ქართველი სტუდენტების გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მიზეზები მრავალფეროვანია: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება და სხვა.

თუ წარსულში საზღვარგარეთ სწავლა მიუწვდომელ ოცნებად ითვლებოდა, დღეს უკვე ყველანაირი ბიუჯეტისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტის მოძიება. თანაც, სწორი ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვნად გამარტივდა – აღარ არის საჭირო საათობით ინტერნეტში ძებნა და მონაცემების გადამოწმება. განათლების ცენტრი LEAF ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებს, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შანსი პირადად შეხვდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, მოისმინონ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია პროგრამებზე, დაფინანსებებზე, სტუდენტურ ცხოვრებასა და კარიერულ შესაძლებლობებზე. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

სწორედ ასეთი გამოფენა გაიმართება 11 ოქტომბერს თბილისში და 12 ოქტომბერს ბათუმში – უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურთ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო:   https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/

 

LEAF-ის აკადემიური მრჩევლების შეფასებით, მხოლოდ გასულ წელს 200-მდე სტუდენტმა გააგზავნა უნივერსიტეტებში აპლიკაციები ევროპის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით. განსაკუთრებით მოთხოვნადია საბაკალავრო პროგრამები – დაახლოებით სტუდენტების 70% სწორედ ამ საფეხურს ირჩევს, ძირითადად ამერიკასა და ევროპაში. მაგისტრატურის მიმართ ინტერესი შედარებით ნაკლებია – 30% და აქ მთავარი არჩევანი ევროპასა და დიდ ბრიტანეთზე მოდის.

მიუხედავად ამისა, ევროპა კვლავ ლიდერ პოზიციაზეა: საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებში დაახლოებით 80% ევროკავშირის უნივერსიტეტებს ანიჭებს უპირატესობას, დანარჩენი კი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ნაწილდება. ქართველ სტუდენტებში აზიური უნივერსიტეტები ნაკლებად პოპულარულია.

LEAF-ის კურსდამთავრებულებმა ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში ჯამში 4 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვეს და წარმატებით იწყებენ სწავლას საერთაშორისო გარემოში.

ამერიკული უნივერსიტეტების მიმოხილვა:

რაც შეეხება ამერიკული უნივერსიტეტების არჩევანს, როგორც იცით, სწავლის საფასური საკმაოდ მაღალია,  დაახლოებით 25 000 აშშ დოლარიდან იწყება. სტუდენტებს სჭირდებათ მაღალი აკადემიური მოსწრება და კონკურენტუნარიანი რეზიუმე, რომ შეძლონ მაღალი დაფინანსებებსი მოპოვება. 

მაგალითად, LEAF-ის კურსდამთავრებულმა იოანე კვიჟინაძემ, გასულ წელს ამერიკისა და ბრიტანეთის 15 უნივერსიტეტში ჩააბარა დიდი წარმატებით და საბოლოოდ Carnegie Mellon University-ში (CMU),  მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ უნივერსიტეტში, 100%-იანი დაფინანსებით, ეკონომიკისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება.

ასევე, კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია გიორგი ხაჩატუროვი, რომელმაც რამდენიმე ამერიკულ უნივერსიტეტში 396 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა, და საბოლოოდ Augustana College-ში Computer Science-ის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის. 


ევროპული უნივერსიტეტების მიმოხილვა:

ევროპულ უნივერსიტეტებს რაც შეეხება, ყველანაირი ფასის უნივერსიტეტები არსებობს, აღმოსავლეთ ევროპა ძირითადად 3000-6000 ევროს ფარგლებშია წლიური ბიუჯეტი, ცენტრალური ევროპა 8 000 – 25 000 ევროს ფარგლებში. აქაც შესაძლებელია ნაწილობრივი დაფინანსებების მოპოვება.

როგორც, LEAF-ის აკადემიური მრჩევლები აფასებენ, განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებია: ესპანეთი, იტალია, ლიეტუვა, საფრანგეთი, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი. 

ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე  მოთხოვნადი უნივერსიტეტია IE University, სადაც ყოველწელს  LEAF-ის არაერთი სტუდენტი ირიცხება. წელს გამონაკლისიც კი დაუშვა უნივერსიტეტმა და  LEAF-ის სტუდენტს ანა ტყეშელაშვილს 80% – 80 000 ევროს დაფინანსება მისცა PPE – Politics, Philosophy, Economic საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისთვის.

ასევე,  მთელს ევროპაში ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, საფრანგეთში, Sciences Po-ში დაფინანსებით ისწავლის LEAF-ის კურსდამთავრებული ნუცა იაგანაშვილი. ამ უნივერსიტეტში ჩაბარების სამაოდ მცირე შანსი არსებობს, ამიტომ ეს დიდი წარმატებაა.

ქართველი სტუდენტებისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს იტალიური უნივერსიტეტები: Bocconi University, Cattolica University და დიზაინის მიმართულებით Domus Academy.
ასევე, საკმაოდ მოთხოვნადია ლიეტუვაში შედარებით ბიუჯეტური უნივერსიტეტები, Vilnius University და KTU Kaunas University of Technology, სადაც LEAF-ის რამდენიმე სტუდენტი 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის.

სასტიპენდიო პროგრამები:

უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებებთან ერთად, არსებობს რამდენიმე სრული დაფინანსების სასტიპენდიო პროგრამა, რაც მოიცავს ცხოვრებისა და სწავლის ხარჯების დაფარვას. ასეთებია: Chevening დიდ ბრიტანეთში და Fullbright ამერიკაში მაგისტრატურისთვის, ასევე Hungaricum-ის სტიპენდია უნგრეთში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. წელსაც, LEAF-ის რამდენიმე სტუდენტმა გაიმარჯვა Hungaricum-ში და სრული დაფინანსებით ისწავლიან უნგრეთის უნივერსიტეტებში.

ბოლო პერიოდში ამ მიმართულებითაც გაიზარდა მომართვიანობა, უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ ქართველი დაინტერესებული ახალგაზრდები. 

LEAF-ის გამოფენა საუკეთესო ადგილია საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობების გასაგებად და სწორედ ამიტომ ეს დღე არ უნდა გამოტოვოთ.


თანაც, გამოფენაზე დასწრება სრულიად უფასოა, შეუძლია ყველას და საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას:  https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/ 

📆11 ოქტომბერი, 12:00 -17:00 სთ

📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

 

📆12 ოქტომბერი, 13:00 -18:00 სთ

📍ბათუმი,  Radisson Blu Hotel Batumi


საერთაშორისო განათლების მიღება სტუდენტებს სთავაზობს ცოდნის, გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების უნიკალურ კომბინაციას. მაღალი აკადემიური სტანდარტები, პრაქტიკული მიდგომები და კულტურული მრავალფეროვნება აყალიბებს სტუდენტებს როგორც კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან, შეიტანონ წვლილი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე.

საზღვარგარეთ მიღებული განათლება ახალგაზრდებს უფართოებს თვალსაწიერს, წარმოდგენას უქმნის მრავალი სხვადასხვა მიმართულებით და აძლევს ცოდნას სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკების შესახებ, ამიტომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მისთვის საინტერესო სფეროში და განავითაროს ქვეყნის მასშტაბით. 


LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia

ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი

  • LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია  BPN  
  • გამოფენის ოქროს სპონსორია American University in Bulgaria, ხოლო ვერცხლის  სპონსორები: LCC International, EHL Hospitality Business School.

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia

შვეიცარული განათლება და დასაქმების პერსპექტივები

შვეიცარული განათლება და Michelin-ის ვარსკვლავიან რესტორანში დასაქმების პერსპექტივა სად უნდა შეისწავლო Hospitality თუ არა შვეიცარიაში? ქვეყანა, სადაც ყველა დეტალი უმაღლესი ხარისხით ფასობს და მომსახურების სფეროს

როგორ ისწავლო ევროპაში ბიუჯეტურად?

თუ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურისთვის ბიუჯეტურ უნივერსიტეტს ეძებ საზღვარგარეთ, ამერიკული სტილის განათლება შუაგულ ევროპაში და LCC International University  შეიძლება შენი საუკეთესო არჩევანი იყოს.ლიეტუვაში, კლაიპედაში, ბალტიის ზღვის