The University of North Carolina at Greensboro (UNCG)

UNCG მდებარეობს ქალაქ გრინსბოროში, რომელიც ცნობილია როგორც უნივერსიტეტების ქალაქი.
მწვანე ქუჩები, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ჰაბი, უსაფრთხო და სტუდენტზე მორგებული ინფრასტრუქტურა — ეს ყველაფერი ქმნის იდეალურ გარემოს ახალგაზრდებისთვის.
გრინსბორო ასევე არის წამყვანი ცენტრი სტარტაპებისა და კულტურული აქტივობებისთვის, რაც UNCG-ს სტუდენტებს აძლევს უამრავ პრაქტიკულ შესაძლებლობას.

 

📚 პროგრამები და სწავლა

UNCG გთავაზობს 100+ ბაკალავრიან და 60+ მაგისტრატურულ პროგრამას.
სწავლება ეფუძნება ინტერდისციპლინარულ მიდგომას, პრაქტიკულ კომპონენტებს და ინდივიდუალურ ყურადღებას.
ძირითადი პროგრამებია:

  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • ფსიქოლოგია და სოციალურ მეცნიერებები
  • კომპიუტერული მეცნიერებები და საინჟინრო ტექნოლოგიები
  • ჯანდაცვა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
  • განათლება და პედაგოგიკა
  • კომუნიკაცია და მარკეტინგი
  • Performing Arts (თეატრი, ცეკვა, მუსიკა)
  • Nanoscience & Nanoengineering – ერთ-ერთი მოწინავე მიმართულება

💡 სწავლების მეთოდები და პრაქტიკული გამოცდილება

UNCG-მ შექმნა ინოვაციური პროგრამა “Humanities at Work”, რომლის მეშვეობითაც ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტები იღებენ დაფინანსებას სტაჟირებებისთვის ადგილობრივ ორგანიზაციებში.
პროგრამა დაფინანსებულია 5 მილიონი დოლარით და უკვე 650 სტუდენტი ისარგებლა ამ შანსით.
ინჟინერიისა და IT მიმართულების სტუდენტებისთვის ტარდება კურსები Brock Solutions-თან ერთად – რეალურ პროექტებზე მუშაობით.
განათლების ფაკულტეტში კი სტუდენტები მონაწილეობენ საჯარო სკოლებთან კლინიკურ პრაქტიკაში.

🎉 სტუდენტური ცხოვრება და კამპუსი

UNCG-ს კამპუსი — ეს არის 250 ჰექტარზე გადაჭიმული მწვანე სივრცეებით, თანამედროვე ბიბლიოთეკით, სპორტული არენებითა და საცხოვრებელი ზონებით.
სტუდენტებს ელოდებათ:

  • 200+ სტუდენტური კლუბი
  • თეატრალური ფესტივალები და ცოცხალი მუსიკა
  • Weatherspoon Art Museum — კამპუსზე არსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
  • ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები და სპორტული გუნდები (NCAA Division I)

🤝 პარტნიორობა და კარიერული შესაძლებლობები

UNCG დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტების კარიერულ ზრდას.
განსაკუთრებით ძლიერი პარტნიორობებია:

  • The Washington Center – სტუდენტები მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში ვაშინგტონში (დაფინანსება დაახლოებით $13,000 თითოეულისთვის)
  • Brock Solutions – საინჟინრო და პროგრამირების პრაქტიკული კურსები
  • Cone Health – ჯანდაცვის სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკა
  • UNC Health – სტაჟირებები საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით
  • საჯარო სკოლები გრინსბოროში – პედაგოგების პრაქტიკული მომზადება

✅ რატომ უნდა აირჩიო UNCG?

  • ბიუჯეტური, მაგრამ ხარისხიანი განათლება
  • ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება
  • პრაქტიკული კურსები რეალურ სამუშაო გარემოში
  • ინოვაციური პროექტები, დაფინანსებული სტაჟირებები
  • ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო სტუდენტებისთვის
  • მეგობრული და მრავალფეროვანი სტუდენტური გარემო

 

💰 სწავლის ღირებულება (საერთაშორისო სტუდენტებისთვის)

ბაკალავრიატი:

  • სწავლის ფასი: ~$24,705/წელიწადი
  • საცხოვრებელი: ~$6,288
  • კვება: ~$4,300
  • ჯამი: დაახლოებთ $35,300 წელიწადში

მაგისტრატურა:

  • სწავლის ფასი: ~$24,001
  • საცხოვრებელი: ~$8,605
  • კვება:~$4,300
  • ჯამი: დაახლოებით $36,900 წელიწადში

დამატებით, ზოგიერთი პროგრამა (მაგ: The Washington Center) დაფინანსების სპეციალურ შესაძლებლობებსაც გთავაზობს.

🏠 საცხოვრებელი და სტუდენტური სერვისები

  • სტუდენტური საერთო საცხოვრებლები კამპუსის შიგნით

  • არჩევანი გაქვს როგორც სტანდარტულ, ისე მოწინავე საცხოვრებელ მოდელებს შორის
  • საშუალო ღირებულება: ~$6,000 წელიწადში
  • კვების გეგმა: ~$4,300
  • უსაფრთხოება, საერთო სამრეცხაო, Wi-Fi, სამზარეულო სივრცეები და საერთო ლაუნჯ-რუმები — ყველაფერი სტუდენტის კომფორტზეა გათვლილი

უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.

 

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:

https://www.uncg.edu/ 

 

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Jan Dlugosz University in Czestochowa

PSB Paris School of Business

Sopot University of Applied Sciences

Accademia Italiana

University West Sweden

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain