iCLA – International College of Liberal Arts

International College of Liberal Arts (iCLA) at Yamanashi Gakuin ...

International College of Liberal Arts (iCLA) at Yamanashi Gakuin University

 

iCLA – International College of Liberal Arts არის იაპონური უნივერსიტეტი, სადაც ოთხწლიან, ამერიკული სტილის ლიბერალურ განათლებას მთლიანად ინგლისურად სწავლობ და ცხოვრობ კლასიკურ იაპონიაში – ფუჯის მთის ხედებით, ტოკიოდან სულ რაღაც 90 წუთის დაშორებით.

მდებარეობა – კოფუ, იამანაში, ფუჯის მთის ჩრდილში

iCLA მდებარეობს კოფუში, იამანაშის პრეფექტურაში. ეს არის უსაფრთხო, მშვიდი სტუდენტური ქალაქი, გარშემორტყმული მთებითა და ბუნებით. ქალაქის ცენტრსა და კამპუსს შორის გადაადგილება მარტივია. უნივერსიტეტი Yamanashi Gakuin University-ს დიდი კამპუსის ნაწილია, სადაც სპორტული ობიექტები, მწვანე სივრცეები და საერთო ინფრასტრუქტურა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია. 

ტოკიომდე დაახლოებით 90 წუთია მატარებლით. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობ მშვიდ გარემოში, მაგრამ როცა გინდა, დიდ მეგაპოლისშიც მარტივად მიდიხარ.

პროგრამები და სწავლა – ერთი ბაკალავრიატი, ექვსი სპეციალიზაცია

iCLA მხოლოდ ბაკალავრებზეა ორიენტირებული და სთავაზობს ოთხწლიან პროგრამას: Bachelor of International Liberal Arts. სწავლება ამერიკული ლიბერალური ხელოვნების მოდელითაა მოწყობილი. ენა – ინგლისური.

პირველ კურსზე სტუდენტი გადის საბაზისო „core curriculum“-ს – ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებები, აკადემიური წერა, კრიტიკული აზროვნება. ამის შემდეგ უკვე უკეთ ხედავ, რა მიმართულება გაინტერესებს.

ბაკალავრიატის ფარგლებში შეგიძლია აირჩიო ექვსი სპეციალიზაციიდან: 

  • Data Science
  • Global Business and Economics
  • Interdisciplinary Arts
  • Japan Studies
  • Political Science
  • Psychology

ყველა სტუდენტი სწავლობს იაპონურ ენასაც. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია ძალიან მაღალ, აკადემიურ დონემდე მიიყვანო და კრედიტად ჩაგეთვალოს.

სტრუქტურა მოქნილია. შეგიძლია აიღო კურსები სხვადასხვა სფეროდან და საკუთარი სასწავლო ინტერესები განსაზღვრო – მაგალითად, ფსიქოლოგია + მონაცემთა მეცნიერება, ან Japan Studies + პოლიტიკა. 

ინოვაციური სწავლების მიდგომა და პრაქტიკული კომპონენტები

iCLA ამერიკული ლიბერალური განათლების ლოგიკას მიყვება: მცირე ჯგუფები, დისკუსიები, სემინარები და არა მხოლოდ ლექციები. აქ სასწავლო პროცესი უფრო დიალოგია, ვიდრე მონოლოგი. პირველ წელს სტუდენტი ეცნობა სხვადასხვა სფეროს. შემდეგ ირჩევს მთავარ სპეციალიზაციას.

  • Career Design კურსები – სადაც სწავლობ CV-ს, პორტფოლიოს და ინტერვიუს ნაბიჯებს, განსაზღვრავ კარიერულ გეგმას, სწავლობ იაპონურ და გლობალურ შრომით ბაზარს.
  • სტაჟირებები იაპონურ კომპანიებში – iCLA-ს Career Support გუნდი ეხმარება სტუდენტებს სტაჟირებების მოძებნაში. 
  • Working in Japan / Career სესიები – მოწვეული სპიკერები, HR-ები, CEO-ები და კურსდამთავრებულები უზიარებენ გამოცდილებას, როგორ ააწყონ კარიერა იაპონიაში და მის გარეთ.

სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილი არის Study Abroad – iCLA-ს აქვს 70+ პარტნიორი უნივერსიტეტი 30+ ქვეყანაში. სტუდენტს შეუძლია 1 ან 2 სემესტრი გაცვლითი საზღვარგარეთ.

სტუდენტური ცხოვრება და კამპუსი

iCLA არის Yamanashi Gakuin University-ს ნაწილი, სადაც 90-ზე მეტი სპორტული და კულტურული კლუბია. სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ სპორტში, მუსიკაში, ფოტოგრაფიაში და სხვა აქტივობებში. 

კამპუსზე ტარდება ორი დიდი ფესტივალი წელიწადში. iCLA თავის მხრივ დამატებით აწყობს summer და winter gala-ს, მუსიკალურ საღამოებს, არტ–გამოფენებს. ეს აერთიანებს იაპონელ და უცხოელ სტუდენტებს. 

სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო სტუდენტია, რაც გარემოს რეალურად მულტიკულტურულს ხდის. ყოველდღე, კლასშიც და საერთო სივრცეებში, სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობ. 

 

კარიერული შესაძლებლობები და პარტნიორობები

Career Support Team მუშაობს YGU Student Center–თან ერთად და სტუდენტებისთვის მართავს:

  • კარიერულ სემინარებსა და მასტერკლასებს
  • „Hirukatsu“ lunch-სესიებს, სადაც სტუდენტები CEOs-ს, HR-ებს და კურსდამთავრებულებს ხვდებიან
  • ინდივიდუალურ კონსულტაციებს რეზიუმეს, გასაუბრებებსა და „job hunting“-ის სტრატეგიებზე.

ინტერნშიფები როგორც იაპონიაში, ისე სხვა ქვეყნებშიც არის შესაძლებელი. ბევრი სტუდენტი იწყებს მუშაობას იაპონურ და საერთაშორისო კომპანიებში ბიზნესის, ტექნოლოგიების, კულტურის, ტურიზმის ან არაკომერციული სექტორის მიმართულებით. 

გარდა ამისა, Study Abroad ქსელის ფარგლებში iCLA თანამშრომლობს 70+ პარტნიორ უნივერსიტეტთან – აშშ-ში, ევროპაში, აზიაში და სხვა რეგიონებში. 

 

რატომ აირჩიო iCLA?

რამდენიმე მიზეზი, რატომ შეიძლება ეს იყოს საინტერესო არჩევანი შენი სტუდენტებისთვის:

  • ინგლისურენოვანი, ოთხწლიანი ბაკალავრიატი იაპონიაში – American-style liberal arts + იაპონური კულტურის გამორჩეული გარემო.
  • ერთი ხარისხი – International Liberal Arts, მაგრამ ექვსი სრულიად განსხვავებული major 
  • ძლიერი Japan Studies + Japanese language კომპონენტი – სტუდენტი არა მხოლოდ ცხოვრობს იაპონიაში, არამედ აკადემიურადაც სწავლობს ქვეყანას.
  • საერთაშორისო გარემო, პატარა ჯგუფები და ინდივიდუალური ყურადღება.
  • Study Abroad, 70+ პარტნიორი უნივერსიტეტი 
  • Career Design, პრაქტიკული კურსები და ინტერნშიფები, რომლებიც ეხმარება სტუდენტს კარიერაზე იფიქროს უკვე ბაკალავრიატის პერიოდში. 

 

საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები

iCLA-ს მთავარი პლიუსი ის არის, რომ ყველა სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი on-campus საცხოვრებელი – პრაქტიკულად „campus life“ სრული პაკეტით. 

რეზიდენტული შენობები ისეა მოწყობილი, რომ:

  • თითოეულ სტუდენტს აქვს საკუთარი, კერძო ოთახი.
  • ყოველ სართულზე არის სამი „ბლოკი“, თითოში– 8 კერძო ოთახი + საერთო სამზარეულო, სააბაზანოები.
  • 24/7 ხელმისაწვდომია სარეცხი ოთახი.
  • საერთო სივრცეები ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები ერთად ამზადებენ, სწავლობენ და რაც მთავარია – ბევრს ელაპარაკებიან ერთმანეთს ინგლისურად და იაპონურად.

 

უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.icla.ygu.ac.jp/en/

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

South-Eastern Finland University of Applied Sciences

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

Istituto Marangoni

University Canada West

Toronto School of Management