LEAF-ისა და BHMS უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში, BHMS-ის კულინარიული აკადემია გახდა „შეფების ლიგის“ გენერალური სპონსორი და გამარჯვებულს დაუვიწყარი გამოცდილება აჩუქა.
გურანდა ქავთარაძე უკვე გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც მას ელოდება 10-კვირიანი კონდიტერიის კურსი. პროფესიონალების ხელმძღვანელობით მიღებული ცოდნა გურანდას კარიერას ახალ საფეხურზე აიყვანს!
ეს არის დასტური იმისა, რომ შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის იმსახურებს აღიარებას. ვუსურვებთ გურანდას წარმატებებს და მოუთმენლად ველით მისი ნამუშევრების დაგემოვნებას სამშობლოში!