University West Sweden

 

შვედეთის დასავლეთში არის ქალაქი, რომელიც სტუდენტს ორ რამეს აძლევს. მშვიდ ყოველდღიურობას. და ძალიან ცოცხალ ინდუსტრიას. აქ მდებარეობს University West. და სწორედ ეს კომბინაციაა მისი მთავარი იდეა.

კამპუსი არის Trollhättan-ში. ეს არის პატარა, უსაფრთხო და სტუდენტისთვის კომფორტული ქალაქი. ახლოს არის Gothenburg, ამიტომ დიდი ქალაქის შესაძლებლობებიც ხელმისაწვდომია. მაგრამ ყოველდღიური ცხოვრება მაინც უფრო მარტივია. 

University West-ის ყველაზე ცნობილი მიმართულებაა Work-Integrated Learning. ანუ სწავლა, რომელიც სამუშაო ცხოვრებასთან არის შერწყმული აქ სასწავლო სისტემა მხოლოდ თეორიაა არაა, აქ არის გუნდური მუშაობები. რეალური ქეისების ანალიზები, პროექტები, პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი დავალებები.

ეს უნივერსიტეტი კარგია იმ სტუდენტისთვის, ვისაც უნდა, რომ სწავლა პრაქტიკით დაიწყოს, და სწავლის პროცესში რეალური პროექტებით დააგროვოს გამოცდილება.

პროგრამები და სწავლა

ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები (on-campus) ასეთია:

  • International Affairs (3 years)
  • AI Management (3 years)
  • Bachelor in International Mechanical Engineering (3 years) 

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები (on-campus) ფართოა:

  • Leadership in Digitalised Organisations (2 years)
  • Sustainable Development (2 years)
  • Work Integrated Political Studies (2 years)
  • Operations and Supply Chain Management (2 years)
  • AI and Automation (2 years) და AI and Automation (1 year)
  • IT and Management (1 year)
  • Cybersecurity (1 year)
  • Electric Engineering (1 year)
  • Electromechanical Vehicle Engineering (1 year)
  • International Welding Engineering (1 year)
  • Manufacturing Engineering (1 year) და Manufacturing Engineering (2 years)
  • Robotics and Automation (1 year) და Robotics and Automation (2 years) 

ზოგი პროგრამა აქვს distance learning ფორმატშიც, განსაკუთრებით Robotics და Electromechanical მიმართულებებში. ეს კარგია მათთვის, ვინც მუშაობას ან სხვა ქალაქში ცხოვრებას გეგმავს.

ინოვაციური სწავლების მეთოდები და პრაქტიკული კომპონენტი

აქ სწავლა ხშირად იწყება კითხვით: “თუ ეს რეალურ კომპანიაში მოხდებოდა, რას გააკეთებდი?” ბევრ პროგრამაში დიდი ნაწილი ეთმობა ჯგუფურ მუშაობას, პრაქტიკულ დავალებებს, დამოუკიდებელ კვლევას, და თეზისს.

მაგალითად, Cybersecurity-ის პროგრამაში სწავლების სტრუქტურა ასეა წარმოდგენილი: ლექციები, სემინარები, პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაო, დამოუკიდებელი სწავლა და თეზისი. ანუ პროგრამა თავიდანვე გაჩეჩილია პრაქტიკულ კეთებაზეა მოგებული.

ინჟინერიის და წარმოების მიმართულებებში ეს მიდგომა კიდევ უფრო მკაფიოა. იმიტომ რომ რეგიონში ძლიერი წარმოებითი ეკოსისტემაა. და უნივერსიტეტიც სწორედ ამ სივრცესთან ახლოს დგას.

სტუდენტური ცხოვრება და კამპუსი

Trollhättan სტუდენტს აძლევს მშვიდ ყოველდღიურობას. უნივერსიტეტში არის სტუდენტური გაერთიანება – Student Union at University West (SHV).

კამპუსის გარემო პრაქტიკულ სწავლებაზეა მორგებული. არის სივრცეები ჯგუფური მუშაობისთვის და  სტუდენტური სერვისებისთვის. 

პარტნიორობა, სტაჟირება და კარიერა

კომპანიებთან და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მაგალითები ხშირად ასეა წარმოდგენილი:

  • GKN Aerospace – სტუდენტების ცოცხალი კავშირი ინდუსტრიასთან.
  • Volvo Cars – წარმოების მიმართულების კურსდამთავრებულების კარიერულ გზაზე ეს კომპანია ხშირად ჩანს, როგორც რეალური დასაქმების მაგალითი.
  • Combitech – Cybersecurity მიმართულებაში სფეროს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი .
  • Innovatum Science Park – რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ძლიერი წერტილი.

ასეთი სასწავლო შესაძლებლობით – ინდუსტრიულ ქეისებზე მუშაობით, რომელიც პირდაპირ პროფესიულ გამოცდილებად ითვლება, როცა დამსაქმებელს ესაუბრები უკვე გაქვს რეალური გამოცდილება.

რატომ უნდა აირჩიო University West

თუ გინდა შვედეთში სწავლა, მაგრამ ძალიან დიდი და ქაოსური ქალაქი არ გხიბლავს, ეს ადგილი ბევრს მოერგება შენს მოთხოვნებს. თუ გინდა ინგლისურენოვანი პროგრამა, მაგრამ თან პრაქტიკული დატვირთვა, ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამ შუალედში დგას.

სწავლის ბიუჯეტი საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ბაკალავრიატზე 2026/2027 სასწავლო წელს მაგალითები ასეთია:

  • International Affairs: 105,000 SEK წელიწადში
  • AI Management: 120,000 SEK წელიწადში
  • International Mechanical Engineering: 120,000 SEK წელიწადში

მაგისტრატურაზე ბევრი ტექნიკური პროგრამა 2026/2027-ში არის:

  • 140,000 SEK წელიწადში (მაგალითად Cybersecurity, Manufacturing Engineering 1-year) 

საცხოვრებელი

University West-ის ქალაქში თანამშრომლობენ სტუდენტურ საცხოვრებლებთან, მათ შორის Eidar Trollhättan-თან და Hammar Nordic-თან.

ქირის დიაპაზონი, როგორც წესი, დამოკიდებულია ოთახის ზომაზე და ტიპზე. Trollhättan-ში სტუდენტური ვარიანტები ხშირად მოძრაობს დაახლოებით 4,400-6,100 SEK თვეში. ზოგ შემთხვევაში ეს არის furnished ოთახი საერთო სამზარეულოთი. ზოგ შემთხვევაში პატარა ბინაც. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ პრაქტიკული რჩევაა: საცხოვრებლის თემა დაიწყოს განაცხადთან ერთად, არა მიღების შემდეგ.

 

🔶უნივერსიტეტი LEAF-ის პარტნიორია.

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

Istituto Marangoni