Prague Film School

მათ ვისაც სურს სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს, განათლების ცენტრი LEAF  გთავაზობთ პრაღის კინოსკოლაში /Prague Film School, ჩეხეთში, პრაღაში.

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

პრაღის კინოსკოლის დაარსების მიზანი იყო კინემატოგრაფიით დაინტერესებული მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ერთ სივრცეში გაეერთიანებინა, სადაც საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ ხელმისაწვდომ ფასად.

პრაღის კინოსკოლაში სწავლების კომბინირებული მეთოდი გამოიყენება: სტუდენტები თეორიის პარალელურად, უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე და შექმნან თავიანთი ნამუშევრები.

პრაღის კინოსკოლა წელიწადში საშუალოდ 200 საერთაშორისო სტუდენტეს იღებს. ის სტუდენტებს იზიდავს უზომოდ ინოვაციური და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების სისტემით. 

პრაღის კინოსკოლაში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ  შეისწავლონ მხატვრული და დოკუმენტური ფილმის შექმნის მეთოდები და პროცესები. ისინი ასევე ფუნდამენტურად სწავლობენ სცენარის შექმნისა და სარეჟისორო ხელოვნებას.
პრაღის კინოსკოლაში სწავლობენ გამოცდილი კინო რეჟისორები, თეატრის მსახიობები, მედიისა და ჟურნალისტიკის პროფესიის ადამიანები.

Hollywood Reporter-ის 2022 წლის 3 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, პრაღის კინოსკოლა საერთაშორისო კინოსკოლების სიაში მე-15 ადგილზეა. 

პრაღის კინოსკოლის კურსდამთავრებულებს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვთ მიღებული, მათ შორის ისეთ ფესტივალებზე, როგორებიც არიან კანის, ვენეციის, ბერლინის, ტორონტოსა ოსკარის კინოფესტივალები. 

Prague Film School გთავაზობთ ერთწლიან სასწავლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:
●    Art and Craft Filmmaking
●    Acting for Film  
●    Documentary 
●    Summer Workshop


ერთი სასწავლო წლის  საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის 16,900  ევრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ უნივერსიტეტის ბმულს:
https://www.praguefilmschool.cz/ 

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

University West Sweden

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland