​Avicenna International College

მათ, ვისაც სურს, სწავლა უნგრეთში გააგრძელოს განათლების ცენტრი გთავაზობთ Avicenna International College -ს (AIC), რომელიც გამოირჩევა უნიკალური საგანმანათლებლო მოდელით, აკმაყოფილებს ახალგაზრდა თაობის საჭიროებებს და საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. 

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

AIC მასწავლებლები რეგულარულად მონაწილეობენ მასწავლებელთა მომზადების კურსებში და იღებენ ვალდებულებას მუდმივად გააუმჯობესონ აკადემიური სტანდარტები რთულ, სწრაფად ცვალებად და ტექნოლოგიებით მდიდარ გარემოში.

AIC-ის სტუდენტები არიან წარმატებულ ექიმებს, ინჟინრებსა თუ ბიზნესმენებს შორის ევროპაში, შეერთებულ შტატებსა ან სხვა ქვეყნებში. AIC დაამტკიცა, რომ არის ევროპაში წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც ამზადებს არაევროპელ სტუდენტებს სამედიცინო სკოლებისთვის.

Avicenna-ში დიდი ყურადღება ექცევა პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებას, ინტერაქციულ განათლებას და კრიტიკულ აზროვნებას. აქ არ ისწავლება მხოლოდ ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და სხვა საგნები, არამედ ის თუ როგორ ისწავლონ ეს საგნები, როგორ და სად იპოვონ პასუხები მათ კითხვებზე, როგორ გადაჭრან პრობლემები და თავი იგრძნონ საკმარისად თავდაჯერებულად, რაც საბოლოოდ მათი ინოვაციური იდეების გენერირებას, პოტენციალისა და შესაძლებლობების რეალიზებას უწყობს ხელს.

ავიცენაში სასწავლო პროგრამა მკაცრი და ფართოდ აღიარებულია. იგი შექმნილია იმისათვის, რომ მოამზადოს სტუდენტები უმაღლესი განათლებისთვის ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში. AIC-ში არის ბრიტანული და საერთაშორისო განათლება ბუდაპეშტის ცენტრში.

ავიცენას საერთაშორისო კოლეჯი ამზადებს და ასწავლის თავის სტუდენტებს, რომ იყვნენ პასუხისმგებელი მოქალაქეები, ისიამოვნონ სწავლით, განვითარდნენ აკადემიურად და მიიღონ წარმატებული უმაღლესი განათლება.

AIC მალე გახდება ლიდერი საერთაშორისო სკოლებსა და კოლეჯებს შორის, რომელიც აღიარებულია თავისი გამორჩეული სტუდენტებით, თავდადებული ფაკულტეტითა და მდიდარი საგანმანათლებლო პროგრამებით.



დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://avicenna.hu/

 

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

Istituto Marangoni

University Canada West

Toronto School of Management

Webster University Athens

LUT University

LAB University Of Applied Science

University of Latvia