ხშირად დასმული კითხვები

LEAF-ის College Counselling-ის კურსი მოიცავს:

  • სწორი უნივერსიტეტების მოძიებას თქვენი ინტერესების, აკადემიური შედეგების და ბიუჯეტის შესაბამისად, 
  • სააპლიკაციო პროცესში დახმარებას,
  • ფინანსური აპლიკაციის შევსების კონსულტაციას, 
  • კონსულტაცია ესეებზე, 
  • კონსულტაციას სწორი CV ის მომზადებისთვის.

ასევე გთავაზობთ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო გამოცდებში მომზადებას:  TOEFL, IELTS, SAT

საზღვარგარეთ სწავლისთვის უნდა გქონდეთ ან TOEFL, ან IELTS-ის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 ევროპასა და ამერიკაში ორივეს თანაბარი წონა აქვს, ბრიტანეთში კი IELTS სჯობს რადგან ვიზა ითხოვს. 

იმისთვის, რომ TOEFL კარგად დაწეროთ, უნდა იცოდეთ სალიტერატურო ინგლისური, ტესტის ძირითადი აქცენტი ტერმინოლოგიაზე არის გამახვილებული, შეგხვდებათ კლასიკური ინგლისურის ტერმინები.

რაც შეეხება, IELTS- ეს ბრიტანული ინგლისურის დამადასტურებელი სერტიფიკატია და აქ მთელი აქცენტი თემის წერაზეა გადატანილი. სავარჯიშოები შედარებით მარტივია. 

TOEFL -ის გამოცდის ყველა ეტაპი ტარდება კომპიუტერთან, ხოლო IELTS პირისპირ ადამიანთან.

გამსვლელი ქულები:

TOEFL: მაქსიმალური ქულა: 120. გამსვლელი ქულა საშუალოდ: 70+ 

IELTS: მაქსიმალური ქულა: 9.0  გამსვლელი ქულა საშუალოდ: 6.0+ (5.5-იც მისაღებია ზოგიერთ უნივერსიტეტში)

* გირჩევთ გადაამოწმოთ ინდივიდუალური უნივერსიტეტის გამსვლელი ქულის მოთხოვნა.

მსგავსი საკითხი განიხილება ინდივიდუალურად შერჩეულ უნივერსიტეტთან კომუნიკაციით.
ხშირ შემთხვევაში იხსნება გამოცდის ვალდებულება, მაგრამ არა ყოველთვის.
თუ ბაკალავრიატი ინგლისურ ენოვანი პროგრამა გაქვთ დასრულებული საზღვარგარეთ ინგლისურ ენოვან ქვეყანაში, მაშინ სრულად იხსნება გამოცდის ვალდებულება.

გამოცდაზე რეგისტრაციაში დავეხმარებით თუ სტუდენტი ჩვენი კურსებით სარგებლობს. 
კურსის  დეტალები: https://www.leaf.ge/ielts-momzadeba.html 

გამოცდაზე რეგისტრაციაში დავეხმარებით თუ სტუდენტი ჩვენი კურსებით სარგებლობს.  კურსის  დეტალები: https://www.leaf.ge/toefl-momzadeba.html 

მსგავსი შემთხვევები განიხილება ინდივიდუალურად უნივერსიტეტებთან.
ბევრი უნივერსიტეტი იღებს. მაგალითისთვის Yale უნივერსიტეტი იღებს, Harvard -ის უნივერსიტეტი არ იღებს.

გამოცდა ოფიციალურად გაუქმებული არ არის, და მისი ჩაბარების შემთხვევაში უფრო კონკურენტუნარიანი ხდები როგორც ჩარიცხვისას, ისევე დაფინანსების დროს. მაქსიმალური ქულაა 1600, კონკურენტუნარიანი ქულა ინდივიდუალურია სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ბაკალავრიატი: 

  • სკოლის ნიშნები 9,10,11,12, კლასის
  • მინიმუმ 2 რეკომენდაციის წერილი, 
  • TOEFL ან IELTS სერტიფიკატი, 
  • SAT ქვეყნის მიხედვით, 
  • 9,10,11,12 კლასებში განხორციელებული აქტივობები 
  • CV (ერთი გვერდი)
  • უნივერსიტეტის აპლიკაცია. 

მაგისტრატურა: 

  • ბაკალავრიატის 4 წლის  ნიშნები, 
  • მინიმუმ 2 ლექტორის რეკომენდაცია, 
  • TOEFL ან IELTS სერტიფიკატი, 
  • CV 

ზოგიერთი უნივერსიტეტი იღებს, მაგრამ უნივერსიტეტების არჩევანი მცირდება. TOEFL ან IELTS გარანტირებულად იღებს ყველა უნივერსიტეტი.

ზოგადად, მაღალი აკადემიური მოსწრება და არაფორმალური განათლების აქტივობები, თუმცა გააჩნია კონკრეტული დაფინანსების პირობებს. 
არსებობს ორი ტიპის დაფინანსება:
Financial Aid დამოკიდებულია ფინანსურ საჭიროებაზე,
Scholarship & Grants დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე.

დაფინანსება არის ორი ტიპის დამსახურებაზე  დაფუძნებული (Merit Based) და საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული.   

🔶 დამსახურებაზე დაფუძნებულ (Merit Based) დაფინანსებაზე უნივერსიტეტი განიხილავს თქვენს აპლიკაციას (თქვენს აკადემიურ მოსწრებას, განხორციელებულ აქტივობებს და ა.შ.) და გთავაზობთ ან მთლიანს, ან ნახევარს, ან მეოთხედ ან სხვა შედარებით მცირე დაფინანსებას, 

🔶 საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული დაფინანსებისთვის ავსებთ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, რაც დასტურდება ბანკის ცნობებით და შემოსავლების სამსახურის ცნობებით.

 

სწავლის დაფინანსებას წყვეტს უნივერსიტეტი იმ წელს შესული განაცხადების კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ეხება სასწავლო პროგრამას და ცხოვრების ხარჯები თქვენი გადასახდელი იქნება, ზოგიერთი უნივერსიტეტისთვის კი ერთიანად მოიაზრება ხარჯები.

დიახ, თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, დაინტერესების შემთხვევაში გაგესაუბრებათ კონსულტანტი.

არსებობს და პროცესი საკმაოდ კომპლექსურია. დაფინანსების მოპოვების პროცესში დახმარება შედის College Counseling-ის სერვისში.  დეტალურად: https://leaf.ge/scholarship-2/ 

სრულად დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამები:
Chevening – დიდ ბრიტანეთში – მაგისტრატურა
Fulbright – ამერიკაში – მაგისტრატურა

 

Hungaricum – უნგრეთში – ბაკალავრიატი / მაგისტრატურა

როგორც წესი, უნივერსიტეტები შემოიფარგლებიან საერთაშორისო გამოცდებით, თუმცა შიდა გამოცდები საჭიროა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ინჟინერია, არქიტექტურა, სამედიცინო და ა.შ. 

მოთხოვნები განიხილება ინდივიდუალურად, დამოკიდებულია კონკრეტულ უნივერსიტეტზე. ამისთვის გჭირდებათ College Counselling-ის სერვისი, იგივე პირადი კონსულტანტი, რომელიც იმუშავებს ინდივიდუალურად თქვენთან და მოგიძებნით თქვენი მოთხოვნების შესაბამის უნივერსიტეტს. 

Personal Essay ინდივიდუალურია უნივერსიტეტისა და აპლიკანტის პირადი მონაცემებიდან გამომდინარე. ესსეებზე კონსულტაცია შედის College Counselling-ის სერვისში

სრულიად უფასო კურსების ან პროგრამების შემოთავაზება არ შეგვიძლია.
შეგვიძლია დაგეხმაროთ დაფინანსების მოპოვებაში. თუმცა სრული დაფინანსების მოპოვების შემთხვევაშიც კი შესაძლოა, გქონდეთ დამატებითი საცხოვრებელი ხარჯები, რომელიც გარკვეულ ბიუჯეტს მოითხოვს.

ჩვენს მომსახურებაში ვიზაზე დახმარება არ შედის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ქვეყნის საკონსულოსთან შეხება გვქონია და გვაქვს გამოცდილება, აუცილებლად გაგიზიარებთ უანგაროდ.