Click Here to Download Flash Player


კონსულტაციები პროფესიის შერჩევაში 

ცენტრი მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიის შერჩევაში. მათ მივაწოდებთ ინფორმაციას ცალკეული პროფესიების შესახებ, ასევე, თუ რა დისციპლინების სწავლა მოუწევთ უნივერსიტეტებში არჩეული პროფესიის დასაუფლებლად; რას უნდა ელოდნენ შერჩეული პროფესიისგან - რა დადებითი ემოციები შეიძლება მოუტანოთ არჩეულმა პროფესიამ და ამავდროულად, რა სიძნელეეების გადალახვა მოუწევთ.

მოსწავლეები შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიების ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს.

მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში (მათთვის საინტერესო პროფესიების არსში ჩაწვდომის მიზნით) ცალკეული პროფესიების და წარმატებული პიროვნებების შესახებ გააკეთებენ პრეზენტაციებს.

ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან მშობლებიც, რომლებიც, სურვილისამებრ, თავიანთი პროფესიების შესახებ სასაუბროდ შეხვდებიან ახალგაზრდებს და გააკეთებენ პრეზენტაციებს.

 

კონსულტაციები უმაღლესი სკოლებისა და უნივერსიტეტების და შერჩევაში 

მოსწავლეებს ამერიკაში სწავლის გაგრძელებისათვის მიეცემათ ფართო არჩევანი. ცენტრს აქვს მჭიდრო კავშირები ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებთან და უმაღლეს სკოლებთან:

Hamilton College

Swarthmore College

Saint Anne’s Balfield High-School

Ursinus College

Haverford College

Bryn Mawr College

Muhlenberg College

უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლების სასწავლო გარემოს გაცნობის მიზნით; მოსწავლეებს შევთავაზებთ  “ზაფხულის ტურებს” ამერიკის უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში,საუკთესო მოსწავლეები ცენტრის დაფინანსებით გაემგზავრებიან. 

 

ცენტრი ახალგაზრდებს დაეხმარება: 

  •  ამერიკის ცნობილი უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში;
  •  მათთვის სასურველ უნივერსიტეტთან და უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებაში;
  •  უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლების სწავლების სფეციპიკის და იქ არსებული სასწავლო  გარემოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში;
  •  საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში;
  •  სასწავლო სტიპენდიის მოპოვებაში.