რამდენჯერ გიფიქრია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე? — თუ ხშირად ფიქრობ, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე ჯერ კიდევ არ მიგიყვანია, ალბათ, იმიტომ, რომ ფიქრობ ძალიან დიდ ფინანსებს უკავშირდება.
რეალურად, კი ეს მიზანი დღეს უკვე ხელმისაწვდომია. ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს რომ ევროპაში ბიუჯეტურად სწავლა შეძლო, თანაც საკმაოდ ცნობილ და მოთხოვნად უნივერსიტეტებში. შეგიძლია დრო აღარ დაკარგო დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებაში, ამაში ეს სტატია დაგეხმარება.
ბიუჯეტურად სწავლის შესაძლებლობა
შენ შეგიძლია განსაკუთრებულად დაბალ ფასად მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, ისწავლო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ უნივერსიტეტებში და სტაჟირებების ფარგლებში დასაქმდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. ეს მართლაც შესაძლებელია და ისეთი რეალურია, ვერც კი წარმოიდგენ.
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის საფასური შეიძლება დაბალი იყოს, ევროპული უნივერსიტეტები ინარჩუნებენ მაღალ აკადემიურ სტანდარტებს და ხარისხიან განათლებას. მთავრობის დაფინანსება საშუალებას აძლევს მათ ინვესტიციები განახორციელონ ინფრასტრუქტურაში, კვლევით დაწესებულებებსა და სხვა ისეთ რესურსებში, რომლებიც აუცილებელია სტუდენტებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებისთვის.
ევროპის უნივერსიტეტები გთავაზობენ მრავალფეროვან პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. უნივერსიტეტებს აქვთ თანამშრომლობა სხვადასხვა ინდუსტრიებთან და ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სტაჟირებები გაიარონ პარტნიორ კომპანიებში შემდგომი დასაქმების პერსპექტივებით. ეს ყოველივე, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვან პრაქტიკულ უნარებს უვითარებთ მათ და ამზადებს შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის.
დაბალ ფასს ძირითადად განაპირობებს სახელმწიფო დაფინანსებები და სუბსიდირების პროგრამები, ასევე პრიორიტეტი, რომ განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. და რაც მთავარია, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია გაზარდოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ დასაქმებას საერთაშორისო ბაზარზე.
ბიუჯეტური უნივერსიტეტები
თბილისში 30 სექტემბერს განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც მთელი მსოფლიოდან იქნებიან უნივერსიტეტები. თუ კიდევ ფიქრობ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე, გამოიყენე ეს შესაძლებლობა, რომ ერთ სივრცეში შეხვდე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია ფასების, პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://logos.edu.ge/leaf/
The Biltmore Tbilisi Hotel-ში 12 საათიდან წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი უნივერსიტეტები ბიუჯეტური და მრავალფეროვანი შემოთავაზებებით:
Warsaw University of Business პოლონეთში — საბაკალავრო საფეხურზე სწავლა წლიურად სულ რაღაც 2400 ევროდან 2900 ევრომდე მერყეობს, სამაგისტრო საფეხური კი 2400 ევროდან 3800 ევრომდე გადასახადს შეადგენს.
EKA University of Applied Sciences ლატვიაში — ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გადასახადი შეადგენს 2700 ევროს წელიწადში, ხოლო მაგისტრატურაზე 2800-იდან 3400 ევრომდე.
Transport and Telecommunication Institute ლატვიაში — ღირებულება ბაკალავრიატის საფეხურზე 3500 ევროს, ხოლო მაგისტრატურაზე 4500 ევროს შეადგენს.
Vilnius University ლიეტუვაში — მიმართულებების მრავალფეროვნებას გთავაზობს და სწავლის ღირებულება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე 3 000 ევროდან 6000 ევრომდეა.
LCC International University ლიეტუვაში — სწავლის საფასური ბაკალავრიატზე 3,690 ევროს შეადგენს წელიწადში. უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში.
განათლების ცენტრ LEAF-ს ჰყავს კონსულტანტები, რომლებიც შენს ინტერესებსა და ბიუჯეტზე მორგებულ უნივერსიტეტს მოგიძიებენ, დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: გამოფენა გაიმართება 30 სექტემბერს,12:00-დან 17:00 საათამდე, თბილისში, The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ვენური ყავის სახლი — Julius Meinl;
- საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო — McCann Tbilisi;
- კანტის აკადემია;
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი;
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა — SchoolBook.
გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.
განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University — Academy of Mathematics & Science.
გაიგეთ მეტი: განათლება, განათლების საერთაშორისო გამოფენა, LEAF