Webster Private University Vienna

ვებსტერის უნივერსიტეტი ვენაში (Webster Vienna Private University) მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. დაარსდა 1981 წელს და არის ვებსტერის უნივერსიტეტის გლობალური ქსელის ნაწილი. მისიაა სტუდენტებს მიაწოდოს ამერიკული სტილის განათლება საერთაშორისო გარემოში, რომელიც ფოკუსირებულია აკადემიურ ხარისხზე, კრიტიკულ აზროვნებასა და გლობალურ პერსპექტივაზე.

პროგრამები და სწავლა


უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში:

  • ბიზნესისა და მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია
  • სტრატეგიული კომუნიკაციები

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან. სტუდენტები მუშაობენ რეალურ პროექტებზე და მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში.

სასწავლო პროგრამების ბიუჯეტი


საბაკალავრო პროგრამების წლიური სწავლის საფასური შეადგენს 13,000 ევროს. სამაგისტრო პროგრამების სრული ღირებულება მერყეობს 28,080 ევროსა და 40,320 ევროს შორის, პროგრამის მიხედვით. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს.

საცხოვრებელი პირობები


ვებსტერის უნივერსიტეტი ვენაში სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა საცხოვრებელ ვარიანტს. თვიური გადასახადი მერყეობს 400 ევროსა და 650 ევროს შორის, მდებარეობისა და ოთახის ტიპის მიხედვით. 

გაცვლითი პროგრამები და გლობალური კამპუსები


ვებსტერის უნივერსიტეტი გლობალური ქსელის მეშვეობით სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ისწავლონ სხვადასხვა ქვეყანაში. სტუდენტებს შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის სხვა კამპუსებში, რომლებიც მდებარეობს აშშ-ში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში. ეს შესაძლებლობა აძლევს სტუდენტებს მრავალკულტურული გამოცდილების მიღებას და გლობალური პერსპექტივის განვითარებას.

პარტნიორობა და კარიერული შესაძლებლობები


უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, რაც სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს. კარიერული ცენტრი ეხმარება სტუდენტებს პროფესიული განვითარების გზაზე, სთავაზობს კონსულტაციებსა და სამუშაო ბაზარზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ვებსტერის უნივერსიტეტი ვენაში?


ვებსტერის უნივერსიტეტი ვენაში გთავაზობთ ამერიკული სტილის განათლებას ევროპის გულში, საერთაშორისო გარემოში. მისი აკადემიური პროგრამები, პარტნიორული ქსელი და კარიერული მხარდაჭერა უზრუნველყოფს სტუდენტების წარმატებას გლობალურ ბაზარზე.

უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:

https://www.webster.ac.at/

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Jan Dlugosz University in Czestochowa

PSB Paris School of Business

Sopot University of Applied Sciences

Accademia Italiana

University West Sweden

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain