🎓 LEAF-ისა და საქართველოს ბანკის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური წარმატებით დასრულდა!
📍 რუსთავი | გორი | ქუთაისი | ზუგდიდი
LEAF-მა და საქართველოს ბანკმა ოთხ ქალაქში გამართულ შეხვედრებზე საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს უმასპინძლეს.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია:
🎓 მათ ინტერესებსა და კარიერულ მიზნებზე მორგებული უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევის შესახებ;
💰 სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის საფასურისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
📚 უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო გამოცდებისა და მოსამზადებელი პროცესის შესახებ;
📝 სააპლიკაციო დოკუმენტების, CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადების შესახებ;
📅 სააპლიკაციო პროცესის დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი ვადების შესახებ.
💚 მადლობა თითოეულ მონაწილეს ასეთი დიდი ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს, საქართველოს ბანკს, რომლის მხარდაჭერითაც შევძელით საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გაზიარება.
🌍 LEAF აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას საერთაშორისო განათლებისკენ მიმავალ გზაზე!