⭐️EU Business School
🔶ქვეყანა: Spain, Barcelona
🔶მიმართულება: საუნივერსიტეტო ბანაკი
🔶ენა: ინგლისური
🔶ასაკი: 16-18 წელი
🔴სტუდენტი მიემგზავრება ინდივიდუალურად
გაინტერესებს როგორია სტუდენტობა? სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებ, EU Business School გაძლევს შანს მათ კამპუსზე იცხოვრო სტუდენტების გვერდით და ჩაერთო რეალურ სტუდენტურ ცხოვრებაში, ლექციები, სემინარები, პრაქტიკები, აქტივობები და ა.შ.
5 მიზეზი, რატომ უნდა შეუერთდე ბარსელონას International Summer School-ს
- კავშირები, რომლებიც დიდხანს გრძელდება – გაიჩინე მეგობრები მთელი მსოფლიოდან, ვისთანაც კონტაქტს მომავალშიც შეინარჩუნებ.
- საერთაშორისო ხედვა – იქნები დინამიურ, მულტიკულტურულ გარემოში და განსხვავებულ კულტურებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაიცნობ.
- ბარსელონას ცხოვრების სტილი – გაიცნობ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ და საინტერესო ქალაქს.
- როგორია სწავლა EU Barcelona-ში – გამოსცდი სტუდენტურ ცხოვრებას საერთაშორისო ბიზნესის სკოლის გარემოში.
- ბიზნესისა და მეწარმეობის უნარების განვითარება – გაიღრმავენ ცოდნას ბიზნესის სფეროში და გადადგამ პირველ ნაბიჯებს შენი კარიერული ოცნებისკენ.
თუ გინდა ზაფხული, რომელიც ერთდროულად არის სწავლა, თავგადასავალი და ახალი კავშირები – ეს გამოცდილება ზუსტად შენთვისაა
➡️Study Business at EU Business School
➡️თარიღი: 5 ივლისი , 19 ივლისი & 2 აგვისტო (2026)
🔶ფასი: 2 კვირა €3,850
ფასში შედის:
➡️სასწავლო პროგრამა
➡️Welcome და farewell წვეულებები
➡️საცხოვრებელი: ერთადგილიან ან ორადგილიან ოთახებში: საცხოვრებელი იქნება Residència Universitària Resa Barcelona Diagonal-ში – თანამედროვე, კომფორტულ უნივერსიტეტის რეზიდენციაში, რომელიც მდებარეობს უსაფრთხო და პრესტიჟულ უბანში, კამპუსიდან ფეხით სავალ მანძილზე. კამპუსი გთავაზობს თანამედროვე ოთახებს, სპორტდარბაზს, სასწავლო სივრცეებს, 24/7 დაცვას და Wi-Fi-ს.
➡️კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი
➡️სპორტული და სოციალური ღონისძიებები შუადღის შემდეგ, ქალაქის დათვალიერების ტური: Sagrada Família, Aquarium და CosmoCaixa Science Museum, სანაპირო ფრენბურთი, sailing trip, და კიდევ ბევრი სხვა აქტივობა
➡️კვირაში 1 კომპანია-ვიზიტი ან მასტერკლასი
➡️EU Business School-ის კურსის დასრულების სერტიფიკატი
➡️24-საათიანი მხარდაჭერა პროგრამის კოორდინატორისგან
პროგრამაში არ შედის:
- ბარსელონამდე მგზავრობა და დაბრუნება
- აეროპორტის ტრანსფერი
- მეურვეობა (Guardianship)
⚠️ბანაკში მისაღებად აუცილებელია: LEAF-ის ინგლისური ენის ტესტი – English level of B2 ან სერტიფიკატი: TOEFL score of 79; IELTS of 6.0; CAE of 169 or equivalent.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ EU Business School-ის სერტიფიკატს და ასევე გექნება შესაძლებლობა მოიპოვო დაფინანსება* იმ საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებიც ისწავლება EU-ის ნებისმიერ კამპუსზე.
❌ფასში არ შედის ავიაბილეთი, ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა