როგორ ისწავლო ევროპაში ბიუჯეტურად?
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს და ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებ, არსებობს ისეთი უნივერსიტეტები ევროპაში, სადაც სწავლა 4000-დან – 7000 ევრომდეა წლიურად და ცხოვრების საფასურიც ძალიან დაბალია. თუ ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე აბარებ და ასეთ ბიუჯეტურ უნივერსიტეტს ეძებ, LCC International University ლიეტუვაში შეიძლება შენი საუკეთესო არჩევანი იყოს, თანაც ამერიკული სტილის განათლებას გთავაზობს. ასეთ ბიუჯეტურ სწავლის საფასურთან ერთად LCC დამატებით სასწავლო დაფინანსებებითაც გამოირჩევა.
LCC-ში ყოველწლიურად არაერთი ქართველი სტუდენტი აბარებს, და ბევრი მათგანი იღებს სასწავლო დაფინანსებას. აქ შეგიძლია მაღალი დონის საერთაშორისო განათლება მიიღო. უნივერსიტეტის დადებით მხარეებში ისიც აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლის მოძიება აღარ დაგჭირდება და უნივერსიტეტი საცხოვრებელ კამპუსსაც გთავაზობს თავის ბაზაზე.
უნივერსიტეტის სასწავლო გარემო
LCC International University-ში განსაკუთრებული მულტიკულტურული გარემოა და სტუდენტები 50-ზე მეტი ქვეყნიდან სწავლობენ, ერთად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში, რაც საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
უნივერსიტეტში ამერიკული სტილის განათლებაა, რაც მოიაზრებს, რომ ყველა სტუდენტი გადის ლიბერალური განათლების საბაზისო კურსს და პარალელურად ირჩევს მთავარ სპეციალობას. სასწავლო პროცესში ჩართულია ლექციები და პრაქტიკული კომპონენტები, პრაქტიკები ხორციელდება პარტნიორ კომპანიებში პროფესიების მიხედვით. ასევე, უნივერსიტეტი გამოირჩევა განსაკუთრებული ურთიერთობებით უნივერსიტეტის პროფესორებთან, უშუალო კომუნიკაციით სტუდენტები იღებენ აკადემიურ თუ სოციალურ საკითხებზე პერსონალურ მხარდაჭერას.
უნივერსიტეტში სხვადასხვა სტილის დაფინანსებებიც ხელმისაწვდომია, რაც ისედაც ბიუჯეტურად სწავლის შესაძლებლობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
უნივერსიტეტში შეგიძლია ისწავლო საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა, თეოლოგია, ბიზნესის და კომუნიკაციის მენეჯმენტი, ინგლისური ენა და ლიტერატურა და სხვა.
სტუდენტური ცხოვრება
საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ მეცადინეობა და ლექციები არ არის – ეს არის ახალი მეგობრები, მრავალფეროვანი კულტურები და დაუვიწყარი გამოცდილებები. ამიტომ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.
უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა ინტერესის სტუდენტური აქტივობები და კლუბები, სპორტული და ცეკვის გუნდები, კულტურული ღონისძიებები და პროფესიული კლუბები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად.
LCC-ს კამპუსზე ორი თანამედროვე რეზიდენციაა, აპარტამენტები საერთო სამზარეულოთი და საცხოვრებელი სივრცეებით. ღირებულება იწყება დაახლოებით €550 – სემესტრში, რაც ძალიან ბიუჯეტური ფასია, როდესაც შუაგულ ევროპაში ცხოვრობ.
კარიერული შესაძლებლობები
უნივერსიტეტში მოქმედებს Career Development Center, რომელიც ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზრისთვის, შეადგინონ CV, სწორად წარმართონ ინტერვიუ და განავითარონ საჭირო უნარები.
უნივერსიტეტის დახმარებით შეგიძლია სტაჟირებები გაიარო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ადგილობრივ კომპანიებში.
რატომ უნდა აირჩიო LCC?
LCC International University იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს:
- ამერიკულ სტილის განათლებას ევროპაში,
- ევროპაში ბიუჯეტურად სწავლის და ცხოვრების შესაძლებლობას,
- საერთაშორისო განათლებას დაფინანსებით,
- რეალურ კარიერულ გამოცდილებას სწავლების პარალელურად.
რაც მთავარია, LCC International University LEAF-ის პარტნიორია და აკადემიური მრჩევლები სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან უნივერსიტეტში ჩაბარებაში.