გუნდი
მე ანი ვარ, LEAF-ის კომერციული დირექტორი. გარდა იმისა, რომ განათლების ცენტრი ჩემი კარიერის საინტერესო წლებს ითვლის, ასევე ვარ LEAF-ის კურსდამთავრებულიც.
სწორედ ჩვენი აკადემიური მრჩევლების დახმარებით ჩავაბარე შვეიცარიაში, ბაზელში, ჩემთვის საოცნებო მაგისტრატურაზე ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით.
სწავლისა და კარიერის შენების გზაზე, უფრო ნათლად მივხვდი, რამხელა როლი აქვს საზოგადოების განვითარებაში განათლებასა და მარადიული პროგრესის ძიებას. სწორედ, ესაა ჩემი მთავარი მოტივატორი ყოველდღიურ საქმიანობაში: შესაძლებლობების თვალსაწიერის გაზრდა ქართველთათვის. იმედია, შენთვისაც ვიქნებით გზამკვლევები ცხოვრების ამ ეტაპზე. ბედნიერ და ნაყოფიერ მოგზაურობას გისურვებთ განათლების გზაზე.
ანი გველესიანი
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომერციული დირექტორი
მე ვარ გივი, LEAF-ის გენერალური დირექტორი. ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებული და სტიპენდიატი. ვსწავლობდი ჯორჯიის შტატში ქალაქ ატლანტაში Emory University Goizueta Business School-ში.
ასევე ვარ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის სტიპენდიატი, ვსწავლობდი Maastricht School of Management -ში.
ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობ, რომ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გასავლელი პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ ყველას.
გივი გუნცაძე
გენერალური დირექტორი
მე ვარ გიორგი, LEAF -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
2001 წელს წავედი ამერიკაში, წარმატებით დავამთავრე სკოლა St. Anne's-Belfirld School, შემდეგ Hamilton College -ის მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, რაც გახდა მომავალში იმის ინსპირაცია, რომ შემექმნა LEAF და დავხმარებოდი ასობით ახალგაზრდას იმაში რომ წარმატებით გაეგრძელებინათ სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
ასევე ვმუშაობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ბოსტონის არასამთავრებო ორგანიზაციაში Citizen Schools და საინვესტიციო ფონდ სკა კაპიტალში ბიზნეს Associate-ის პოზიციაზე.
გიორგი ჩავლეიშვილი
მმართველი პარტნიორი
მე ვარ გიორგი. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვარ Leaf-ის გუნდის წევრი განათლების ცენტრის ხელმძღვანელის როლში და მაქვს შესაძლებლობა ჩემი გამოცდილება საგანმანათლებლო სერვისების სფეროში მოვახმარო ჩვენს სტუდენტებს.
ჩემი მთავარი ამოცანაა პროცესების ისე კოორდინაცია, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ თითოეული სტუდენტის მოთხოვნებს და დავეხმაროთ მათ მიზნების მიღწევაში.
მე მჯერა, რომ განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რაც ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში განახორციელოს და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვეხმარებოდე ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის ოცნებების რეალობად ქცევაში.
გიორგი მჭედლიშვილი
ცენტრის ხელმძღვანელი
მე ვარ ანუკი, განათლების ცენტრ LEAF-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის მენეჯერი. ვსწავლობდი ესპანეთში Universidad de Barcelona-ს კოლეჯში, ასევე Erasmus staff mobility პროგრამით მაქვს არაერთი ქვეყნის უნივერსიტეტში მიღებული სამუშაო გამოცდილება.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ LEAF-ში მიმდინარე პროცესები იყოს ორგანიზებული და განვითარებაზე ორიენტირებული, რათა დაინტერესებულმა პირებმა მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ ჩვენი გუნდისგან.
ჩემი მთავარი მოტივაციაც სწორედ თანამშრომლებისა და მომხმარებლების კმაყოფილებაა, ეს ორმხრივი პროცესია, რომელიც ხარისხიანი და წარმატებული მომსახურების გარანტიაა.
ანუკი ჯუღელი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის მენეჯერი
მე ვარ ელენე, განათლების ცენტრ LEAF - ის აკადემიური მრჩეველი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი. განათლება მიღებული მაქვს Webster University-ში ვენაში, სადაც საერთაშორისო ურთიერთბების ფაკულტეტზე ვსწავლობდი.
LEAF-ში ვკურირებ უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. მათთან მჭიდრო კომუნიკაცია და პარტნიორობა ჩვენი სტუდენტების მრავალფეროვან არჩევანს განაპირობებს.
ჩემი მოტივაციის წყარო, LEAF -ის კურსდამთავრებულთა წარმატების გაზიარებაა. ახალი ადამიანების აღმოჩენა და მათ წარმატებაში წვლილის შეტანა არის ის, რაც მე პროფესიონალურად მზრდის.
ელენე ჯაფარიძე
აკადემიური მრჩეველი, საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი
მე ვარ ჯუკა, LEAF-ის აკადემიური მრჩეველი. მრავალფეროვანი ინტერესებიდან გამომდინარე, ბაკალავრიატის საფეხურზე ვისწავლე Liberal Arts, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა განვაგრძე პოლიტიკის მეცნიერებების მიმართლებით University of Tartu-ში, ესტონეთში. ჩემი კვლევის საფუძველზე მივაგენი პროგრამებსა და უნივერსიტეტებს, სადაც ჩემი ინტერესების განვითარებას შევძლებდი.
გამოცდილი მაქვს, ეს პროცესი რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ამიტომ სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს მიგნებებსა და დაგროვილ გამოცდილებას სტუდენტებს.
ჯულიეტა პაკაცოშვილი
აკადემიური მრჩეველი
მე ვარ მარიამი, LEAF-ის აკადემიური მრჩეველი, ასევე მათი კურსდამთავრებული, ვსწავლობდი LCC International University ლიეტუვაში. ამჟამად მომავალ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრებისას დაგროვილ ცოდნასა და შეძენილ უნარებს ვუზიარებ.
ჩემი საქმე მოიცავს აპლიკანტებთან შეხვედრებს, მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რაც დამეხმარება სწორი უნივერსიტეტი შევურჩიო სამომავლო წარმატებული კარიერისთვის, შემდეგ უკვე ვავსებთ აპლიკაციებს, ვმუშაობთ ესსეებზე, ვამზადებ ინტერვიუსთვის და ასე შემდეგ.
მარიამ გაბუნია
აკადემიური მრჩეველი
მე ვარ ნინი, ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი. University of Tartu-ში გავიარე Common challenges of competing regionalism-კურსი, ასევე მონაწილეობას ვღებულობდი Global Volunteer ,,AIESEC” პროგრამაში პრაღაში.
ჩემი სამუშაო გამოცდილება სწორედ მომხარებლებთან ურთიერთობაზეა დაფუძნებული და ამან დამანახა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს პროცესების სწორად გამართვას და ინფორმაციის ამომწურავად მიწოდებას.
ჩემი მთავარი მოტივაცია მომხმარებლების კმაყოფილებაა, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობ, რომ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გასავლელი პროცესები იყოს მაქსიმალურად გამარტივებული.
ნინი ფოცხვერია
ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი
მე ვარ გუგა განათლების ცენტრ LEAF-ის აკადემიური მრჩეველი. განათლების მეცნიერებების მაგისტრატურა დავასრულე დიდ ბრიტანეთში University of East Anglia. სააპლიკაციო პროცესი საკმაოდ რთული იყო და ყოველთვის ვეძებდი ვინმეს ვინც შეძლებდა კითხვებზე ეპასუხა და გამოცდილება გაეზიარებინა.
აკადემიური მრჩევლობა საშუალებას მაძლევს ჩემი აკადემიური და სოციალური გამოცდილება გავუზიარო ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას და საზღვარგარეთ სწავლას გეგმავენ. აკადემიური მრჩევლობა საშუალებას გაძლევს შეცვალო ადამიანის ცხოვრება და გახდე მისი წარმატების ნაწილი.
გუგა კოკაია
აკადემიური მრჩეველი