პროგრამები
PSB-ის პროგრამები მთლიანად ბიზნესისა და მენეჯმენტის ირგვლივ არის აგებული. BBA, Master in Management, MBA, DBA და არაერთი MSc. ინგლისურენოვან მიმართულებებს შორის არის International Finance, International Management & Business Development, Luxury & Fashion Management, Marketing Analytics & Data Intelligence, Supply Chain Management, Hospitality Management და Arts & Cultural Management. ეს არჩევანი საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის, ვისაც მხოლოდ ზოგადი ბიზნესი კი არა, კონკრეტული ინდუსტრიისკენ მიმართული სპეციალიზაციაც სურს.
სწავლის მეთოდი აქ საკმაოდ პრაქტიკულია. უნივერსიტეტი პირდაპირ წერს, რომ სტუდენტები ერთვებიან consulting projects-ში, entrepreneurship challenges-ში და internships-ში. Career Service სტუდენტებს CV-ის, სამოტივაციო წერილის, ინტერვიუს და კარიერული სტრატეგიის მიმართულებით ეხმარება. გარდა ამისა, ტარდება მასტერკლასები, business game-ები, case study-ებზე დაფუძნებული სამუშაო დღეები, პროფესიონალებთან შეხვედრები და job dating ფორმატის ივენთები. აქ სწავლა არ არის მხოლოდ ლექციების მოსმენა. სტუდენტი მუდმივად მუშაობს რეალურ ბიზნეს-ამოცანებზე.
კარიერული მხარდაჭერა
კარიერული კუთხით PSB განსაკუთრებით ძლიერად გამოიყურება. უნივერსიტეტი წერს, რომ 3000-ზე მეტ კორპორაციულ პარტნიორთან მუშაობს. ყოველდღიურად ქვეყნდება სტაჟირების, apprenticeship-ის და დასაქმების შეთავაზებები. კონკრეტულ თანამშრომლობებს შორის ოფიციალურად ჩანს Size Up Consulting, სადაც სტუდენტებს Business Engineer-ისა და HR Officer-ის პოზიციებზე apprenticeship შესაძლებლობები ეძლევათ. ასევე ჩანს Freepackers/Realstep-თან თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო პროექტებსა და სოციალური გავლენის გამოცდილებებს უკავშირდება. PSB-სთვის კომპანიები სასწავლო პროცესის ცენტრალური ნაწილია და ეს მის კარიერულ ღირებულებას ძალიან ზრდის.
სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტური ცხოვრება PSB-ში ძალიან საერთაშორისოა. უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სტუდენტებისთვის Buddy Program-ს სთავაზობს, რათა ადაპტაცია უფრო მარტივი იყოს. Student Experience Officer ეხმარება ვიზის, დაზღვევის, საცხოვრებლისა და პარიზში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებში. თავად კამპუსიც ინტერდისციპლინარული გარემოა, რაც სტუდენტს აძლევს შანსს ბიზნესს მიღმა სხვა სფეროების ადამიანებთანაც ჰქონდეს კავშირი.
ფასი
ფასის მხრივ, PSB უკვე უფრო მაღალი ბიუჯეტის უნივერსიტეტია. საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური დაახლოებით 11,400 ევროა. MSc პროგრამების უმეტესობა დაახლოებით 15,790 ევროდან 23,600 ევრომდე მერყეობს, ხოლო MBA დაახლოებით 22,470 ევრო ღირს. ეს არის უნივერსიტეტი მათთვის, ვინც პარიზში სწავლის გამოცდილებაში და ძლიერ ბიზნეს ქსელში უფრო სოლიდურ ინვესტიციას განიხილავს.
სტუდენტური საცხოვრებელი
საცხოვრებლის მხრივ, უნივერსიტეტს საკუთარი on-campus საცხოვრებელი არ აქვს, რადგან PSB city campus-ია. თუმცა სტუდენტებს სთავაზობს პარტნიორ პლატფორმებს, მათ შორის Studapart-ს და სხვა გარე პროვაიდერებს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პარიზში საცხოვრებლის საშუალო ბიუჯეტი თვეში დაახლოებით 550-700 ევროა, თუმცა ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რაიონსა და ცხოვრების ფორმატზე.
რატომ შეიძლება აირჩიო PSB?
ეს არის ბიზნეს სკოლა პარიზის გულში. აქ სწავლა ძლიერად არის მიბმული კარიერაზე. გარემო არის საერთაშორისო. კამპუსი თანამედროვეა. და ბიზნესის სწავლა პირდაპირ ქალაქის ქსელთან, კომპანიებთან და რეალურ პროფესიულ შესაძლებლობებთან გიკავშირებს.
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.psbedu.paris/en