The American University of Rome

Colleges in Rome: Why Study at an American University in Rome?

The American University of Rome არის კერძო ლიბერალური ხელოვნების უნივერსიტეტი რომში. ცნობილია თავისი ძლიერი საერთაშორისო ფოკუსირებით და იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან.

უნივერსიტეტის უნიკალურობა


უნივერსიტეტი გთავაზობთ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს პარნიორ უნივერსიტეტებთან. უზრუნველყოფს მრავალფეროვან სტუდენტურ აქტივობებს და სტუდენტთა მხარდაჭერის ფართო სერვისებს, მათ შორის აკადემიურ კონსულტაციას და კარიერულ მომსახურებას.

ხელს უწყობს კვლევითი პროქტებიის განხორციელებას და სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა შესაძლებლობებს რომ ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში.

AUR-ს აქვს ძლიერი და აქტიური კურსდამთავრებულთა ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას და შესაძლებლობებს ახალი კურსდამთავრებულებისთვის. 

რომის ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იღებენ ამერიკულ დიპლომს. აკრედიტაციის მიხედვით AUR-ის მიერ მინიჭებული ხარისხები აკმაყოფილებს ამერიკული უმაღლესი განათლების სტანდარტებს.

ეს დიპლომი კურსდამთავრებულებს გლობალურად უხსნის კარიერულ შესაძლებლობებს, რადგან მათი ხარისხი განიხილება შეერთებული შტატების უნივერსიტეტებიდან მიღებულის ექვივალენტად.

რომის ამერიკული უნივერსიტეტი აღიარებულია იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის სამინისტროს მიერ, როგორც ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც უფლებამოსილია იტალიაში ფუნქციონირებისთვის, როგორც უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

რომში ყოფნისას, AUR სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს, ჩაეფლონ იტალიის მდიდარ კულტურულ, ისტორიულ და მხატვრულ მემკვიდრეობაში.

AUR იყენებს თავის მდებარეობას რომში და სტუდენტებს სთავაზობს შანსს ისწავლონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვან ქალაქში. კურსები ხშირად მოიცავს საველე ვიზიტებს და პრაქტიკულ გამოცდილებას უძველეს ნანგრევებში, მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებში.

უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს განსაკუთრებული მიდგომა აქვთ სწავლების სისტემაში, პროფესორებს შეუძლიათ ინდივიდუალური მენტორობით იმუშაონ სტუდენტებთან.

უნივერსიტეტს აქვს ძლიერი კავშირები სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რომში და მის ფარგლებს გარეთ, რაც უზრუნველყოფს სტაჟირების დიდ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია პრაქტიკული უნარების მოსაპოვებლად და დასაქმებისთვის.

🔶შემოთავაზებული პროგრამები:

ბაკალავრიატი:

  • არქეოლოგია 
  • ხელოვნების ისტორია
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • კომუნიკაცია და ციფრული მედია
  • ინგლისური წერა, ლიტერატურა და გამოცემა
  • ფილმოგრაფია
  • სახვითი ხელოვნება
  • ინტერდისციპლინარული კვლევები
  • საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა
  • მოგზაურობისა და ტურიზმის მენეჯმენტი

 

მაგისტრატურა:

  • კულტურული მემკვიდრეობა 
  • კვების კვლევები 
  • მშვიდობის კვლევები და კონფლიქტების მოგვარება 

 

საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური არის €22030 ევრო, მაგისტრატურის 3 სემესტრის საფასური კი 21,000 ევრო.

უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://aur.edu/  

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

University West Sweden

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland