როგორ ისწავლო ამერიკულ უნივერსიტეტში დაფინანსებით?

იცოდი, რომ ამერიკაში სწავლისას შეგიძლია ჯერ რამდენიმე მიმართულებას დაეუფლო და მხოლოდ შემდეგ აირჩიო კონკრეტულად შენი ინტერესების სპეციალობა? თუ ჯერ კიდევ ფიქრობ ამერიკაში სწავლაზე, ეს გზამკვლევი დაგეხმარება სწორად შეაფასო და გადაწყვიტო.

გაიგე, როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა, რა დაფინანსებებია და რა გელოდება კამპუსის კედლებს მიღმა. ამერიკაში სწავლა ნიშნავს თავისუფლებას – აირჩიო გზა, რომელიც შენს ინტერესებს ერგება. 

დაამსხვრიე მითი, რომ ამერიკაში სწავლა მხოლოდ ყველაზე მდიდრებისთვისაა. რეალობა სწორედ ისაა, რომ სწორი სტრატეგიით შესაძლებელია წარმატებით ჩაბარება და დაფინანსების მოპოვებაც. აშშ შეიძლება გახდეს ყველაზე გონივრული ინვესტიცია შენს მომავალში: მეტი არჩევანი სპეციალობაში, პრაქტიკული პროექტები, კარიერული ცენტრები, სტაჟირების პროგრამები, გლობალური დიპლომი, მრავალფეროვანი კამპუსები – სწორედ ეს არის ამერიკაში სწავლა „ერთი ქვეყანა = ათასი შესაძლებლობა“.

წარმოიდგინე კამპუსი, სადაც დილით მონაცემთა ანალიზს სწავლობ, შუადღით სტარტაპ-ლაბორატორიაში ხარ, საღამოს კი შენი ინტერესის კლუბის შეხვედრაზე – ამერიკული უნივერსიტეტი ასეთი მრავალფეროვნებით გიხსნის გზას კარიერამდე.

თუ ამერიკაში სწავლაზე ფიქრობ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად განათლების ცეტრი LEAF სპეციალურად შენთვის შეხვედრას მართავს, სადაც მიიღებ საჭირო ინფორმაციას ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლასთან დაკავშირებით:

🗓 15 ნოემბერი  🕔 17:00
📍 ტერმინალი, აბაშიძის ქ. 34

დასწრება უფასოა,  საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://leaf.ge/fiu-study-in-usa/ 

 

სასწავლო პროგრამების სტრუქტურა ამერიკულ უნივერსიტეტებში

ამერიკაში მაგისტრატურა 2 წელი, საბაკალავრო პროგრამა, როგორც წესი, 4 წელი გრძელდება და მოიცავს ზოგადი განათლების კურსებს პირველ წლებში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, შეისწავლონ სხვადასხვა სფერო და მხოლოდ მოგვიანებით განსაზღვრონ თავიანთი სპეციალობა. აქ სწავლება უფრო ინტერაქციულია, სტუდენტებს ხშირად აქვთ გუნდური პროექტები, პრაქტიკული დავალებები და დისკუსიები. 

რაც უფრო მცირე ზომისაა უნივერსიტეტი, უფრო უშუალოა პროფესორებთან კომუნიკაციაც და მათთან ერთად საინტერესო პროექტების წარმოება. რაც უფრო დიდი და მასშტაბურია უნივერსიტეტი აქ შედარებით რთულდება პროფესორებთან კომუნიკაცია და ნებისმიერ საკითხზე მათთან კონსულტირება.

უნივერსიტეტის ხარჯები და დაფინანსებები

ამერიკაში სწავლის საფასური შედარებით მაღალია- 20,000 დოლარიდან ზემოთ, თუმცა ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი დაფინანსებები და ეს ფასი ცხოვრების ხარჯებსაც მოიაზრებს. დაფინანსებისას სტუდენტის აკადემიური მონაცემები უმნიშვნელოვანესია. ბევრი უნივერსიტეტი იყენებს ჰოლისტიკურ შეფასებას – ანუ აფასებენ მთელი პროფილის მიხედვით და არა მხოლოდ ერთი კრიტერიუმით.

Merit-based დაფინანსება: მაღალი აკადემიური შედეგები, ინგლისურის მაღალი დონე, აქტივობები/პროექტები/ოლიმპიადები.

Need-based დაფინანსება: როდესაც ოჯახს არ აქვს საკმარისი ფინანსები წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. მოთხოვნები ცვალებადია.

კულტურული გარემო და სტუდენტური ცხოვრება

ამერიკაში სტუდენტური ცხოვრება ხშირად მოიცავს კამპუსზე აქტიურ ჩართულობას, კლუბებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებს. რაც უფრო დიდია უნივერსიტეტი სტუდენტური ცხოვრებას შესაბამისად უფრო მრავალფეროვანია.

სტუდენტების გამოცდილებები

ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტები განსაკუთრებით კმაყოფილები არიან თავისუფლების მაღალი დონითა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებით.

სტუდენტების აზრი ამერიკულ უნივერსიტეტებში: „ამერიკაში სასწავლო პროგრამები საშუალებას გაძლევს, მრავალ სფეროში მიიღო ცოდნა და მხოლოდ შემდეგ აირჩიო სპეციალიზაცია. პრაქტიკული გამოცდილება და სტაჟირებები აქ ძალიან მაღალი დონისაა. კამპუსში სტუდენტური ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია და ყველანაირი ინტერესის სფეროს მოიცავს.’’

უნივერსიტეტის შერჩევა

უნივერსიტეტის და ქალაქის არჩევანი დამოკიდებულია სტუდენტის სურვილზე თუ რა გარემოში გრძნობს ის თავს რეალიზებულად და კმაყოფილად, მის პირად მიზნებზე, ფინანსურ შესაძლებლობებსა და კარიერულ მიმართულებებზე. თუ გსურთ ფართო არჩევანი და ინტერაქციული სასწავლო გარემო, ამერიკა საუკეთესო ალტერნატივაა.

აშშ არის დიდი და მრავალფეროვანი აკადემიური ეკოსისტემა, სადაც მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიო დონის კომპანიებთან და კვლევით ცენტრებთან. აქ სწავლა გამოირჩევა ინოვაციით, კულტურით, ინდუსტრიული კავშირებით და კარიერული ქსელებით. 

რა უპირატესობები აქვს ამერიკულ განათლებას:

  • მრავალფეროვანი განათლება სხვადასხვა მიმართულებით, შემდეგ – სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებით.
  • თანამედროვე ლაბორტოერიები, ინდუსტრიული პროექტები, სტარტაპ-ეკოსისტემა.
  • კარიერული მხარდაჭერა, სტაჟირებები, ალუმნი-ქსელი.
  • საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი.
  • მულტიკულტურული გარემო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება.

 

თუ ამერიკაში სწავლაზე ფიქრობ, ახლა შანსი გაქვს პირადად მიიღო დეტალური და საჭირო ინფორმაცია. ყველა ინფორმაციას და რჩევებს პირდაპირ უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები გაგიზიარებენ:


🎓 ინფორმაციას და რჩევებს პირდაპირ უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები გაგიზიარებენ:

🔶Shorelight – Universities from USA (ამერიკული უნივერსიტეტების გაერთიანება)

🔶Florida International University

🔶California State University

🔶Adelphi University

🔶Louisiana State University

🔶University of Central Florida

 

სპიკერები:

🔶Florida International University – David Levon

🔶Andrew Yang – სტუდენტთა მიღების უფროსი ოფიცერი

🔶Michelle Egipsy – სტუდენტთა მიღების ოფისის წარმომადგენელი

🔶Jane Kim – უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

არ გამოტოვო ეს შეხვედრა:
🗓 15 ნოემბერი  🕔 17:00
📍 ტერმინალი, აბაშიძის ქ. 34

დასწრება უფასოა,  საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://leaf.ge/fiu-study-in-usa/ 

ფრანგული ხარისხი და საერთაშორისო შესაძლებლობები

თუ ევროპაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სწავლისთვის ეძებ ძლიერ, საერთაშორისო და ხელმისაწვდომ უნივერსიტეტს, TBS Education  (Toulouse Business School) ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. 1903 წელს ტულუზაში დაარსებული

ქართველი სტუდენტების გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მიზეზები მრავალფეროვანია: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული

შვეიცარული განათლება და დასაქმების პერსპექტივები

შვეიცარული განათლება და Michelin-ის ვარსკვლავიან რესტორანში დასაქმების პერსპექტივა სად უნდა შეისწავლო Hospitality თუ არა შვეიცარიაში? ქვეყანა, სადაც ყველა დეტალი უმაღლესი ხარისხით ფასობს და მომსახურების სფეროს