TBS Education-ს აქვს რამდენიმე კამპუსი, რაც სტუდენტებს აძლევს მოქნილობასა და მრავალფეროვან გარემოს:
- ტულუზა – ისტორიული და მთავარი კამპუსი, სამხრეთ საფრანგეთში
- პარიზი – თანამედროვე ცენტრი ბიზნესისა და ინოვაციის ცენტრში
- ბარსელონა – დინამიური ქალაქი, სადაც ევროპული და ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურა ერწყმის ერთმანეთს
- კასაბლანკა – საერთაშორისო პერსპექტივები აფრიკაში
ეს კამპუსები საშუალებას გაძლევს ისწავლო სხვადასხვა გარემოში და შექმნა გლობალური ქსელი.
Work-study/Alternance (სწავლა+სამუშაო) – სტუდენტს პირადი ტუტორი ჰყავს სკოლაში და მენტორი კომპანიაში; წელიწადში მინიმუმ ორი შეხვედრა ტარდება პროგრესის შესაფასებლად. ეს სქემა პროფესიულ უნარებს აჩქარებს და დასაქმების გზას ამარტივებს.
TBS Education გთავაზობს პროგრამებს ყველა საფეხურზე:
- Bachelor in Management – ბაკალავრიატის პროგრამა ბიზნესის საფუძვლებში
- Master in Management (Grande École) – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულება, სადაც შეგიძლია აირჩიო სპეციალიზაცია ფინანსებში, მარკეტინგში, ბიზნეს ანალიტიკაში, საერთაშორისო ბიზნესში და სხვა
- MSc პროგრამები – კონკრეტულ სფეროებზე ფოკუსირებული მაგისტრატურები (ფინანსები, მდგრადი განვითარება, ავიაცია, ლოგისტიკა, მეწარმეობა და სხვა)
- MBA და Executive Education – მენეჯერებისა და ლიდერებისთვის, რომლებიც კარიერის შემდეგ საფეხურზე გადასვლას გეგმავენ
რატომ უნდა აირჩიო TBS Education?
Triple Crown აკრედიტაციები – მხოლოდ 1% ბიზნეს სკოლებს აქვს ასეთი სტატუსი
საერთაშორისო გარემო – სტუდენტები 80-ზე მეტი ქვეყნიდან, გაცვლითი პროგრამები და სტაჟირებები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კომპანიებში
ბიზნესთან მჭიდრო კავშირი – პრაქტიკული პროექტები, ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა და კარიერული ცენტრი, რომელიც გეხმარება სტაჟირებასა და დასაქმებაში
კვლევასა და ინოვაციაზე ორიენტაცია – TBS-ს აქვს სპეციალური „Centers of Excellence“, სადაც ყურადღება გამახვილებულია ავიაციაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მდგრადობაზე
სტუდენტური ცხოვრება – მრავალფეროვანი კლუბები, ღონისძიებები და მეგობრული საერთაშორისო გარემო, რომელიც სწავლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის
TBS Education იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს:
- ევროპული ხარისხის ბიზნეს განათლებას,
- სწავლას, კვლევას და ბიზნეს ღონისძიებებს ერთ გარემოში,
- საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა ქალაქსა და კონტინენტზე,
- კარიერულ გზას, რომელიც გლობალურ კარს გიხსნის.
თუ შენი მიზნები ასეთი უმაღლესი დონის უნივერსიტეტისკენაა და გსურს გლობალური ბიზნესის ინდუსტრიის მონაწილე გახდე, არ გამოტოვო შანსი პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს. პირადი კონსულტაციით შენ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ, რის შემდეგაც განათლების ცენტრ LEAF-ის აკადემიური მრჩევლები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სრულ სააპლიკაციო პროცესში დაგეხმარებიან. TBS-ს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ძალიან დიდი შანსია ქართველი დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ამიტომ გადადგი პირველი ნაბიჯი, დარეგისტრირდი და შეხვდი მას სრულიად უფასოდ: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
📆11 ოქტომბერი, 12:00 -17:00 სთ
📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
📆12 ოქტომბერი, 13:00 -18:00 სთ
📍ბათუმი, Radisson Blu Hotel Batumi
TBS Education-ის ცნობილი პარტნიორებები და კომპანიები:
- Airbus / Aerospace Management: TBS და Airbus პარტნიორობენ, რათა განვითარების პროგრამები და კვლევები განხორციელდეს ავიაციის სექტორში.
- PWC, EY, KPMG, Mazars: TBS–მა 2010 წელს დაიწყო პარტნიორობა ამ წამყვან აუდიტორულ ფირმებთან, რათა სტუდენტებს აუდიტორული ტრენინგები და კარიერულ გზები შესთავაზოს მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებში.
- Consulting firms (Management Consultancy partnership): პროგრამების ფარგლებში არსებობს თანამშრომლობა კონსულტინგ კომპანიებთან – სტუდენტებს აქვთ შანსი რეალური კონსულტაციის პროექტები გააკეთონ.
- Lidl France: ახალი პარტნიორობა, რომელიც ახალგაზრდებთან სტაჟირების და კარიერული შანსებით გამოირჩევა.
- CNES, Thales Alenia Space, Airbus Defence & Space (SIRIUS Chair): საჯარო – პრივატული კვლევითი პარტნიორობა, რომელიც მოიცავს სამართალს, მენეჯმენტს და კოსმოსურ სექტორზე მიმართულ თემებს.
TBS-ში ყოველწლიურად დაახლოებით 3000 სტუდენტი გადის სტაჟირებას სხვადასხვა კომპანიებში, 2–6 თვის პერიოდით პროგრამის მიხედვით. პარტნიორობა კომპანიებთან მოიცავს:
- სტუდენტების დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამებს
- კარიერულ ფორუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობას
- სტუდენტური პროექტები – სტუდენტები მუშაობენ რეალურ ქეისებზე კომპანიებისთვის
- თანამშრომლობას საგანმანათლებლო მოდულებში (ლექციები, სემინარები)
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- პროექტის პარტნიორია ბარამბო
- LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია BPN
- გამოფენის ოქროს სპონსორია American University in Bulgaria, ხოლო ვერცხლის სპონსორები: LCC International, EHL Hospitality Business School.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- განათლების გამოფენის პარტნიორია კრედო ბანკი
- ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia