მილანი, ქალაქი სადაც ვიტრინებიც კი ისტორიებს გვიყვებიან, IIFM | Italian Institute of Fashion Management-ის მიმართულებისთვის იდეალური უნივერსიტეტია. მდებარეობს ქალაქის ცენტრში,, რამდენიმე წუთში ფეხით Duomo-დან და Via Montenapoleone-დან. აქ სწავლა ნიშნავს, რომ ლექციის შემდეგ პირდაპირ მოდის კვარტალში გადადიხარ შოურუმებში, ბუტიკებში, ბრენდების ოფისებთან.
IIFM მთლიანად მოდისა და Luxury მენეჯმენტზეა კონცენტრირებული. აქ არ დაგხვდება ათი სხვადასხვა ფაკულტეტი. აქ ყველაფერი მოდის ბიზნესზეა. ინსტიტუტი შედარებით ახალია, მაგრამ მის უკან დგას ექსპერტების გუნდი, რომელთაც 20+ წლიანი გამოცდილება აქვთ მოდის განათლებაში.
პროგრამები
პროგრამები მთლიანად ინგლისურ ენაზე ისწავლება. გარემო საერთაშორისოაა – დაახლოებით 150 სტუდენტი და პატარა ჯგუფები. ამ სტილის გარემო კონცენტრირებულია ინდივიდუალურ მიდგომაზე.
სამაგისტრო პროგრამების ძირითადი მიმართულებები:
- MASTER IN FASHION BRAND MANAGEMENT
- MASTER IN FASHION BUSINESS MANAGEMENT
- MASTER IN FASHION COMMUNICATION MANAGEMENT
- MASTER IN FASHION EVENT MANAGEMENT
- MASTER IN FASHION HUMAN RESOURCES & MANAGEMENT
- MASTER IN FASHION LAW & MANAGEMENT
- MASTER IN FASHION & LUXURY MANAGEMENT
- MASTER IN FASHION PRODUCT MANAGEMENT
მათი კურსები მიდმინარე, უახლეს და აქტუალურ თემებზეა მორგებული: Digital Fashion, Fashion Buying, Fashion Journalism, Fashion Law. ეს კარგია მათთვის, ვისაც სურს სფეროს სიღრმისეული განათლების მიღება.
სწავლების სტილი
IIFM-ის მიდგომა მარტივია: თეორია უნდა გადიოდეს პრაქტიკაზე. თვითონაც ასე აღწერენ თავს – ადგილი, სადაც „education meets action“ და სტუდენტები ცვლილებების უშუალო მონაწილენი არიან.
სამაგისტრო პროგრამები მოიცავს:
- ქეისებს რეალური მოდის და მაღალი დონის ბრენდებიდან.
- რეალურ პროექტებს კომპანიებთან ერთად
- პროფესიულ სტაჟირებას, შესაბამისი საათობრივი დატვირთვით.
- ლექციებს ინდუსტრიის პროფესიონალებთან.
- Study tour-ებსა და ვიზიტებს კომპანიებში.
საგნები აგებულია ისე, რომ სტუდენტმა ბრენდის სტრატეგიიდან HR-მდე, პროდუქტის განვითარებიდან კომუნიკაციამდე მთელი მოდის კომპანია „შიგნიდან“ გაიგოს. აქ სწავლა ნაკლებად ჰგავს მშრალ ლექციებს და უფრო ჰგავს სამუშაო გარემოში თანდათან განვითარებას.
კამპუსი და ყოველდღიური ცხოვრება
IIFM-ის კამპუსი ელეგანტურ ისტორიულ შენობაშია, რომელიც 2025 წელს სრულად განახლდა. ინტერიერში ძველი დეტალები და თანამედროვე აუდიტორიები ერთმანეთში ირევა. კამპუსის გარშემო რამდენიმე წუთში ხვდები პარკს, კაფეებს, concept-store-ებსა და ბრენდულ ქუჩებს. სტუდენტებისთვის ქალაქი ხდება ლექციების, ღონისძიებების, შოურუმებისა და მოდის კვირეულების ერთობლივი გარემო.
სტუდენტური ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო გარემოს. ჯგუფებში ერთად სწავლობენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთად მუშაობენ პროექტებზე და ერთად ვითარდებიან მოდის სფეროში.
პარტნიორობა ბრენდებთან, სტაჟირება და კარიერა
IIFM-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე მისი პარტნიორებია. ოფიციალურად ჩამოწერილი აქვს დიდი სია იმ კომპანიებისა, რომლებთანაც თანამშრომლობს სტაჟირებებისა და პროექტების კუთხით. ამ სიაში შეხვდები ისეთ სახელებს, როგორიცაა:
Gucci, Prada, Armani, Valentino, Balenciaga, Bottega Veneta, Versace, Burberry, Max Mara Group, Moncler, Stone Island, Golden Goose, Benetton, OVS, Inditex Group (მაგალითად, Zara და სხვა ბრენდები), Brunello Cucinelli, Bvlgari, Cartier, Tiffany & Co., Louis Vuitton, Loro Piana, Hermès, Sephora, L’Oréal, Farfetch, Yoox Net-a-Porter, Mytheresa და უამრავი სხვა.
სამაგისტრო პროგრამები თავიდანვეა გააზრებული იმისთვის, რომ:
- სტუდენტმა იმუშაოს რეალურ ბრიფებზე – იგივე ბრენდებისთვის, რომლებსაც მაღაზიაში ხედავს.
- გახდეს ნაწილი კომპანიების პროექტებისა, სანამ სტუდენტია.
- შემდეგ გადაინაცვლოს სტაჟირებაზე იმავე ან მსგავს კომპანიაში.
StudyLink-ის და QS-ის მიხედვით, IIFM-ის პროგრამებში „Internship included“ არის ერთ-ერთი მთავარი დაპირება. ანუ სტაჟირება უკვე ჩაშენებულია მთელ სასწავლო გამოცდილებაში და დამატებით „ბონუსად“ კი არა, სისტემურ ნაწილად ითვლება.
კარიერული გზები მრავალფეროვანია: Fashion & Luxury Brand Manager, PR და Communication Manager, Buyer, Merchandiser, HR Manager მოდის კომპანიებში, Event Manager, Retail Manager ან Fashion Entrepreneur, ვინც საკუთარ ბრენდს იწყებს.
სწავლის საფასური და სტიპენდიები
საერთაშორისო სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამის სრული ფასი, როგორც სხვადასხვა წყაროშია მითითებული, დაახლოებით 21,000 ევროა ერთი წლისთვის. თანხა შესაძლებელია ოთხი შენატანით გადაიხადო.
IIFM აქტიურად გვთავაზობს დაფინანსებას, როგორც წესი, ფარავს სწავლის ნახევარს – დაახლოებით 10,500 ევროს. ანუ სრული 21,000 ევრო შეიძლება 50%-ით შემცირდეს.
ეს სტიპენდიები გათვლილია როგორც იტალიელ, ისე საერთაშორისო სტუდენტებზე. აქცენტი კეთდება აკადემიურ მოსწრებაზე, მოტივაციაზე და ხშირად ფინანსურ საჭიროებაზეც.
საცხოვრებელი
IIFM-ს საკუთარი საერთო საცხოვრებელი არ აქვს, მაგრამ მათი საერთაშორისო ოფისი გეხმარება იმაში, რომ იპოვო შენს სტილსა და ბიუჯეტზე მორგებული საცხოვრებელი.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს სტუდენტურ რეზიდენციებთან, გაზიარებულ ბინებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან. ისინი გიზიარებენ ვარიანტებს, კონტაქტებს და რჩევებს, რომ ბინამ იყოს უსაფრთხო, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ახლოს და ყოველდღიურ ცხოვრებას შეუწყოს ხელი.
მილანში ქირის ფასები ფართოდ მერყეობს. საშუალოდ, სტუდენტისთვის საერთო ბინაში ოთახი ხშირად 600 – 1,000 ევროს შორის ჯდება თვეში, უბნისა და პირობების მიხედვით.
რატომ უნდა ჩააბარო IIF-ში?
თუ მოგწონს იდეა, რომ სწავლა და კარიერა ერთმანეთისგან განცალკევებული არ იყოს, IIFM შეიძლება ძალიან კარგი არჩევანი იყოს:
მდებარეობა – მილანის ცენტრი, იქ სადაც მოდის ინდუსტრია რეალურად ცხოვრობს და მუშაობს.
ინდუსტრიული კავშირები – უშუალო პარტნიორობა Gucci-დან Prada-მდე, Sephora-დან Farfetch-მდე.
ინტეგრირებული სტაჟირება – „internship included“ ნამდვილად ნიშნავს, რომ პრაქტიკული გამოცდილება პროგრამის ნაწილია.
დაფინანსება – შანსი, რომ 21,000 ევრო 10,500 ევროდ აქციო.
IIFM ისეთი ადგილია, სადაც სწავლობ, როგორ მართო ბრენდი, როგორ ააგო სტრატეგია, როგორ დაიმკვიდრო თავი ამ სფეროში.
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://iifm-milano.it/