TIO University of Applied Sciences

მათ, ვისაც სურს, სწავლის გაგრძელება ნიდერლანდებში განათლების ცენტრი გთავაზობთ ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს.

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

ტიოს უნივერსიტეტი 1969 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ – ერთი წამყვანია ბიზნესისა და ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში. მას 5 კამპუსი აქვს ამსტერდამში, უტრეხტში, როტერდამში, ჰენგელოსა და ეინდჰოვენში. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა 3-4 წელია, 
ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ უტრეხტისა და ამსტერდამის კამპუსებზე ისწავლება.

ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ტურიზმი, ბიზნესი ან ივენთ მენეჯმენტი. ჩამოთვლილ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომელიც თანხვედრაშია თანამედროვე ტენდეციებთან.  
 

ტიო გასცემს ბაკალავრის დიპლომს ოთხი მიმართულებით: სასტუმროსა და ივენთების მართვა, საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო ბიზნესი და კომერცია-მეწარმეობა-ორგანიზაციაში (CEO).. უნივერსიტეტში მიმდინარეობს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ანუ სტუდენტები სწავლობენ კეთებით და აკადემიური პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასწავლო ჯგუფები არის მცირე ზომის, რაც ნიშნავს ინდივიდუალურ ყურადღებასა და სტუდენტების საჭიროებების გათვალისწინებას.
​ 

სწავლის ღირებულება არის 19 400 ევრო წელიწადში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ისწავლის 4 წლიანი პროგრამით, მე-4 აკადემიური წლის ღირებულება არის 9 700 ევრო. აღნიშნულ თანხაში შედის სასწავლო მასალა და საგანმანათლებლო მოგზაურობები. საქართველოს მოქალაქე აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა მოიპოვონ დაფინანსება უნივერსიტეტისგან. ტიოს აქვს 25%-იანი და 50%-იანი საგრანტო პროგრამა მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის.


პროგრამების ჩამონათვალი:

Bachelor’s Degrees:

  • Hotel and Event Management
  • International Tourism Management
  • International Business Management
  • Commerce, Entrepreneurship & Organization

Admission requirements: 6.0 IELTS, 80 TOEFL.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://www.tio.nl/en/

 

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

University West Sweden

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland