რატომ ირჩევენ ქართველი სტუდენტები Cattolica–ს უნივერსიტეტს?
იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი, მრავალფეროვანი პროგრამებით, აკადემიური სრულყოფილებითა და საერთაშორისო ხედვით გამორჩეული Università Cattolica del Sacro Cuore, ცნობილი როგორც Cattolica University – ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტი იტალიაში, კამპუსებით მილანში, რომში, ბრეშია, კრემონასა და პიაჩენცაში. კათოლიკას უნივერსიტეტში ყოველწლიურად აბარებენ ქართველი სტუდენტები და სწორედ აქ იწყებენ საერთაშორისო კარიერას.
კათოლიკას უნივერსიტეტი მუდმივად იკავებს ადგილს იტალიისა და ზოგადად ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებით ცნობილია ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, კომუნიკაციის, ფსიქოლოგიის, მედიცინის და სოციალური მეცნიერებების პროგრამებში.
უნივერსიტეტში სწავლა განსაკუთრებით ხელმისაწვდომია ევროპის და იტალიის ბევრ უნივერსტეტთან შედარებით, ასევე გასცემენ სასწავლო დაფინანსებებს.
სწორედ ახლა, განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით, Cattolica University-ის წარმომადგენელი თბილისში ჩამოდის ქართველ სტუდეტებთან შესახვედრად. დაინტერესებულ ახალგზარდებს შანსი გაქვთ პირადად შეხვდეთ მას და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში სწავლასა და დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით.
კონსულტაციას შეძლებ LEAF-ის გამოფენაზე 29 მარტს, Biltmore Tbilisi Hotel-ში. მოსვლა და კონსულტაცია ყველას შეუძლია სრულიად უფასოდ, საჭიროა რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/
უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს მრავალფეროვანი მიმართულებებით, მათ შორის ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, მედიცინაში, სამართალში, ფსიქოლოგიაში, კომუნიკაციასა და განათლებაში.
მათი საბაკალავრო პროგრამების ნაწილი 3 წლიანი, მაგისტრატურის კი 1 და 2 წლიანი პროგრამებია. ასევე უნივერსიტეტი მედიცინის 6 წლიან სასწავლო პროგრამას გთავაზობთ.
კათოლიკაში მულტიკულტურული გარემოა, სტუდენტებით აქ მთელი მსოფლიოდან არიან. გთავაზობთ უამრავ ინგლისურენოვან პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს და პარტნიორობას გლობალურ კომპანიებთან.
მისი კამპუსები აღჭურვილია თანამედროვე საშუალებებით, მათ შორის ბიბლიოთეკებით, ლაბორატორიებით, სალექციო დარბაზებით, სპორტული ობიექტებითა და სტუდენტური საცხოვრებლით.
უნივერსიტეტს აქვს კარიერული მხარდაჭერა სტუდენტებისთვის და ეხმარება მათ დასაქმებაში. კურსდამთავრებულთა ქსელი საკმაოდ განვითარებულია და უზრუნველყოფს მენტორობის პროგრამებს და კარიერის განვითარების რესურსებს.
რაც მთავარია, Cattolica University LEAF-ის პარტნიორია და აკადემიური მრჩევლები სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან უნივერსიტეტში ჩაბარებაში. თუ გინდა შენც იყო Cattolica -ს მომავალი ქართველი სტუდენტი, არ გამოტოვო შეხვედრა:
📆29 მარტი
🕛12:00 -17:00 სთ
📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
➡️რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია BPN
- გამოფენის პლატინის სპონსორია Università Cattolica del Sacro Cuore , Alpha Aktiv Heidelberg; ოქროს სპონსორია: IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორია LCC International University
- LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:


