TBS Education

TBS Education-ს ოთხი კამპუსი აქვს: ტულუსში, პარიზში, ბარსელონასა და კაზაბლანკაში. 

ტულუზი
ქალაქი, სადაც ევროპის უმსხვილესი აერონავტიკის კლასტერია. აქ მდებარეობს Airbus, Aerospace Valley, CNES-ის საკოსმოსო ცენტრი და სხვა მაღალი ტექნოლოგიების კომპანიები. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს ახლო კონტაქტს ავიაციისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიასთან.

პარიზი
ევროპული ბიზნესისა და ფინანსების ცენტრი. TBS-ის პარიზის კამპუსი მდებარეობს ეკოსისტემაში, სადაც ყველგანაა საერთაშორისო კომპანიები, start-up-ები და networking-ის შანსები.

ბარსელონა
ქალაქი, სადაც ბიზნესი, კრეატივი და სტარტაპები ერთმანეთს ხვდებიან. ბარსელონას კამპუსი განსაკუთრებით ძლიერია მარკეტინგის, ციფრული ბიზნესისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით.

კაზაბლანკა
ქალაქი, რომელიც ევროპულ და აფრიკულ ბაზრებს შორის ხიდად მუშაობს. აქ სწავლა საშუალებას გაძლევს უკეთ გაიცნო აღმავლობად მყოფი ბაზრები და აფრიკა–ევროპის ვაჭრობა.

პროგრამები და სწავლა

TBS Education-ის ძირითადი აკადემიური პროგრამები:

  • Bachelor in Management – 3-წლიანი ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამა.
  • Master in Management (Grande École) – 2-წლიანი საკონკურსო პროგრამა, რომელიც მომავალ მენეჯერებს ამზადებს.
  • Master of Science (MSc) პროგრამები – 1 ან 2-წლიანი სპეციალიზებული მაგისტრატურები.
  • Global Executive MBA – მათთვის, ვინც კარიერის შემდეგ ეტაპზე გადის.

     

შერჩევითი MSc მიმართულებების მაგალითები:

  • MSc Aerospace Management
  • MSc Data Science & Artificial Intelligence
  • MSc Digital Transformation & AI
  • MSc Banking & International Finance
  • MSc Finance
  • MSc International Business (Toulouse & Barcelona)
  • MSc Fashion & Luxury Marketing
  • MSc AI-Driven Digital Marketing Analytics
  • MSc Cultural Management: Music, Screen and Video Games
  • MSc Entrepreneurship

     

შეგიძლია აირჩიო როგორც კლასიკური ბიზნეს მიმართულება, ისე ძალიან ნიშური სფერო – ავიაცია, მონაცემთა მეცნიერება, ლუქს ან კრეატიული ინდუსტრიები..

 

ინოვაციური სწავლების მეთოდები და პრაქტიკა

TBS Education დიდ აქცენტს აკეთებს „კეთებებით სწავლაზე“:

  • Business Games და სიმულაციები – გუნდური თამაშები, სადაც სტუდენტები რეალურ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
  • The Blind Search / Inspiring Guest – სპეციალური ფორმატები, სადაც სტუდენტები პრობლემებს კრეატიული გზით აგვარებენ და ბიზნეს ლიდერებს ხვდებიან.
  • ინოვაციური სივრცეები – ლაბორატორიები, ვიდეო/პოდკასტ სტუდიები, კრეატიული სამუშაო სივრცეები.

     

პრაქტიკული გამოცდილება:

  • ბაკალავრიატის პროგრამის დასრულებამდე ჯამური სტაჟირებები რამდენიმე თვემდე გრძელდება.
    MSc პროგრამებში სავალდებულო 6-თვიანი სტაჟირებაა.
  • ყოველწლიურად თითქმის 3,000 TBS სტუდენტი გადის სტაჟირებას მსოფლიო კომპანიებში 2-6 თვიანი პერიოდით.

     

სტუდენტური ცხოვრება და კამპუსის გარემო

TBS Education-ში 120-ზე მეტი ეროვნების სტუდენტი სწავლობს. არსებობს მრავალფეროვანი კულტურული ფონი და რეალური საერთაშორისო გარემო.

სტუდენტურ ცხოვრებას აქტიური ასოციაციები და კლუბები ქმნიან: 

  • ბიზნეს-კლუბები, კონსალტინგ პროექტები.
  • სპორტული და კულტურული კლუბები.
  • ღონისძიებები, კონფერენციები, სტუმარი სპიკერები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

     

კამპუსები განთავსებულია ცენტრალურ უბნებში, ახლოს ტრანსპორტთან, მწვანე სივრცეებთან და სტუდენტურ ინფრასტრუქტურასთან, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.

პარტნიორობა, სტაჟირებები და კარიერული შანსები

TBS Education ძლიერია როგორც აკადემიურად, ისე კორპორატიულ ქსელებში.

პარიზისა და ტულუზის კამპუსებიდან ძლიერი კავშირები აქვთ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Airbus, L’Oréal, Deloitte, Capgemini და სხვა გლობალური ბრენდები.
ეს პარტნიორები მონაწილეობენ:

  • ლექციებსა და workshop-ებში.
  • კომპანიაში ვიზიტებში და რეალურ case-ზე მუშაობაში.
  • სტაჟირებებსა და სამუშაო შეთავაზებებში, მათ შორის on-campus კარიერულ გამოფენებზე.

კარიერული სამსახური ეხმარება სტუდენტებს CV-ს, სამოტივაციო წერილის, ინტერვიუს წარმართვასა და სტაჟირებების მოძებნაში.

რატომ TBS Education?

რამდენიმე მთავარი მიზეზი, რის გამოც TBS Education შეიძლება იყოს კარგი არჩევანი შენი სტუდენტებისთვის: 

  • Triple Crown აკრედიტაცია – ნაკლებად 1% ბიზნეს სკოლისა ფლობს ერთდროულად AACSB, AMBA, EQUIS-ს.
  • საერთაშორისო გარემო – 4 კამპუსი, 240+ პარტნიორი უნივერსიტეტი და 100+ Double Degree.
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლა – სტაჟირებები, საკონსულტაციო პროექტები, business games, რეალური კომპანიების case-ები.
  • ძლიერი ინდუსტრიული კავშირები – განსაკუთრებით ავიაციის, ფინანსების, მარკეტინგისა და ციფრული ბიზნესის მიმართულებით
  • მულტიკულტურული გამოცდილება – სხვადასხვა ქალაქსა და კონტინენტზე სწავლა, რაც სტუდენტებს გლობალურად მოაზროვნე პროფესიონალებად აყალიბებს.

უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.tbs-education.com/  

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

University West Sweden

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland