანი დაფინანსებებით. შემდეგი შეიძლება შენც იყო და სწორედ ამიტომ გამოიყენე შანსი პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების გამოფენაზე და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია, რისთვისაც მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
უნივერსიტეტის სასწავლო გარემო
LCC International University-ში განსაკუთრებული მულტიკულტურული გარემოა და სტუდენტები 50-ზე მეტი ქვეყნიდან სწავლობენ, ერთად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში, რაც საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
უნივერსიტეტში ამერიკული სტილის განათლებაა, რაც მოიაზრებს, რომ ყველა სტუდენტი გადის ლიბერალური განათლების საბაზისო კურსს და პარალელურად ირჩევს მთავარ სპეციალობას. სასწავლო პროცესში ჩართულია დისკუსიური ლექციები, პრაქტიკული კომპონენტები, პრაქტიკები ხორციელდება პარტნიორ კომპანიებში პროფესიების მიხედვით. ასევე, სასწავლებელი გამოირჩევა განსაკუთრებული ურთიერთობებით უნივერსიტეტის პროფესორებთან, უშუალო კომუნიკაციით სტუდენტები იღებენ აკადემიურ თუ სოციალურ საკითხებზე პერსონალურ მხარდაჭერას.
უნივერსიტეტში სხვადასხვა სტილის დაფინანსებებიც ხელმისაწვდომია, რაც ისედაც ბიუჯეტურად სწავლის შესაძლებლობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
უნივერსიტეტში შეგიძლია ისწავლო საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა, თეოლოგია, ბიზნესის და კომუნიკაციის მენეჯმენტი, ინგლისური ენა და ლიტერატურა და სხვა.
სტუდენტური ცხოვრება
საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ მეცადინეობა და ლექციები არ არის – ეს არის ახალი მეგობრები, მრავალფეროვანი კულტურები და დაუვიწყარი გამოცდილებები. ამიტომ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.
უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა ინტერესის სტუდენტური აქტივობები და კლუბები, სპორტული და ცეკვის გუნდები, კულტურული ღონისძიებები და პროფესიული კლუბები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად.
LCC-ს კამპუსზე ორი თანამედროვე რეზიდენციაა, აპარტამენტები საერთო სამზარეულოთი და საცხოვრებელი სივრცეებით. ღირებულება იწყება დაახლოებით €550 – სემესტრიდან, რაც ძალიან ბიუჯეტური ფასია, როდესაც შუაგულ ევროპაში ცხოვრობ.
კარიერული შესაძლებლობები
უნივერსიტეტში მოქმედებს Career Development Center, რომელიც ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზრისთვის, შეადგინონ CV, სწორად წარმართონ ინტერვიუ და განავითარონ საჭირო უნარები.
უნივერსიტეტის დახმარებით შეგიძლია სტაჟირებები გაიარო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ადგილობრივ კომპანიებში.
რატომ უნდა აირჩიო LCC?
LCC International University იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს:
- ამერიკულ სტილის განათლებას ევროპაში,
- ევროპაში ბიუჯეტურად სწავლის და ცხოვრების შესაძლებლობას,
- საერთაშორისო განათლებას დაფინანსებით,
- რეალურ კარიერულ გამოცდილებას სწავლების პარალელურად.
შენი მომავალი კარიერა ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაიწყე ეს გზა განათლების გამოფენაზე.
არ გამოტოვო შესაძლებლობა პირადად შეხვდე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელს LEAF-ის განათლების გამოფენაზე, მიიღო ყველა საჭირო ინფორმაცია და იპოვო შენს ინტერესებზე მორგებული უნივერსიტეტი.
გამოფენაზე დასწრება სრულიად უფასოა, შეუძლია ყველას და საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
📆11 ოქტომბერი, 12:00 -17:00 სთ
📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
📆12 ოქტომბერი, 13:00 -18:00 სთ
📍ბათუმი, Radisson Blu Hotel Batumi
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- პროექტის პარტნიორია ბარამბო
- LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია BPN
- გამოფენის ოქროს სპონსორია American University in Bulgaria, ხოლო ვერცხლის სპონსორები: LCC International, EHL Hospitality Business School.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia