წარმოიდგინე, რომ შენი უნივერსიტეტი არის კინოს გადამღები მოედანი.
ლექტორები – აქტიური რეჟისორები და ოპერატორები.
სემესტრები – ფილმებით გაზომილი.
ასეთ გარემოს გთავაზობს Film Academy of Miroslav Ondříček in Písek (FAMO) – მისი International Film Studies (IFS) დეპარტამენტი, სადაც სწავლა სრულად ინგლისურად მიმდინარეობს.
მდებარეობა
FAMO მდებარეობს პისეკში, სამხრეთ ბოჰემიაში, ოტავის ნაპირზე. ეს არის პატარა, ისტორიული ქალაქი, რომელსაც „სტუდენტების ქალაქსაც“ ეძახიან. პრაღიდან პისეკამდე დაახლოებით 1–1.5 საათია ავტობუსით.
პისეკი ცნობილია: შუასაუკუნეების ხიდით და ძველი ქალაქის შენობებით, ტყეებით გარშემორტყმული მყუდრო გარემოთი, კულტურული ცხოვრებით – ფოლკლორის, სტუდენტური ფილმების, ანიმაციის ფესტივალებით. ქალაქში გადაადგილება შეიძლება ფეხითაც – პისეკი იმდენად პატარაა, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი სასეირნოდ მისადგომ მანძილზეა.
რა პროგრამებს გთავაზობს FAMO?
➡️ Certificate Film Course
ერთ სემესტრიანი სწავლება მათთვის, ვინც:
- უკვე მუშაობს მედიაში და უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია
- ან ნულიდან იწყებს კინო ინდუსტრიაში მოღვაწეობას და სურს ძირითადი საფუძვლების მიღება
სტუდენტები გადიან ყველა საკვანძო დისციპლინას – რეჟისურა, პროდიუსინგი, ხმა, მონტაჟი. საბოლოო დავალებაა „Work Flow“ – 3–5 წუთიანი ფილმი, სადაც იდეა სცენარიდან საბოლოო დაჭრილ ფილმამდე მიდის.
➡️Diploma Film Course
ორ სემესტრიანი სწავლება
პირველი – იგივე, რაც სასერტიფიკატო პროგრამაზე.
მეორე – გაღრმავება და ახალი პრაქტიკული პროექტი, „The Silent Etude“ – 5–7-წუთიანი ნამუშევარი.
ვინც Diploma course-ს წარმატებით დაასრულებს, შეუძლია გადავიდეს FAMO-ს Bachelor პროგრამაზე მეორე კურსიდან
➡️ Bachelor of Arts – Multimedia Production
ხანგრძლივობა: 3 წელი / 6 სემესტრი
მიმართულებები:
- Screenwriting
- Directing
- Production (Producing / Production Management)
- Cinematography
- Sound
- Editing
- Documentary Film
- Animation & Special FX
პირველ კურსზე ყველა სტუდენტი ერთად სწავლობს კინოს ყველა ძირითად მიმართულებას.
მეორე წლიდან ირჩევს მთავარ სპეციალიზაციას და უკვე კონკრეტულ პროფილში იკრეფს თეორიას და პრაქტიკას.
პრაქტიკაში თითო სემესტრი კონკრეტული ფილმებით იზომება. სტუდენტები ჯგუფებად მუშაობენ, იყოფენ რეალურ როლებს – რეჟისორი, ოპერატორი, პროდიუსერი, საუნდ დიზაინერი, მონტაჟის რეჟისორი.
სწავლება და ინოვაციური მიდგომები – „სემესტრი = ერთი ფილმი მაინც“
FAMO-ს ფილოსოფია მარტივია – სწავლა უნდა იყოს პრაქტიკაზე დაფუძნებული. ლექტორები აქტიური კინომწარმოებლები არიან, მათი რაოდენობა თვითონ საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობასაც კი აღემატება. ეს ნიშნავს, რომ გარემო ძალიან პერსონალურია და ყურადღება თითო სტუდენტზე მოდის.
სტუდენტები გადიან ყველა საკვანძო დისციპლინას – რეჟისურა, პროდიუსინგი, ხმა, მონტაჟი. საბოლოო დავალებაა „Work Flow“ – 3–5 წუთიანი ფილმი, სადაც იდეა სცენარიდან საბოლოო დაჭრილ ფილმამდე მიდის.
➡️Master of Arts – Multimedia Production
ხანგრძლივობა: 2 წელი / 4 სემესტრი
მიმართულებები: advanced დონეზე
- Screenwriting
- Directing
- Production (Producing / Production Management)
- Cinematography
- Sound
- Editing
- Documentary Film
- Animation & Special FX
პირველ წელს სტუდენტები ასრულებენ ინდივიდუალურ სავარჯიშოებს, მუშაობენ ლექტორებთან პერსონალურ კონსულტაციებზე.
მეორე წელი მთლიანად ფოკუსირებულია ფილმზე – 20-30 წუთიანი ნარატიული, დოკუმენტური ან ანიმაციური ნამუშევარი.
სტუდენტური ცხოვრება – პატარა ქალაქი, დიდი კულტურა
პისეკი სტუდენტებისთვის ძალიან კომფორტული ქალაქია. ქალაქი ცნობილია: სტუდენტური და კინო–ფესტივალებით, ანიმაციისა და ჩეხური ილუსტრაციის გამოფენებით, თეატრების, კამერული ორკესტრის და კულტურის ცენტრის აქტიური ცხოვრებით.
ადგილობრივი ტრანსპორტი იაფია და მარტივი, თუმცა რეალურად ქალაქის დიდი ნაწილი ფეხითაც იოლად იცვლება.
სტუდენტებისთვის FAMO ორგანიზებას უკეთებს: საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობებს, summer programs (მაგალითად, პარტნიორობა Northern Virginia Community College–თან – NOVA/FAMO პროგრამა), Erasmus-ის შესაძლებლობებს, სტაჟირებებს სტუდიოებსა და ტელევიზიებში.
ბევრ უცხოელ სტუდენტს ეს ადგილი სწორედ იმით მოსწონს, რომ დიდ ქალაქების ხმაურსა და პრაღისგან განსხვავებით, აქ შეიძლება ერთდროულად იყო კინოში, ბუნებაში და კამპუსის მიკრო-სამყაროში.
პარტნიორობა, სტაჟირებები და კარიერა კინოში
FAMO ხაზს უსვამს იმას, რომ მისი ლექტორები აქტიურად მუშაობენ ინდუსტრიაში.
ამიტომ სტუდენტები თავიდანვე ხვდებიან რეალურ გადამღებ ჯგუფებსა და კომპანიებს.
აკადემია თანამშრომლობს არაერთ სტუდიასთან და ტელევიზიასთან, მათ შორის:
- Czech TV
- TV NOVA
- Universal Production Partners
- ACE
- Cinepost
- JAKT
კურსდამთავრებულთა დასაქმება 100%-ს უახლოვდება, რადგან სტუდენტები სწავლების პროცესშივე აგენერირებენ რეალურ portfolio-ს: მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რეკლამებს, დოკუმენტურ ნამუშევრებს, ანიმაციებს.
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დიპლომები აკრედიტირებულია ჩეხეთის განათლების სამინისტროში და შესაბამისად, აღიარებულია ევროპაში Bologna-ს სისტემის მიხედვით.
რატომ FAMO in Písek?
თუ კინოს ფაკულტეტზე ფიქრობ და გინდა:
- ინგლისურენოვანი პროგრამა ევროპაში
- პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, სადაც ყოველ სემესტრში ფილმს იღებ
- პატარა, მყუდრო ქალაქი კულტურული ცხოვრებით
- პირდაპირი კონტაქტი აქტიურ რეჟისორებთან, ოპერატორებთან და პროდიუსერებთან
- პარტნიორობა რეალურ ტელევიზიებთან და სტუდიოებთან
FAMO ამ ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს.
სწავლის საფასური
➡️Certificate Film Course 6,500 € სემესტრზე
➡️Diploma Film Course 6,500 € სემესტრზე (Fall + Spring – მთლიანობაში 13,000 €)
➡️Bachelor of Arts – Multimedia Production (3 წელი)
- 1 წელი – 6,000 € / სემესტრი
- მე-2 წელი – 6,500 € / სემესტრი
- მე-3 წელი – 6,000 € / სემესტრი
➡️Master of Arts – Multimedia Production (2 წელი)
- 7,500 € / სემესტრი
- 2 წელი = 4 სემესტრი → ჯამში დაახლოებით 30,000 €
საცხოვრებელი – სად ცხოვრობენ სტუდენტები პისეკში?
ფასები პისეკში, ჩეხეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, საკმაოდ ხელსაყრელია. არსებული შეთავაზებებიდან ჩანს, რომ პატარა ბინის ქირა თვეში დაახლოებით 5,000–10,500 CZK დიაპაზონში შეიძლება იყოს (დაახლ. 200–420 €), ლოკაციიდან და ზომიდან გამომდინარე.
სულ ჯამში, ერთი სტუდენტისთვის პისეკში ცხოვრების რეალური ბიუჯეტი (ბინა + კომუნალური + კვება + ტრანსპორტი) ხშირად დაახლოებით 900–1,200 €–ის ფარგლებში ჯდება თვეში, ცხოვრების სტილისა და ბინის ტიპის მიხედვით.
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://filmovka.cz/ifs/